reportiori.ge - ილია II ხვალ რუსეთს ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:37
საზოგადოება
ილია II ხვალ რუსეთს ეწვევა
ავტორი:
21 ივლისი, 2013. 11:41

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, რუსეთის ნათლისღების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხვალ რუსეთს ეწვევა.  საიუბილეო ღონისძიებები მოსკოვში, კიევსა და მინსკში გაიმართება.

პატრიარქი დელეგაციის წევრებთან ერთად 23-30 ივლისს სამივე ქალაქში ჩაბრძანდება. "იქნება საუბარი იმ თემებზე, რომელიც ყოველთვის საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის. პირველი ეს არის აფხაზეთის თემა და ქართველი მეფეების ნეშთების გადმოსვენება", _ დასძინა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა.
მეუფის განმარტებით, დელეგაციის წევრები რუსეთის პატრიარქს შეხვდებიან. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების შეხვედრების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ დაზუსტებული არ არის. შეხვედრებზე დაზუსტდება ასევე ასტრახანიდან ქართველი მეფეების: ვახტანგ VI-სა და თეიმურაზ II-ის გადმოსვენების საკითხიც.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016