reportiori.ge - დასავლეთი ღარიბაშვილს ჟვანიას საქმის გამოძიების შეჩერებას აიძულებს? - მოქმედების რა გეგმაზე გადავიდნენ „ნაციონალები“?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დასავლეთი ღარიბაშვილს ჟვანიას საქმის გამოძიების შეჩერებას აიძულებს? - მოქმედების რა გეგმაზე გადავიდნენ „ნაციონალები“?
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 18:17


ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე თითქმის დასრულებულია და მთავარმა პროკურატურამ, სავარაუდოდ, ამ დღეებში ის გახსნილად უნდა გამოაცხადოს. ეს ძალიან კარგად იცის მიხეილ სააკაშვილმა, იციან „ნაცმოძრაობის" იმ ლიდერებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელობაში არიან გარეულნი და ჟვანიას რაულ უსუპოვიც წააკლეს მსხვერპლად.


„ალიას" კარგად ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი კიევში ადგილს ვერ პოულობს, ძალიან არის შეშინებული და დღეში რამდენჯერმე ეკონტაქტება თბილისში დარჩენილ თავისი ახლო გარემოცვის წევრებს. სააკაშვილმა იცის, რომ, თუ მას ჟვანიას მკვლელობის ბრალდება წაუყენეს, ეს მისთვის პოლიტიკური საქმიანობის დასასრული იქნება. ცხადია, თავისთავად პოლიტიკურ სამარეში ჩაესვენება „ნაცმოძრაობა". საერთაშორისო გავლენიანი პოლიტიკური და ფინანსური წრეები, ახლოს აღარ გაიკარებენ საკუთარი პრემიერ-მინისტრის მკვლელს, მის პარტიასა და შესაბამისად, აღარც პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენენ. მეტიც, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის ბრალდება თუ წაუყენეს სააკაშვილს, ინტერპოლი მასზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებს, სააკაშვილს კი არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ მისცემს პოლიტიკურ თავშესაფარს, რადგან ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე ვერავინ იტყვის, რომ ეს სააკაშვილის პოლიტიკური დევნისთვის „შეკერილი" საქმეა. არანორმალური უნდა იყო, რომ პრეზიდენტს საკუთარი პრემიერის მკვლელობა უსაბუთოდ დააბრალო. შესაბამისად, მიშა სადაც უნდა იყოს, ჩამოიყვანენ და ციხეში ჩასვამენ.


სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა" ყველა ღონეს მიმართავენ, რათა ჟვანიას საქმე პროკურატურამ გახსნილად არ გამოაცხადოს და სააკაშვილსა და 2005 წელს, მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს, ბრალი არ წაუყენონ. მეტიც, სააკაშვილმა თავისიანებს შემოუთვალა, რომ ყველა საშუალება, ყველა მისაღები და მიუღებელი ხერხი გამოიყენონ მთავარი პროკურატურის შესაჩერებლად. მიხეილ სააკაშვილი და გავლენიანი „ნაციონალები" დატრიალდნენ და საერთაშორისო დონეზე თუ ვინმესთან კიდევ მიესვლებათ, ყველას სთხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინონ ზეწოლა და ეს მკვლელობა გახსნილად არ გამოცხადდეს. მათ კიდევ შერჩათ მხარდამჭერები უცხოეთში.


წყარო აცხადებს, რომ ამ დღეებში, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურეკავთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილისთვის და დელიკატურად უთხოვიათ, რომ ჟვანიას საქმე შეეჩერებინა და მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ არ გაეწირა, მაგრამ ღარიბაშვილს ყველასთვის უარი განუცხადებია. წყაროს თქმით, რამდენიმე ქვეყნის ელჩი პირადად შეხვდა პრემიერს და ანალოგიური თხოვნით მიმართა, მაგრამ ვერც მათ მიაღწიეს რაიმეს, ღარიბაშვილი კატეგორიულია  - ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნილია და მკვლელები უნდა დაისაჯონო.


