reportiori.ge - სააკაშვილზე შესაძლოა, ძებნა გამოცხადდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:36
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილზე შესაძლოა, ძებნა გამოცხადდეს
ავტორი:
17 თებერვალი, 2015. 18:43




ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის საქმის ირგვლივ ხმაური არ ცხრება. თუმცა ამჯერად ამ ხმაურის ინიციატორი არა დაზარალებულების ოჯახები და გამოძიებაა, არამედ წინა ხელისუფლება. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა, სააკაშვილი კიევში ადგილს ვერ პოულობს და აქტიურად ეკონტაქტება თავის გარემოცვას თბილისში. საქართველოს ხელისუფლებამ, სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების მოთხოვნით, ინტერპოლს უკვე მიმართა. თუ ინტერპოლი სააკაშვილზე ძებნას სწორედ ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას საქმეზე გამოაცხადებს, ეს სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება. მსგავს შემთხვევაში სააკაშვილზე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო იტყვის უარს. როგორც ამბობენ, ექს-პრეზიდენტი იმდენად შეწუხებულია ჟვანიას საქმის გამოძიებით, რომ ყველა მისაღებ თუ მიუღებელ ხერხებს ხმარობს მის შესაჩერებლად. სააკაშვილი რომ ყველაფერზე მიდის იმისთვის, რომ ჟვანიას საქმე არ გაიხსნას, ეს „ნაციონალური მოძრაობის" ბოლოდროინდელ გამოსვლებში და მის განკარგულებაში მყოფი ადამიანების აქტიურობაში ჩანს. ფაქტია, რომ ჟვანია-უსუპოვის პირად ცხოვრებაზე, სააკაშვილის მხრიდან, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე დაანონსებულმა პიკანტური ნაწილის გასაჯაროებამ შედეგი ვერ გამოიღო. საზოგადოება უფრო აქტიურად სვამს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა გახდა ექს-პრემიერის გარდაცვალების რეალური მიზეზი და დგას თუ არა ამ საქმის უკან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი? სააკაშვილისა და მისი გუნდის ისტერია, მაშინ, როდესაც გამოძიებას ჯერ საბოლოო შედეგები არ აქვს გამოქვეყნებული, ბევრისთვის თვითლუსტრაციის ტოლფასი გახდა. ფაქტია, რომ სააკაშვილი საფრთხეს გრძნობს და ეშინია, რომ გაასამართლებენ. ის უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და ენერგიას არ იშურებს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამ თემის ირგვლივ იაქტიუროს. ფაქტია,რომ ბრალის წაყენების შემთხვევაში ინტერპოლი მას ქვეყანაში ჩამოიყვანს და ამ შიშის ნათელი მაგალითი მისი ადვოკატის ოთო კახიძის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ამერიკელი კონგრესმენის მაიკლ ტერნერის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის წერილებია. ისინი თხოვნით მიმართავნენ ინტერპოლს და აცხადებენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან ქართულ მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს და სთხოვენ ინტერპოლს, გადახედონ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას. ახლა ჯერი ინტერპოლზე და ქართველი სამართალდამცავი ორგანოების აქტიურობაზეა. თუ გამოძიება შეძლებს და ინტერპოლს სათანადო მასალებს წარუდგენს, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა და გასამართლება ელოდება.


მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - მთელი ამ აჟიოტაჟის ძირითადი მიზანი არის ზურაბ ჟვანიას სახელის დისკრედიტაცია, რის შემდეგაც დაიწყება საგამოძიებო პროცესის დისკრედიტაცია. რადგანაც საგამოძიებო პროცესი ემუქრება „ნაციონალების" კეთილდღეობას, ამიტომაც მათ საზოგადოება უნდა დაარწმუნონ ჟვანიას არატრადიციულ ორიენტაციაში, რომ საზოგადოება არ იყოს აქტიური და მომთხოვნი იმისთვის, რომ საგამოძიებო პროცესი მალე დასრულდეს. მე საერთოდ არ მაინტერესებს, როგორი ორიენტაციის იყო ჟვანია, მე მაინტერესებს, დადგინდეს სიმართლე და მიმაჩნია, რომ ამ სიმართლს დადგენას „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები უშლიან ხელს. ასევე, ხელს უშლის პროკურატურაში რამდენიმე ძალოვანი, რომლებსაც საკუთარი ბიოგრაფია ჭუჭყიანი აქვთ. რაც შეეხება ექსჰუმაციას, ეს მნიშვნელოვანი საკვანძო ღონისძიებაა ასეთი ტიპის  გამოძიების დროს. მე ამ საქმის ფილოსოფიურ მხარეზე ვამახვილებ ყურადღებას. მთელი ზეწოლა მიდის საზოგადოებაზე, რომ ამ საქმეზე ხალხმა ხელი ჩაიქნიოს. ჩვენ ძალიან ბევრი ვერსია მოგვისმენია სააკაშვილთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრის სიკვდილი ასე მარტივად არ იქნებოდა. რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით მაშინდელი  პრეზიდენტი საქმის კურსში იქნებოდა, ან სააკაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჟვანიას ლიკვიდაციის პროცესს ან, უკეთეს შემთხვევაში, შემდეგ გაიგო. ყველა ვარიანტში სააკაშვილი დამნაშავეა. ავიღოთ თუნდაც მარტივი დეტალი, ხარშილაძე გამოდის და ადასტურებს, რომ უსუპოვის გვამი ნამდვილად გაიტანეს და მერე ისევ შემოიტანეს  შენობაში. ეს ხომ ადრე არ უთქვამთ, თუ ერთი ტყუილი იყო თავის დროზე ნათქვამი, იქნება ასი ტყუილი. ერთ შემთხვევაში გამოჩნდა და თვითონ აღიარებენ, რომ ეს ასე მოხდა, რატომ უნდა დავიჯერო მე მათი ნათქვამი? მათი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ეს ემოციური ნათქვამი არ არის, ეს არის ლოგიკა. ფაქტია, ადამიანებმა გადადგეს რამდენიმე ნაბიჯი და ირკვევა, რომ ამ მოქმედებათა ჯაჭვში, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, თუნდაც ერთ რგოლში ყოფილა ტყუილი. იმისთვის, რომ სააკაშვილი გასამართლდეს, გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს, რომ მას ამაში მონაწილეობა აქვს მიღებული. თუ სააკაშვილმა ამაში პიროვნულად მიიღო მონაწილეობა და ეს დამტკიცდა, ეს სხვა საქმეა.


- ოჯახი პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ სააკაშვილმა ჟვანიას სახით პოლიტიკური ოპონენტი მოიშორა...


- გასაგებია, თუმცა არსებობს სიტყვიერი და წერილობით გაცემული დავალებები. სიტყვიერი დავალების დადასტურება არის ძალიან რთული, ამიტომაც გამოძიებას ბვერი მუშაობა მოუწევს.


ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი: - საზოგადოების ინტერესი არის ამ საქმეზე რეალური სურათის მაქსიმალურად წარმოჩენა და გამოძიება. დღეს ეს საკითხი ქულების დაგროვებისა და პოლიტიკური ანგარიშსწორების საგანი ხდება, თუმცა ეს მართლმსაჯულებისთვის შესაძლოა, ნაკლებად საინტერესო იყოს. ორიენტაციას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. აქ მთავარია, რეალურად რამ გამოიწვია ამ ადამიანების სიკვდილი. ამის ირგვლივ უნდა იყოს მედია და საზოგადოება კონცენტრირებული. ფაქტია, რომ ორი ადამიანი გარდაცვალა, ამ სპეკულაციებში რამ გამოიწვია სიკვდილი, მკაფიო პასუხი იკარგება. ამჟამინდელმა პროკურატურამ და წინა ხელისუფლებამ სინამდვილე იციან. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რით გარდაიცვალა ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? როგორ გარდაიცვალა, მე მისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს.


- ჟვანიას ოჯახი პირდაპირ საუბრობს სააკაშვილის ინტერესებზე და იმაზე, რომ სწორედ სააკაშვილის დაკვეთით მოხდა ჟვანიას ლიკვიდაცია, რადგანაც მან მოიშორა მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგ...


