reportiori.ge - არჩილ კაიკაციშვილი: საცხობებო, კონტრაქტს ხელი არ მოაწეროთო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:33
პრეს-დაიჯესტი
არჩილ კაიკაციშვილი: საცხობებო, კონტრაქტს ხელი არ მოაწეროთო...
ავტორი:
17 თებერვალი, 2015. 15:01

 

 

 

გაზის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდის გამო სასამართლოში შესატანად კომპანიების კოლექტიური საჩივარი მზადდება. როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები, რომ ადვოკატებმა მათი უფლებების დაცვა შეძლონ? რა შედეგზეა გათვლილი ეს სარჩელი?


„ალიას" ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი ესაუბრა:


- გავიგე, რომ კომპანიების კოლექტიურ საჩივარს ამზადებთ და თებერვლის ბოლომდე 100 კომპანია შემოგიერთდებათ. რას ითხოვთ?


- ეს თემა სოციალურ ქსელში დაანონსდა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიებთან მუშაობა. მას შემდეგ, რაც გაზის ტარიფის მომატება დაანონსდა, დავითვალეთ და მაგალითად, 700 ლარს ვინც იხდიდა, 900 ლარის გადახდა მოუწევს ყველა იურიდიულ პირს, ეს გახდა პროტესტის საფუძველი, ესენი არიან ქარხნები, თონეები და ავტომატურად, მოიმატებს ფასი პროდუქციაზე. ჩვენმა ორგანიზაციამ  როცა განცხადება გააკეთა იმაზე, რომ იჩივლებდა, მოვუწოდეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომ ერთიანი პროტესტი ჩამოყალიბებულიყო. ხელშეკრულების ცვლილება გაზის კომპანიის მხრიდან არის ცალმხრივი ნების გამოხატულება. იურიდიულ პირებთან დადებულია ვადიანი ხელშეკრულებები, კომპანიის წარმომადგენლები მოდიან, ტოვებენ ხელშეკრულებების ასლებს. ხელშეკრულების დადება უნდა იყოს ორმხრივი, „ყაზტრანსგაზი" მოქმედებს უკანონოდ. სამოქალაქო კოდექსით, არსებობს ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ვფიქრობთ საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას.


- რა შედეგზეა ორიენტირებული ეს კოლექტიური საჩივარი?


- ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, როგორც ერთი რიგითი მოსარჩელე ამ სარჩელის შეტანისას, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა არის სისტემური და ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.



- მთავრობა ამბობს, მოქალაქეებს ეს არ ეხებათო, ასეა?

 

- როგორ გეკადრებათ, პურის ქარხნებს თუ გაზი გაუძვირდებათ, ჩვენ როგორ არ შეგვეხება? ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ის მუხლი, რომელშიც წერია შემდეგი რამ - ბათილად იქნას ცნობილი გარიგება ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია ურთიერთნდობაზე. სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთან ჰქონდა დადებული ვადიანი ხელშეკრულებები, ეს ხელშეკრულებები კი ცალმხრივად იცვლება. ამ შეცვლის იმპერატიული მოთხოვნა ზიანს აყენებს იურიდიულ პირებს და ზოგადად, მომხმარებელს. კომპანიის კომერციული ინტერესები არ პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს. გაძვირდება პური, გაძვირდება სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია იურიდიული კომპანიების მუშაობასთან. გაზის ტარიფის გაზრდა ოფიციალურად იმით აიხსნება, რომ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ინფლაცია განიცადა. ჩვენთვის ეს მიზეზი გაუგებარია იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას ასეთი რყევა და რისკები გათვალისწინებული უნდა ჰქონოდა, თანაც ჩვენ მოვიკვლიეთ, რომ ლარის კურსის ინფლაცია მხოლოდ 12-13% იყო, ამათ კი 20%-ით უნდა გააძვირონ ფასი.

 

- როგორ უნდა მოიქცნენ კომპანიები, რომლებიც აპირებენ, ამ კოლექტიურ საჩივართან შემოერთებას?


- პირველი და მთავარი, 1 მარტიდან იწყება ფასის გაზრდა და შესაბამისად, ახალი ხელშეკრულებები დაიდება. ამიტომ მოვუწოდებთ კომპანიებს, არ დადონ ახალი ხელშეკრულებები გაძვირებულ ფასზე, რადგან სასამართლოში გართულდება მათი დაცვა. განსაკუთრებით მათ მოვუწოდებ, ვისთან ერთადაც ვიწყებთ ამ სასამართლო დავას. თუ ხელს მოვაწერთ ამ ხელშეკრულებას და მერე სასამართლოში დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ხელშეკრულება არის კაბალური, ამ ხელმოწერით ვაღიარებთ ამ კაბალური პირობების შესრულებას, სასამართლო ლოგიკურად მეტყვის, რატომ მოაწერე ხელი, როცა იცოდი, რომ არამართლზომიერი იყო ხელშეკრულებაო. კომპანიები, რომლებიც არ მოაწერენ ხელს და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში ცალმხრივად შევა, ძველი ხელშეკრულების საფუძველზე შევძლებთ მოგებას.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016