reportiori.ge - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 09:06
რელიგია
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
13 თებერვალი, 2015. 19:55



საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ არც ერთ სასულიერო და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში თანხას ითხოვდეს.

„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. საქართველოს საპატრიარქომ ადრეც გააფრთხილა საზოგადოება და ახლაც აფრთხილებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა და სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს ან თუნდაც ეკლესიას, ოღონდ თუ ეს ეკლესიის მშენებლობის ან მონასტრის შეწევნის მიზნით ხდება, ვურჩევთ მათ, გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუების ფაქტებს ამ შემთხვევებშიც ჰქონდა ადგილი."

 

(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016