reportiori.ge - „ეს იყო "ნაცმოძრაობის" იარაღი ოჯახების დასაშინებლად“ - ჟვანიასთან ერთად გარდაცვლი რაულ იუსუპოვის მამის პირველი კომენტარი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:14
პრეს-დაიჯესტი
„ეს იყო "ნაცმოძრაობის" იარაღი ოჯახების დასაშინებლად“ - ჟვანიასთან ერთად გარდაცვლი რაულ იუსუპოვის მამის პირველი კომენტარი
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 11:21



„გვაშანტაჟებდნენ, რომ თუ საქმის გამოძიებას მოვითხოვდით, ისინი ამ ინფორმაციას გაახმაურებდნენ"


"დაკრძალვაზე რომ ჩამოვედი, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცოდა რა მანაქანით მოვდიოდი და ვიდრე მე სამებაში ვიყავი ზურაბ ჟვანიას ცხედართან, ჩემს მანქანასთან სამი ადამიანი დამდგარა და ხმამაღლა დაუწყიათ სწორედ ამაზე ლაპარაკი, თან ისეთ ხმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ჩემ მძღოლს, რომელიც მანქანაში დარჩა, გაეგონა."


გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი, რაულ ისუპოვის მამა იაშარ იუსუპოვიც გამოეხმაურა. შეგახსენებთ, გადაცემის წამყვანისა და მისი სტუმრების, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაჟინებული მინიშნებების შემდეგ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა: "დადგმული იყო სცენა, რომ ამ ადამიანებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ურთიერთობა ჰქონდათ, ერთია, რომ მოკლეს ადამიანი და მეორეა, რომ ეს უბინძურესი ვერსია შეთითხნეს."


იაშარ უსუპოვი:



- ინფორმაცია, რომ ეს ვერსია შეთითხნეს ჩემი შვილისა და ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, შეიძლება ვიღაცისათვის ახალი იყო, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის დიდი ხანია ცნობილია. ეს იყო "ნაცმოძრაობის" იარაღი ოჯახების დასაშინებლად, გვაშანტაჟებდნენ, რომ თუ საქმის გამოძიებას მოვითხოვდით, ისინი ამ ინფორმაციაა გაახმაურებდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის ბინძური ტყუილი და არის იმ სპექტაკლის ნაწილი რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დადგა. ეს ამბავი მე ვიცი ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის დღიდან. დაკრძალვაზე რომ ჩამოვედი, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იცოდა რა მანაქანით მოვდიოდი და ვიდრე მე სამებაში ვიყავი ზურაბ ჟვანიას ცხედართან, ჩემს მანქანასთან სამი ადამიანი დამდგარა და ხმამაღლა დაუწყიათ სწორედ ამაზე ლაპარაკი, თან ისეთ ხმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ჩემ მძღოლს, რომელიც მანქანაში დარჩა, გაეგონა. საუბრისას ამბობდნენ, ვითომ სახდასხვა ქვეყნის ელჩები იყვნენ, ანუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები. ეს გააკეთეს იმიტომ რომ ამ ვერსიას პირდაპირ ვერ მეტყოდნენ და გააგონეს ჩემ მძღოლს რომელიც მერე მე მომიყვებოდა.


- თქვენ თვლით, რომ მკვლელობა მოხდა და მერე კვალის დაფარვის მიზნით მოიფქირეს ეს სცენარი?



- დიახ ნამდვილად ასე იყო. ჩათვალეს, რომ ამ ფაქტის გამო ოჯახები არ მოითხოვდნენ გამოძიებას. ეს სისაძაგლე იმიტომაც მოიგონეს, რომ ამ დროს ზურაბ ჟვანიას ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა, შეეშინდათ რომ ხალხი არ გამოსულიყო გარეთ და ასეთი ამაზრზენი რამე მოიფიქრეს.


- ბატონო იაშარ, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ FBI-ის დასკვნა საქმიდან ამოღებულია...



- ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, არავითარი საბუთი არაა საქმეებიდან ამოღებული და დევს საქმის ძირითად ნაწილში. ზოდელავამ ეგეც არ იცის, რომ ეს საბუთი იქ დევს, ან იცის და ურცხვად იტყუება. კობა ხარშილაძის ადვოკატზე მინდა ვთქვა, გუშინდელ გადაცემაში ისე ლაპარაკობდა თითქოს უშუალო მომსწრე იყო ფაქტების, მაშინ როცა 10 წლის წინ როდესაც ეს დანაშაული მოხდა ეს ბიჭი ბავშვი იქნებოდა.


- ბატონო იაშარ, ამჟამდ თუ გაქვთ ინფორმაცია რა ეტაპზეა გამოძიება?



- გამოძიება აქტიურ ფაზაშია, ზუსტად ეგ აშინებთ "ნაციონალებს" და იმიტომ არიან გაგიჟებულები.ოჯახი სრულ ნდობას ვუცხადებთ გამოძიებას. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვინ გვიბარებდა ჩვენ და ვინ გვეუბნებოდა საქმის



შესახებ თუნდაც ერთ სიტყვას?! ახლა რომ გამოდიან წინა ხელისფლების მაღალჩინოსნები და იძახიან არავითარი დანაშაულის კვალი არ იკვეთება და საქმე უნდა დაიხუროსო, მაგათ ხელში არ იყო ეს გამოძიება, რატომ არ დახურეს?! როგორც ჩანს ვერ დახურეს, ვერავინ აიღო თავის თავზე საქმის დახურვის პასუხისმგებლობა, რადგან იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ამ საქმე მაინც მიუბრუნდებოდნენ და ვიღაცას ამაზეც მოუწევდა პასუხისგება.




(წყარო: კვირის პალიტრა, ლადო გოგოლაძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016