reportiori.ge - პატრიარქმა ფოლად ბულბულ-ოღლის იუბილე მიულოცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:36
"რეპორტიორის" თვალით...
პატრიარქმა ფოლად ბულბულ-ოღლის იუბილე მიულოცა
18 თებერვალი, 2015. 17:56


 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, სახალხო არტისტს, გამოჩენილ მომღერალს ფოლად ბულბულოღლის უმასპინძლა. სტუმარს ილია მეორემ დაბადებიდან 70-ე წლის იუბილე მოულოცა.



პატრიარქთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი და „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი.



შეხვედრაზე პატრიარქმა ხაზი გაუსვა  აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

სტუმრებმა პატრიარქს უამბეს იმის შესახებ, თუ რაოდენ სერიოზულ საქმიანობას ეწევიან აზერბაიჯანში საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისთვის.



ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწე ფოლად ბულბულოღლუ მრავალი წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის კულტურის მინისტრი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და შეაქვს ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული ურთიერთობების განტკიცებაში. ბულბულოღლუს ოჯახს ქართული ფესვები აქვს. სხვათაშორის, ბავშვობის წლებს ის ხშირად ატარებდა თბილისში.



ბულბულოღლის საიუბილეო კონცერტები უკვე გაიმართა ბაქოსა და მოსკოვში. 21 თებერვალს კი მომღერალი ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება იმ კონცერტზე , რომლის ორგანიზატორია ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI". ამ ორგანიზაციის პრეზიდენტია პროფესორი ვალერი ასათიანი.



 

 

p.s. ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის პირადი არქივიდან: 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016