reportiori.ge - ეგრე არ არის თაყაო?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:31
პრეს-დაიჯესტი
ეგრე არ არის თაყაო?!
ავტორი:
17 თებერვალი, 2015. 23:50

 

 


იმაგეფილმი იყო ასეთი შორეულ წარსულში: „ფანტომასი აბობოქრდა". ფრანგული კინოს ვარსკვლავები თამაშობდნენ მიჯრით, მაგრამ ამაზე არ გვაქვს ახლა აქცენტი გამძაფრებული. სხვა

მხრივ გაგვახსენდა უნებურად.


ხიდაშელია აბობქრებული ფანტომასივით ეს ბოლო პერიოდი და თუ რატომ, შევეცდებით ავხსნათ.

არა. აქ ასაკი არაფერ შუაშია. არც მოარული ჭორი, უსუფაშვილს

სათადარიგო ხიდაშელი ჰყავს და ორიგინალმა ამის შესახებ შეიტყოო. ბნელია ხალხი. ხალხის ამბავი ჩვენ გვკითხეთ. მუდმივად ხმებს ავრცელებს

და მერე თვითონვე იჯერებს. რესპუბლიკელებისა

და პარლამენტის პირველი ლედის პრობლემა ცხრა

მთას იქით კვერცხებში ძევს. ეს კვერცხები

გველეშაპის როდია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ ოთახში ასვენია და მას

ქათამაძე ქვია სახელად. რატომ? ასეა და იმიტომ. ქათამაძე ხიდაშელის ფავორიტია. მას კომისიის წევრობა უნდა. უფრო ზუსტად, ხიდაშელს

უნდა და ამიტომაც არის აბობოქრებული. ეს უკვე

ჭორად როდია ცნობილი. ეს დადასტურებული ამბავია და ნებისმიერი გულწრფელი დეპუტატი დაადასტურებს

პირად საუბარში, როგორ ურეკავს და მკაცრად აფრხილებს ხიდაშელი მას, მიეცი ხმა ქათამაძეს,

მიეცი ხმა ქათამაძეს, მიეცი ქათამაძეს, მიეცი....



დეპუტატებიც აძლევენ, ოღონდ უხარისხოდ,

რადგან პროცედურა მტკივნეულია და სარისკო. მტკივნეული რატომაცაა, კონჩიტამ

იცის, სარისკო კი იმის გამოა, რომ ხიდაშელი ერთ კაცს ისე აღარ უყვარს.



სამაგიეროდ, ხიდაშელი ცდილობს, ვიდრე ღმერთი გაწყრება,

ბოლომდე მოასწროს ყველაფერი და ბობოქრობს. ახლა ვთქვათ, ვინ არის ქათამაძე. უღიმღამო

კაცია, უხსოვარ დროს ინჟინერი გახდა და ბრიგადირად

დაიწყო მუშაობა. სულზე მოუსწრო ეროვნულ-გამათავისუფლებელმა

მოძრაობამ, ამ პერიოდში ამოიწია, წელში გაიმართა, პარტიულ სულისკვეთებას მიეცა, დაჯდა,

იშიმშილა, მხარზე ავტომატი გადაიკიდა, „მხედრიონს" სალმონელასავით გაეგო ფეხქვეშ და პარტიებს თვალი

გადაავლო. სწორედაც მოიქცა, რადგან შემდგომ ეტაპზე ეს ცოდნა გამოადგა: ერთიდან მეორე

პარტიაში გადასვლის ხელოვნება რთული, მაგრამ უცნაური მანევრია. ეს მანევრი ქათამაძემ

აითვისა. ქათამაძემ კიდევ ერთი მანევრიც შეისწავლა: თვალებით ბურღავს მოწინააღმდეგეს.

ასე მოხდა ამას წინ, როცა საპარლამენტო კომისიის მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა. დარგობრივი

ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს ქათამაძემ თვალი თვალში

გაუყარა და ჯიქურ მიმართა: დედა დაიფიცე, რომ

17 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ერთი წევრი მაინც შეემატებაო.