- ეს არის ამ საქმის პოლიტიკური შემადგენელი. ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესში შეიძლება შედიოდა ჟვანიას არყოფნა. საინტერესოა, რას შვრება გამოძიება, ეს ვერსიები შესწავლილი აქვს? გამოძიებამ უნდა შეამოწმოს ყველა ვერსია და მან უნდა თქვას ყველაფერი. გაუგებარია, რატომ ჩქარობს პროკურატურა, დაანონსებული გახსნებით თვითონ აძლევს სხვა მხარეს სპეკულაციის საშუალებას.


ვასილ მაღლაფერიძე: - დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ჟვანიას საქმის ირგვლივ ეს აჟიოტაჟი აწყობს იმ ხალხს, ვისაც კვალის დაფარვა უნდა. მით უმეტეს  იმ ფონზე, როდესაც ოჯახი აცხადებს, რომ საქმე თითქმის ბოლოშია და მალე გაიხსნება. ნებისმიერი ხერხი რომ გამოიყენება ადამიანის დისკრედიტაციისთვის, ეს მიუღებელია. მთელი საზოგადოება და მათ შორის მედიაც უნდა დაფიქრდეს, ხომ არ მივადექით იმ ზღვარს, როდესაც ადამიანების ღირსების შელახვა ცხოვრების წესად იქცა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიებას. უნდა მივეჩვიოთ, რომ ადამიანებისთვის ინტერვიუებით ბრალდებების წაყენება არ შეიძლება, მაგრამ ის, რომ სააკაშვილის მისამართით არსებობს უამრავი ეჭვი, ამას ყველა ვხედავთ და გამოძიებას ველოდებით. გამოძიებამ უნდა თქვას და სასამართლომ გამოიტანოს ვერდიქტი.


კახა ჩიტაია, ყოფილი პარლამენტარი: - ფაქტია, რომ ბოლო დღეების ისტერიაა, საზოგადოებამ უარყოფითად მიიღო. როგორც ჩანს, გამოძიების მხრივ, სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა და ამის გამოა ისტერია. ამ სიბინძურით „ნაციონალები" ძაბავენ მდგომარეობას და ჩვენც კი, ზურას მეგობრები, იძულებული გავხდით, განცხადება გაგვეკეთებინა. ჩემთვის არაადეკვატური იყო ის გარემოება, რომ პროკურატურის მხრიდან წაყენებულ კონკრეტულ ბრალდებებზე, პასუხების მაგივრად, მივიღეთ ეს სიბინძურე. ვფიქრობ, ზურას საქმეს ნათელი მოეფინება. მე არავის უდანაშაულბოის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ მაოცებს ის გარემოება, რომ სააკაშვილის ხელისუფლების  პირობებში არ ჩატარდა უამრავი მტკიცებულების ჯეროვანი გამოკვლევა. „ნაციონალების" მხრიდან ზურას სახელის მიმართ ვერანაირი პატივისცემა ვერ დავინახეთ. მთავარი კი, რაც მათ ვერ გაითვალისწინეს, იყო ის, რომ მათ გადაწყვეტილი ეგონათ ეს საქმე და ამაზე ლაპარაკი არ უნდა გაგრძელებულიყო. ეს მაშინ, როდესაც საზოგადოებაში უამრავი უპასუხო კითხვა არსებობს. დღეს რომ გამოდის სააკაშვილის იურისტი და ოპონირებას უწევს არსებულ სიტუაციას, იმ 9 წელიწადში რატომ არ აკეთებდა ამას? ეს ყველაფერი საზოგადოებაში იწვევს ეჭვებს, მათი კონტრარგუმენტები კი ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. მთავარია, რა ვითარებაში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერი? ფაქტია, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი აღელვებულია. თუ ისინი დარწმუნებულები არიან ვერსიაში, რომელიც გაცხადდა, მაშინ საინტერესოა, რატომ ღელავენ? რამ გამოიწვია ასეთი გაბრაზება, ისტერია, ზიზღი, შიში? ისინი ზეწოლას ცდილობენ საზოგადოებაზე, რაც თავიდანვე განწირულია.


ნანა შონია

გაზეთი „პრაიმტაიმი"







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016