ფილმი „გრეის 50 ელფერის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე, დღეს, 12 თებერვალს გაიმართება. საპრემიერო ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" 19:30-ზე დაიწყება. კინოთეატრებში ფილმის ნახვას მაყურებელი 8,5-დან 11,5 ლარამდე ფასად შეძლებს.
კინოთეატრების PR მენეჯერი მაია სიხარულიძე „რეპორტიორთან" საუბარში ამბობს, რომ პრემიერისთვის შეკრებილ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის:
„დღეიდან, „რუსთაველში", „ამირანში" და ბათუმის „აპოლოში" შეგიძლიათ ნახოთ სკანდალურად გახმაურებული ტრილოგიის ეკრანიზაცია „გრეის 50 ელფერი". ფილმის საპრემიერო ჩვენებაზე შეკრებილ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელის. ეს არის ვალენტინობის საჩუქარი ქართველი კინომანებისთვის მსოფლიო პრემიერამდე 1 დღით ადრე. ფილმზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ბილეთების გაყიდვა კინოთეატრებში პრემიერამდე 1 კვირით ადრე დაიწყო", - განაცხადა სიხარულიძემ.
„გრეის 50 ელფერი" ამერიკული ეროტიკულ-რომანტიკული დრამა. ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.