ვისი დედა გაახსენდა ტყემალაძეს იმ მომენტში, ძნელი სათქმელია, მაგრამ ქათამაძე რომ

ნირწამხდარი ჩამოვიდა ტრიბუნიდან, ეს ცისფერი ეკრანიდანაც კარგად გამოჩნდა.



ახლა ისიც საინტერესოა, რატომ ლობირებს ხიდაშელი ქათამაძეს.



ხიდაშელი წლების წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში

საქმიანობდა მიხეილ სააკაშვილის ფრთებქვეშ. როცა მიხეილი სულ ზემოთ-ზემოთ, სულ მაღლა-მაღლა

აფრინდა, ხიდაშელმა მისი პოსტი ჩაიბარა. სოროსიც იქვეა. ახლოს დგას, მაგრამ ჯერჯერობით

არ ამჟღავნებს. ხიდაშელს ფუნქცია აქვს: დრო მოიგოს და ერის ყურადღება სხვა მიმართულებით

გაამახვილოს. ამახვილებს და იმიჯსაც იქმნის.

იმიჯი ხელშეუხებელი და მიუკერძოებელია, მაგრამ აქ ხდება უცნაური რამ: სააკაშვილისა

და მისი გზები იყრებიან. სხვათა შორის, დიდი ხნით. უიმედოობის ჟამს ხიდაშელი ბანქოს

ჭრის და ჯოკერი მესამე დარიგებაში მოსდის.

თანაც ორი ერთდროულად. დამრიგებელმა მასა და მის მეუღლეს პოლიგონი მისცა და იქვე საქვეყნოდ განაცხადა, კოალიცია შეიძლება

დაინგრესო. ხიდაშელმა ეს ფრაზა წამზომის ჩარჩოში ჩასვა და კედელზე დაიკიდა, მაგრამ

ისიც ამოიბეჭდა გულის ფიცარზე, რომ საკუთარი აგენტურული ქსელი ყველაზე მყარი

გარანტია პოსტივანიშვილისეული ეპოქის დადგომის შემდგომ. მან ეს ქსელი შექმნა. ერთ-ერთი

ქათამაძის სახით, რომლის წარსულიც ამის წინაპირობას ნამდვილად იძლევა. ქათამაძე ხიდაშელის

დავალებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თავმჯდომარის კონსულტანტად მიიღეს. გარკვეული

დავალებით, ცხადია. ამასობაში მოხდა ძალზე საინტერესო შეუსაბამობა. როცა ქათამაძემ

გორკის ქარიშხალასავით ჰაერში შეითამაშა, ეთერში კიდევ ერთ საპარლამენტო ფავორიტს შეეჯახა:

ანა ნაკაშიძეს. ამას არ ელოდა ხიდაშელი. არც ქათამაძე. არც თვითონ ნაკაშიძე, რადგან

ამ ტანდემს, წესით, ერთად უნდა ემართა კომისია.

მოხდა ისე, რომ ერთ გასვლით წყვილში აღმოჩნდნენ. ნაკაშიძე სხვა დაჯგუფებიდანაა. მას

ხიდაშელთან საქმე არ აქვს. მას ენერგეტიკის მინისტრი და მისი მეუღლე - ნაციონალების

იუსტიციის ყოფილი მინისტრი - გია ქავთარაძე უჭერენ მხარს. გია ქავთარაძე კარგად ახსოვს

საზოგადოებას. ციხის ბუნტმა მის ნათელ შუბლსა და ბეჭებზე გადაირა. ამის გამო ახალია

ამჟამად სასჯელს იხდის. ქავთარაძე კი გადარჩა და მეტიც, კალაძის პარტნიორი გახდა, მის

საქმეს არეგულირებს, პარალელურად კი სილქნეტის საკანალიზაციო ჭებში იხედება, რადგან

იქ კაბელები გადის. კაბელები კი თანხაა. თანაც ძალზე სერიოზული. ეს იცის ქავთარაძემ.