ცხადია, მიხეილ სააკაშვილისთვის მისწრება იქნებოდა, რომ ამ საქმეში ამერიკის ხელისუფლების გავლენიანი წრეები ჩარეულიყვნენ და მათ მოეხდინათ  გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგრამ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ხელები დაიბანეს, მათ პოლიტიკური მკვლელობის ჩაფარცხვისგან თავი შორს დაიჭირეს.


წყაროს ამ ინფორმაციას, ირიბად ადასტურებს საქართველოში ამერიკის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის გუშინდელი განცხადება. მოგეხსენებათ, „ნაციონალები" იმით სპეკულირებენ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმე „ეფ-ბი-აი"-მ გამოიძია და დაადასტურა, რომ ჟვანიაც და რაულ უსუპოვიც გაზით იყვნენ გაგუდულები. დღეს „ნაციონალები" იმუქრებიან, რომ დადებენ „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნის მეორე, აქამდე გამოუქვეყნებელ ნაწილს, რომელიც ასევე ადასტურებს, რომ ჟვანია და უსუპოვი არავის მოუკლავს, ძალადობრივი გზით არ არიან დაღუპულებიო. რიჩარდ ნორლანდმა ხაზგასმით თქვა, „ეფ-ბი-აი"-მ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე დასკვნა გააკეთა იმ ინფორმაციებსა და მასალებზე დაყრდნობით, რაც მას საქართველოს ხელისუფლების მაშინდელმა წარმომადგენლებმა მიაწოდესო. ნორლანდის ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ამერიკამ ხელები დაიბანა ჟვანიას საქმეზე, „ეფ-ბი-აი" საკუთარ თავზე იმაზე მეტს არ აიღებს, რაც ასაღებია. თუ „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნიდან რაიმე არ დაემთხვა ქართული მხარის მიერ დაწყებულ ახალ გამოძიებას, იტყვიან, რომ ძიება ცხელ კვალზე არ დაუწყიათ, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის უწყებებმა რაც დაახვედრეს, იმ მასალებზე დაყრდნობით აწარმოებდნენ გამოძიებას. მათ დასკვნაში აღმოჩენილი ნებისმიერი უზუსტობა დაჰბრალდება სააკაშვილის ხელისუფლებას და ლოგიკურადაც. „ეფ-ბი-აი"-ს დასკვნას რიჩარდ ნორლანდის განცხადებასაც თუ მივუმატებთ, მეტად საინტერესო ფაქტს მივადგებით. ზურაბ ჟვანია 3 თებერვალს გარდაიცვალა, „ეფ-ბი-აი"-ს საგამოძიებო ჯგუფი კი თბილისში 6 თებერვალს ჩამოვიდა. ქართულ გამოძიებას სრული 3 დღე ჰქონდა გამოძიების გასაყალბებლად, მტკიცებულებათა მოსასპობად თუ ყალბი მტკიცებულების შესაქმნელად, თავისუფლად შეეძლოთ, „ეფ-ბი-აი" გამოძიების მცდარ კვალზე დაეყენებინათ. მოკლედ, ამერიკელთა დასკვნა ეჭვმიუტანელი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან მათ ჩამოსვლამდე ქართული გამოძიება, რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა.


