reportiori.ge - თავდაცვის სამინისტროში საჯარო კონკურსი ცხადდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:40
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში საჯარო კონკურსი ცხადდება
09 ოქტომბერი, 2013. 16:30

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე, საჯარო კონკურსი ცხადდება. ამჯერად, ვაკანტური ადგილები ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში 8 პოზიციაზეა.  განაცხადები მიიღება 2013 წლის 9 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ტესტირებაა, რომლის ჩატარებასაც ს.ს.ი.პ. „გამოცდების ეროვნული ცენტრი" უზრუნველყოფს და შედეგებს ვებ-გვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც  ტესტის 60%-ს გადალახავენ.

გამჭვირვალობის მიზნით, საჯარო კონკურსის გასაუბრებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებთან ერთად არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება; ხდება ვიდეო გადაღებაც. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერ გამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც  ტესტის 50%-ს გადალახავს. 

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ბანერში - ვაკანსიები:  http://www.mod.gov.ge/index.php?page=vakansia&vakansia=33.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016