იცის მისმა მეუღლემ - ნაკაშიძემაც, რადგან ის წლების მანძილზე და ახლაც დე-ფაქტო იქ

მუშაობს. მართალია, დაინტერესებულმა პირებმა ნაკაშიძე კომუნიკაციების კომისიაში რამდენიმე

თვის წინ მიიყვანეს ქათამაძის მსგავსად კონსულტანტად, მაგრამ ის ვერ გაითვალისწინეს,

რომ კანონი დაარღვიეს: არის ინტერესთა კონფლიქტი. ეს ქათამაძეს დიდ ტვირთად დააწვა.

ნაკაშიძესაც. ამიტომაც არის აბობოქრებული ხიდაშელი და ამის გამოა ნაკაშიძე გასუსული.

ისინი თავიანთი მფარველების ორთაბრძოლას ადევნებენ თვალს. არის ერთი მომენტიც: ნაკაშიძე

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭრი იყო ამ პოლიტიკური წარმონაქნმის გარიჟრაჟზე. ბევრი

არაფერია საჭირო. უბრალოდ, ამოსაღებია 2000-იანი წლების სატელევიზიო ჩანაწერები.



და კიდევ ერთი რამ: მარეგულირებელი კომისიის წევრია

პრეზიდენტ მარგველაშვილის თანაკლასელის - ეკა ბერიძის მეუღლე, საზოგადოებრივი მაუწყებლის

საბიუჯეტო პოლიტიკაში ღრმად ჩახედული, მე-9 არხიდან კინწისკვრით გამოგდებული კახა ბექაური.

სხვათა შორის, მე-9 არხიდან მაშინ ბექაურს რამდენიმე თანამოაზრეც გაყვა. მისმა „ცოლისდამ",

ეკა ბერიძის განუყრელმა მეგობარმა ნათია ლაზაშვილმა კი პირდაპირ ეთერში გააპროტესტა

არხის მფლობელების გადაწყვეტილება. მკითხველს არ სჭირდება შეხსენება, ვინ იყვნენ ეს

მფლობელები. მოკლედ, ბექაური ფულთან დაკავშირებული

გაუგებრობის გამო გამოაპანღურეს. ეს გაუგებრობა ბევრი როდია: სულ რაღაც რამდენიმე მილიონი. დადარდიანდა ბექაური, მაგრამ უეცრად გაახსენდა,

რომ ჰყავს ცოლი - ბერიძე, რომელიც აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ- კარგად მღერის. თან ენაც

უჭრის, ენა კი ბერიძეს, სატელევიზიო თოქ-შოუებიდან გამომდინარე, ბრგვილი და ზომიერად გავარჯიშებული აქვს. მოკლედ, ეკა ბერიძე

და მისი დაქალი ნათია ლაზაშვილი ამჟამად უკვე სხვა ოპერაციას უყრიან საფუძველს - კომისიის

წევრად ლაზაშვილის მეუღლე, ბექაურის მეგობარი ვინმე ფრუიძე გაჰყავთ. მოვა ფრუიძე, ბექაურის

მეგობარი და ლაზაშვილის ქმარი, დაჯდება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის სკამზე,

მოიმარჯვებს კალამს და მოაწერს ხელს უკვე ამ ორგანიზაციის ბიუჯეტის განადგურების საკითხს,

მით უფრო, რომ კომისია არეგულირებს საქართველოში მოქმედ მობილურ და ინტერნეტ-ოპერატორებს,

რომელთა ბიუჯეტიც ბექაურ-ფრუიძის ტანდემს დაექვემდებარება.



არ არის საქმე კარგად. სად არის მამული, ანუ პარლამენტი,

კაცმა არ იცის. მამულს ხიდაშელი მართავს, ხოლო ხიდაშელი ასე ამბობს: ჯერჯერობით ჩემი

კალამი კიტრია, გინდა ჭამეთ, გინდა დაწერეთო.



ჩვენ მაგას არ ვჭამთ - ჩვენ „პროსტო" დავწერთ.



ასე რომ - „ეგრე

არ არის თაყაო შენ რომ ვენახი გაყაო „




თემურ აფაქიძე


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016