პოლიკლინიკა „შუა ქალაქში" მომუშავე მედპერსონალი ახალ დირექტრს უნდობლობას უცხადებს. ექმიმები აცხადებენ, რომ ხელმძღვანელობას მათი გათავისუფლება სურს. მათი ვარაუდით, ახალი დირექტორი შენობის გასხვისებასაც აპირებს.
ბრლადებებს ახალი ხელმძღვანელი ლაშა მიქაუაძე უარყოფს. იგი კლინიკაში არსებულ შავ ბუღალტერიაზე საუბრობს და აცხადებს რომ წლების მანძილზე პოლიკლინიკაში შავი ბუღალტერია მიმდინარეობდა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ექიმები მის წინააღმდეგ გამოდიან.
ცოტა ხნის წინ დაწესებულებაში საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. შიხიაშვილის განცხადებით არსებობს საკითხები კლინიკის გასხვისებასთან დაკავშირებით. ამის გამო საკრებულოში დღესვე გაფართოებული სხდომა გაიმართება სადაც კლინიკის გასვისების თაობაზე იმსჯელებენ.
„ობიექტი არის გასხვისებული. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვიჩნდება გიგი უგულავასთან. სარევიზიო ჯგუფი ამ საკითხს სწავლობს."- განაცხადა შიხიაშვილმა.
ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. თუმცა კლინიკაში პაციენტების მიღება შეწყვეტილი იყო.