რელიგია
ილია II: თქვენ და სრულიად საქართველოს გთხოვთ, შემინდოთ ცოდვები
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
23 თებერვალი, 2015. 01:03
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი შეასრულა, რომელიც დიდმარხვის დაწყებას უსწრებს წინ.
"დღეს არის დღე, როცა პატიება უნდა ვითხოვოთ ყველასგან, ვისთანაც უბრად ვართ. დღეს ჩვენ ღვთის წინაშე ვდგავართ და ჩვენ ცოდვებს ვაღიარებთ. რომ შევკრიბოთ მთელი ქვეყნის ცოდვები, ეს ყველაფერი ჩემშია. დღეს თქვენ და სრულიად საქართველოს გთხოვთ, შემინდოთ ცოდვები", - ბრძანა პატრიარქმა. მან მუხლი მოიყარა ამბიონზე მრევლის წინაშე და შენდობა ითხოვა.
„ღმერთმა შეუნდოს ყველა ქართველს, საქართველოს მკვიდრს და უცხოეთში მცხოვრებთ.“- იქადაგა პატრიარქმა.
უწმინდესმა წაიკითხა სინანულის ლოცვა და კიდევ ერთხელ შესთხოვა ღმერთს, შეუნდოს საქართველოს და სრულიად ქართველ ერს ჩადენილი ცოდვები.
12 თებერვალი, 2016. 16:16
03 თებერვალი, 2016. 01:20
01 თებერვალი, 2016. 10:35
19 იანვარი, 2016. 20:14
19 იანვარი, 2016. 15:09
19 იანვარი, 2016. 10:34
ილია მეორე: უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ვერც მეძავნი, კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი...
07 იანვარი, 2016. 03:25
07 იანვარი, 2016. 01:11
07 იანვარი, 2016. 01:08
07 იანვარი, 2016. 01:07