ახლა ისევ მიხეილ სააკაშვილს დავუბრუნდეთ. ის უკვე დანიშნეს უკრაინის პრეზიდენტის, პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. შეიძლება ითქვას, სააკაშვილის პოლიტიკური რეანიმირების პროცესი წარმატებით მიდის, ის უკვე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სტატუსით, ისევ გაერევა საერთაშორისო პოლიტიკაში, ძველი ურთიერთობების აღდგენადალაგებას შეეცდება და გარკვეული ძალები დაეხმარებიან, რომ კვლავ ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცეს და საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებელი პლაცდარმიც შეიქმნას. სააკაშვილმა ამას ორწლიანი ბრძოლისა და წვალების შემდეგ მიაღწია, ფულიც ბლომად დახარჯეს „ნაციონალებმა". „ალია" დახურულ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სააკაშვილმა პოროშენკო კომპრომატებით „დაავერბოვკა" და ახლა თავის ნებაზე ატრიალებს. ასეა თუ ისე, მან საწადელს მიაღწია და საერთაშორისო პოლიტიკაში ბრუნდება. ეს ყველაფერი კი თავზე დაემხობა, ისევ მაწანწალა ექსპრეზიდენტად იქცევა, თუ ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნა. მიუხედავად პოროშენკოზე მოპოვებული კომპრომატებისა, იძულებული გახდება, თავადვე დატოვოს უკრაინის მთავრობაში პოსტი და მისი ბოლო ციხის ერთკაციანი საკანი იქნება... სააკაშვილის რეანიმაცია თავისთავად ნიშნავს „ნაცმოძრაობის" სოლიდურ პოლიტიკურ ძალად გადაქცევას და ბუნებრივია, ჟვანიას მკვლელობის გახსნა, მასში სააკაშვილისა და მისი მთავრობის წევრების დადანაშაულება, ამ პარტიას ამის შანსს დაუკარგავს. მოკლედ, სრულიად გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" ბედი და მომავალი, ჟვანიას საქმის გახსნა-არგახსნაზეა დამოკიდებული. ამიტომაც არის, რომ ყველაფერს აკეთებენ ირაკლი ღარიბაშვილის შესაჩერებლად.


„ნაციონალები" მხოლოდ საერთაშორისო რესურსს არ იყენებენ მიზნის მისაღწევად. წყარო აცხადებს, რომ აქტიურად ამოქმედდნენ სააკაშვილის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლები. ისინი აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების იმ წევრებს დაუკავშირდნენ, რომელთა შესახებაც კომპრომატები აქვთ და დამუქრებიან, რომ, თუ ჟვანიას საქმე გაიხსნება, თუ სააკაშვილს ჟვანიას მკვლელობაზე ბრალს წაუყენებენ, მათზე მომაკვდინებელ კომპრომატებს გამოაქვეყნებენ. მთელ ამ ბინძურ პროცესს, წყაროს ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობს. წყარო აცხადებს, რომ ამ დღეებში ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების" არაერთი ლიდერი არწმუნებდა, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნა საქართველოს იმიჯზე დადებითად არ იმოქმედებს, ველურებად გამოვჩნდებით უცხოელთა თვალში, პრეზიდენტები პრემიერ-მინისტრებს განუვითარებელ ქვეყნებში კლავენ და იქნებ არ ღირდეს ამ საქმის გახსნაო. ამ და სხვა არგუმენტებით ღარიბაშვილს, თურმე, ბევრი არწმუნებს, რომ ეს საქმე ისევ თაროზე შემოდოს. თუმცა, ღარიბაშვილი კატეგორიულია, ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნებაო. მოკლედ, პრემიერ-მინისტრი ორმაგ ზეწოლას განიცდის - საგარეოსა და საშინაოს, მაგრამ, ჯერჯერობით, ხელი ვერ ააღებინეს განზრახვაზე.


