რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ზვიად გამსახურდიაზე ფილმის გადაღებას გეგმავს, თუმცა სცენარი რომელიც მან კინოცენტრს წარუდგინა კონკურს მიღმა აღმოჩნდა, ეს კი შესაძლოა მიზეზი გახდეს იმისა, რომ „მანდარინების" მსგავსად კიდევ ერთი ქართული ფილმი სხვა ქვეყანამ წარადგინოს. როგორც "პოსტსკრიპტუმს" კინოცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ჯანელიძემ განუცხადა მთავრობასთან ერთად მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ფილმის დაფინანსება მოხდება.
ვინ და როგორც დააფინანსებს ფილმს მისთვის უცნობია, თუმცა რეჟისორი გიორგი ოვაშვილი აცხადებს, რომ ფილმს ის აუცილებლად გადაიღებს.
კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი , "გაღმა ნაპირის" შემდეგ ახლა უკვე ახალ ფილმს სახელად "ხიბულას" გადაიღებს. ფილმი მეტად საპასუხისმგებლოა რადგან ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეხება. "ხიბულა" -სიტყვა, რომელიც აქამდე, როგორც სოფლის სახელი იყო ცნობილი, ახლა ფილმის სახელწოდებად მოგვევლინება. ეს ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელი 50 დღის ამსახველი საეკრანო დრამა იქნება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)