reportiori.ge - იზა გიგოშვილი დღეს 77 წლის გახდებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:18
კულტურა
იზა გიგოშვილი დღეს 77 წლის გახდებოდა
16 თებერვალი, 2015. 13:33



მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იზა შალვას ასული გიგოშვილი 1938 წლის 16 თებერვალს თბილისში დაიბადა.



1963 წელს დაამთავრა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1963-1967 წწ იყო თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი, 1967-1969 წწ - მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1969 წლიდან კი კვლავ რუსთაველის თეატრის. 1997 წელს დააარსა სამეფო უბნის თეატრი.



გიგოშვილის თამაში გამოირჩევა სინატიფით, პლასტიკით, მოხდენილობითა და გარდასახვის უნარით; შექმნა მომხიბლავი და გულწრფელობით აღსავსე თავგანწირულ, შეუპოვარ ქალთა სახეები: ძაბული (კ. გამსახურდიას „მთვარის მოტაცება"), კაბილა (ა. დე მიუსეს „სიყვარული სახუმარო არ არის"), ჰერმია (უ. შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი"), ქსენია (ბ. ლავრენიოვის „რღვევა"), ნატო (ა. ჩხაიძის „ხიდი"), გრუშე ვაჩნაძე (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე"), ზიტა (გ. ლესინგის „ნათან ბრძენი"), შუშანიკი (ი. ცურტაველის „შუშანიკის მარტვილობა"), თამარი (კ. გოლდონის „მშვენიერი ქართველი ქალი") და სხვა.



იზა გიგოშვილი იყო საქართველოს სახალხო არტისტი (1981). 1979 წელს მას მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.



მსახიობი 2003 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016