reportiori.ge - სააკაშვილსა და მის ბანდას მალე გამოყრიან უკრაინიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:04
პრეს-დაიჯესტი
სააკაშვილსა და მის ბანდას მალე გამოყრიან უკრაინიდან
ავტორი:
18 თებერვალი, 2015. 17:55

 

 

 

ვესაუბრებით ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ზურაბ გაგნიძეს.


- ბატონო ზურაბ, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების უკრაინაში დასაქმებას როგორ შეაფასებდით, რამდენად მისაღებია ეს თანამედროვე მსოფლიოსთვის?


- ასეთი მასობრივი სახელისუფლებო დანიშვნები უცხო ქვეყნის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისა, მართლაც უპრეცედენტოა, რა დგას ამის უკან, მალე გამოვლინდება, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად უკრაინელი ხალხი ამის წინააღმდეგია, ისინი პირდაპირ ლაპარაკობენ, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლები „თავზე დააჯდნენ". თავად არ ჰყავდათ კანდიდატები? ეს ყველაფერი ზედა ფენამ გადაწყვიტა ასე ამერიკისა და დასავლეთის ჩარევით და უკრაინის პრეზიდენტმა თვითნებური სვლები გააკეთა და დანიშნა თანამდებობებზე საქართველოს ხელისუფლებიდან განდევნილი ხალხი, კრიმინალში მხილებულები და ძებნილები. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ უკრაინის მხრიდან საერთაშორისო დანაშაული. არ არის გამორიცხული, რომ ამის გამო უკრაინაში საერთო-სახალხო აჯანყება დაიწყოს. ვფიქრობ, მალე თვითმხილველი გავხდებით იმისა, თუ როგორ გამოაძევებს უკრაინელი ხალხი საქართველოდან ჩასულ კრიმინალებს.


- ნაციონალებს სერიოზული ამერიკული ლობი ჰყავთ და მათი იმედი აქვთ...


- ლობი ჰყავთ სერიოზული თანხების ხარჯზე, რაც შეეხება სახელს, მე მათ ვუწოდებ „ცრუ ნაციონალებს", მათ ეროვნულობის არაფერი გააჩნიათ. თავად ეშინიათ სიტყვა ნაციონალის მართალი გაგების, პატრიოტიზმის და ეროვნულობის არაფერი სცხიათ, არც უნდათ. როდესაც ეს სახელი დაირქვეს, მათთან მე მქონდა პოლემიკა, იმიტომ, რომ ვინც ეს სახელი დაირქვა, არავინ იყო ეროვნული. ლევან ბერძენიშვილი იყო ეროვნული?! როდესაც საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი იყო, შოთა რუსთაველის ძეგლი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის მიერ იყო გაკეთებული, შენობიდან გამოიტანა და მოაჯირზე შემოდო, ეს არის ერის სიყვარული? ახლაც იქ არის. ასეთმა ხალხმა დაარქვა ამ პარტიას ნაციონალები, თვითონვე წინააღმდეგი იყვნენ აზრობრივად იმისა, რაც ერქვათ.


- ალასანია რატომ დაუპირისპირდა ასე სასტიკად კოალიციას?

 

- ჩემი აზრით, ალასანია ყოველთვის სააკაშვილის გუნდის წევრი იყო, ფაქტობრივად, ის მას არც გამიჯვნია, რესპუბლიკური პარტიაც ასე არ არის? ბერძენიშვილებმა ვერ აიღეს აჭარაში ხმები და იმიტომ გაემიჯნენ ნაციონალებს. ფაქტობრივად, ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნების დროს „გააცოცხლა" ეს მივიწყებული და ურეიტინგო პოლიტიკოსები ანუ პოლიტიკური გვამები „გააცოცხლა". ალასანია რომ დიდხანს არ დარჩებოდა „ოცნებაში", ეს ყველამ იცოდა.

 

- რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

 

- შესაძლებელი არის, მაგრამ ამხელა ხარჯის გაწევა არასწორად მიმაჩნია. არჩევნებს სჭირდება მომზადება, რაღა დარჩა, თითქმის წელიწადნახევარი, ჯობია, ქვეყანა სერიოზულად მოემზადოს, გამოიკვეთოს ახალი სახეები, ეროვნული ხალხი, რომ სწორი არჩევანი გაკეთდეს ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს. ვფიქრობ, არც ერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მზად არ არის ვადამდელი არჩევნებისთვის.