სააკაშვილსა და „ნაციონალებს" სასიკვდილო საფრთხე რომ ემუქრებათ, ამის დასტურად ამ დღეებში სრულიად საკმარისი იყო, „რუსთავი 2"-თვის გეყურებინათ და სოციალურ ქსელში „ნაცების" მომხრეთა უჩვეულო აქტიურობა დაგეფიქსირებინათ. უკვე დაუკრეფავში გადავიდნენ. „რუსთავი 2"-მა წამოსწია თემა, რომლითაც წლების მანძილზე აშანტაჟებდნენ და ცდილობდნენ, გაეჩუმებინათ ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია და მისი მეუღლე, ნინო ქადაგიძე-ჟვანია. ვითომ, რაულუსუპოვი და ზურაბ ჟვანია სექსუალური პარტნიორები იყვნენ, 2005 წლის 3 თებერვალსაც, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში ამიტომ მივიდნენ და გაზით გაიგუდნენ. სააკაშვილის ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას ჭირისუფლებს არწმუნებდა, რომ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ჰქონდა, ჟვანიას სახელს უფრთხილდებოდა და მის გახმაურებას არ აპირებდა. ცხადია, ამის გამო, ჟვანიას ოჯახის წევრები ბევრ რამეზე თავს იკავებდნენ. მართალია, მათ არ სჯეროდათ, რასაც სააკაშვილი აცხადებდა, მაგრამ ზურაბ ჟვანიას სახელის შებღალვას ერიდებოდნენ. გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას, როცა ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ, ამის შემდეგ დადგმული აქვთ სექსუალური სცენები და ეს მან 2005 წელსვე იცოდა. ახლა „ნაციონალებს" უკანასკნელი „ტყვიაღა" დარჩათ _ გაავრცელონ იმ დადგმული სექსუალური სცენების ფოტოები, სახელი შეურყვნან ჟვანიასაც და უსუპოვსაც. თუმცა, ეს ფუჭად ნასროლი „ტყვია" იქნება. მთავარ კითხვას პასუხს ვერც ამით გასცემენ - ვინ და რატომ მოკლა ზურაბ ჟვანია? ამით პასუხისმგებლობას სააკაშვილი და მისი ბანდა ვერ გაექცევა. ბინაში გაზით რომ არ გაგუდულან ჟვანია და უსუპოვი, ეს უტყუარი ფაქტია, რადგან,  როცა ისინი საბურთალოს ქუჩის № 53-ში მდებარე ბინაში იმყოფებოდნენ, საბურთალოს ქუჩაზე, გაზი გადაკეტეს. „თბილგაზში" საბურთალოს ქუჩიდან გაზის წნევის მომატების შესახებ შეტყობინება ღამის სამის ნახევარზე შევიდა. „თბილგაზის" ჟურნალის მიხედვით 2 საათსა და 35 წუთზე საავარიო ჯგუფი უბანზე გაემართა. 2 საათსა და 55 წუთზე გაზი გადაკეტილი იყო. გაზი უშუალოდ გადაკეტა „თბილგაზის" თანამშრომელმა ნოდარ ხუხაშვილმა და 5 თებერვალს, ჟვანიას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათის შემდეგ, მან კომენტარი „რუსთავი 2"-საც მისცა ამის შესახებ, მაგრამ ნოდარ ხუხაშვილის ამ კომენტარს „ნაციონალთა" „ჯიბის ტელევიზია" არქივიდან რას ამოიღებს? გააფთრებულები, ისტერიულად „აწვებიან" ძველ ვერსიას, რომ ჟვანია და უსუპოვი გაზით გაიგუდნენ.


მიხეილ სააკაშვილი და მისი დამქაშები, უკვე გარდაცვლილი ჟვანია-უსუპოვის, სავარაუდოდ, შიშველი სხეულების ფოტოების გამოქვეყნებით მხოლოდ იმას მიაღწევენ, რომ მათ მიერ მოკლულ პრემიერს შეურაცხყოფენ, ამით სხვას ვერაფერს მიაღწევენ, ვიღაც დაიჯერებს, რომ ზურაბ ჟვანია „ცისფერი" იყო, ვიღაც - არა. ნათქვამია, გაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო და ზუსტად ასეა საქმე. მაინც გააგებინეს „ნაცებმა" მთელ საქართველოს, რომ ჟვანია და უსუპოვი სექსუალური პარტნიორები იყვნენ, უკვე შეურაცხყვეს კიდეც ჟვანია და ჰა, ბოლომდე გამოაჩინონ თავიანთი ბინძური სახეები, ბოლომდე დაყარონ ყველა კოზირი, რაც მათი მოკლე ჭკუით, ჯერ კიდევ ხელში უჭირავთ. ამით ყველაფერს წერტილი დაისმება. ზურაბ ჟვანიას საქმე გაიხსნება, დამნაშავენი დაისჯებიან და მერე გამოძიება იმასაც გაარკვევს, ვისი ინიციატივით დაიდგა ის სცენები. წლების მერე, მაგრამ ზურაბ ჟვანია ნელ-ნელა ჩამოირეცხავს მიყენებულ ჩრდილს. მიხეილ სააკაშვილისა და მისი კრიმინალი პოლიტიკოსების მიერ მოკლული პრემიერი კი საბოლოოდ გადაიყოლებს მიხეილ სააკაშვილსაც და მთელ „ნაცმოძრაობასაც".




ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016