რომ ვიჩქაროთ, შეიძლება, უარესი ხელისუფლება მივიღოთ. ამ პარლამენტმა ნიღაბი უკვე ჩამოიხსნა, არჩევნებამდე თვითლიკვიდაციას მოახდენენ, რადგანაც კოალიციას საერთო არაფერი გააჩნია. თვითონ პარლამენტარები ხალხის ინტერესებს არ გამოხატავენ, მთავრობა და პარლამენტი გაუცხოებულია თავისი ხალხისგან. ავიღოთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ფანჯიკიძე, ძალიან სუსტი მინისტრი იყო, მაგრამ ბერუჩაშვილი - უარესია! აი, ეს არის სიჩქარე. არ უნდა ვიჩქაროთ არჩევნების დროზე ადრე ჩატარება, ვიდრე ნამდვილი პატრიოტები არ მომძლავრდებიან და არ გამოიკვეთებიან. უარესისა და უარესის დანიშვნა თანამდებობაზე იმას ნიშნავს საბოლოოდ, რომ თითქოს კადრები არა გვყავს, სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღეს ქვეყანაში  ბევრი ღირსეული ადამიანია. ამიტომ ლუსტრაცია უნდა მოხდეს როგორც მთავრობის წევრების, ასევე ზოგიერთი ტელევიზიის, რომელიც ხალხში ნერგავს ცრუ იდეოლოგიას. უნდა შეიქმნას ტელევიზიები, რომელიც მაქსიმალურად გამოხატავს ხალხის ინტერესებს, ასევე ნიჭიერ ხალხს გაუხსნიან გზას. მედიის გაჯანსაღება აუცილებელია. ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი არც ერთი ტელევიზია არ არის დღეს.

 

- ხალხი რამდენად გაუძლებს ამდენ წნეხს და უბედურებას, ვერცერთი არჩევნებით შედეგი ვერ მიიღეს, როდემდე?

 

- ხალხს ამაზე უარესიც გადაუტანია და გაუძლო. ამასაც გაუძლებენ, უბრალოდ, სხვა გზა არ არის, შაჰ აბასმა და აღა-მაჰმად-ხანმა ვერაფერი დააკლო საქართველოს და სააკაშვილი და ალასანია ვერაფერს დააკლებენ ერს. ცხადია, თაობები დაიჩაგრა, რადგან ვერ მოახდინა პატიოსანმა ხალხმა თვითრეალიზაცია, თორემ ერი გადარჩება და ამ ცრუ დემაგოგებსაც გაუძლებს. მსოფლიოში ინტეგრაცია უნდა მოვახდინოთო, რად გვინდა ისეთი ინტეგრაცია, თუ ჩვენი ღირსეული კადრების გაცნობას ვერ მოვახერხებთ მსოფლიოსთვის?

 

- თქვენი აზრით, რა ღუპავს პარლამენტს, რატომ იყრიან იქ თავს არაკვალიფიციური კადრები?

 

- მთავრობას და პარლამენტს ღუპავს მაღალი ხელფასი, ტყუილია ასეთი „მითის" არსებობა, რომ მაღალ ხელფასს დავნიშნავთ და ქრთამს არ აიღებენ, პირიქით, უფრო აიღებენ, რაც შეიძლება დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტარს და იქ ქვენა გრძნობების მქონე პიროვნება აღარ წავა, დღეს მათ მთავრობისა თუ პარლამენტის შენობა მიაჩნიათ „საქულას დუქნად", ფულის საკეთებელ ორგანოდ - ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ფული თუ უნდათ, წავიდნენ და ბიზნესი აკეთონ. მთავრობაში თავი უნდა მოიყაროს ისეთმა ხალხმა, ვისაც სახელმწიფოს მართვა აინტერესებს და ერს ემსახურება.


ახლანდელი მთავრობის, მერიისა თუ სხვა თანამშრომლები არც მალავენ, ისე იმატებენ ხელფასს. მერიაში 300 პროცენტით გაიდიდეს ხელფასები. რატომ? რას აკეთებენ ზედმეტს? წავიდა უგულავა და მოვიდა ნარმანია - ვის ხარჯზე იმატებენ ხელფასებს? ხალხისა და ბიუჯეტის ხარჯზე! ამას წერტილი უნდა დაესვას.

 

ეთერ კასრელიშვილი

გაზეთი „საერთო გაზეთი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016