reportiori.ge - სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საიდუმლო გარიგებები კიევში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:14
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საიდუმლო გარიგებები კიევში
ავტორი:
23 თებერვალი, 2015. 15:22


მედია მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა თუ არა, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პარალელურად უკრაინაში იარაღის ექსპორტს გაუწევდა მონიტორინგს. ეს ინფორმაცია, არც სააკაშვილსა და არც უკრაინის ხელისუფლებას კარგა ხანს არ უარყვიათ. მოგვიანებით, „რუსთავი 2"-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, ჟურნალისტმა ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ეს ამბავი. სააკაშვილმა უარყო, _ არაო, მე რა მესაქმება უკრაინის იარაღით მომარაგების საქმესთან, ამ ქვეყანას თავდაცვის სამინისტრო ჰყავს და ამ საკითხს ის აგვარებს, ეგ ჭორია და რუსებმა მომიგონესო. ეს რუსეთი რომ არ იყოს, ამ არანორმალურს რა ეშველებოდა? რაც არ აწყობს, ყველაფერზე რუსეთსა და მის სპეცსამსახურებს შეაწმენდს ხოლმე ხელს.


„ქრონიკას" სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენელმა კონფიდენციალურად აცნობა, რომ ეს ინფორმაცია რეალურია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის იარაღით მომარაგების საკითხში ნამდვილად ჩართულია, ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი სახელმწიფო მონიტორია, პოროშენკომ მას ეს ფუნქციაც ოფიციალურად მიანიჭა. უკრაინის ხელისუფლებაც და სააკაშვილიც ამის გახმაურებას ერიდებოდნენ, მაგრამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა. წყარო აცხადებს, რომ პოროშენკოს ხელისუფლებამ ფორმალურად ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სააკაშვილსა და მისი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს, იარაღის შესყიდვის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და მათ შორის, ნატო-ს ქვეყნებთან. ასევე, სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია გაერო-ს განიარაღების კომიტეტის წევრი  იყო და იარაღთან ვაჭრობასთან სამსახურებრივი შეხება ჰქონდა. უკრაინელები იმედოვნებენ, რომ მათ სააკაშვილი გადაუჭრით თანამედროვე იარაღით მომარაგების საკითხს. წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილს ნაკლებად აინტერესებს უკრაინის თანამედროვე და ხარისხიანი იარაღით მომარაგების საკითხი, მას და თემურ ალასანიას სულ სხვა გეგმები აქვთ. მისი თქმით, თემურ ალასანია და მისი დისშვილი უკრაინაში იარაღით უკანონო ვაჭრობას გეგმავენ და მათ საამისოდ დიდი გამოცდილებაც აქვთ. წყარო აცხადებს, რომ დღეს უკრაინაში ათასგვარი იარაღის  შეძენა შეიძლება და ძალიან იაფად. ეს ბუნებრივია, სადაც ომია, იქ იარაღის ყიდვაც ბევრად უპრობლემოდ შეიძლება. იარაღის მყიდველი კი უამრავია, ტერორისტული ორგანიზაციებით დაწყებული, სეპარატისტებით დასრულებული. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროში, გენერალურ შტაბსა და ცალკეულ სამხედრო ნაწილებში კორუფცია ზენიტშია, მაღალი სამხედრო ჩინები ფულზე არიან დახარბებულნი და ახლა უკრაინაში ნაირგვარი იარაღის ყიდვა შეიძლება. წყარო აცხადებს, რომ თემურ ალასანია ერთი კვირით ფარულად იყო ჩასული კიევში და იქ შეხვდა უკრაინის სამხედრო ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც გაერო-ში მუშაობის დროიდან კარგად იცნობს და, სავარაუდოდ, იარაღით უკანონო ვაჭრობის საქმეში მისი პარტნიორები არიან. ასევე, წყაროს თქმით, თემურ ალასანიამ და მისმა იქაურმა პარტნიორებმა უკვე შეიმუშავეს უკრაინაში იარაღის ყიდვისა და კონკრეტულ ქვეყნებში გატანის გეგმა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ მფარველობას გაუწევს ბიძამისს და ცხადია, ამ უკანონო ბიზნესიდან მასაც უზარმაზარი შემოსავალი ექნება. ამ სქემაში ჩართულია საფრანგეთში მყოფი

დავით კეზერაშვილი, რომელსაც,გავრცელებული ინფორმაციით, იარაღით უკანონო ვაჭრობის დიდი გამოცდილება აქვს. მისივე ინფორმაციით, ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სააკაშვილი და ალასანია ძალიან დიდ ფულს იშოვიან უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, რადგან ლაპარაკია წელიწადში რამდენიმე მილიარდი დოლარის იარაღის გაყიდვაზე. უკრაინა კი ძალიან ბევრ და მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო იარაღს დაკარგავს იმ დროს, როცა რუსეთთან,  ფაქტობრივად, ომშია ჩართული.


ვნახოთ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს მეტად სკანდალური ინფორმაცია, რამდენად დამაჯერებელია, რომ თემურ ალასანია, ასევე, სააკაშვილის გარემოცვის სხვა წევრები ჩართულნი იყვნენ იარაღით ვაჭრობაში.


საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები რომ იარაღის ბიზნესში იყვნენ ჩართული, ამ ინფორმაციამ  პრემიერ-მინისტრ ზურაბ  ვანიას გარდაცვალების შემდეგ გამოჟონა. ირაკლი კაკაბაძე რამდენიმე წლის წინათ აცხადებდა, რომ ტრანსნაციონალური იარაღით მოვაჭრეთა ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს იარაღის გაყიდვის გზადიყენებდა. სწორედ აქედან ხდებოდა რუსული და სხვა ტიპის იარაღის გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ვენესუელა, პერუ, კოლუმბია, ირანი და სირია. ირაკლი კაკაბაძე აცხადებდა, საქართველოში იარაღის კონტრაბანდას პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია კურირებდა და ამ პროცესში ჩართული იყო დავით კეზერაშვილიც.


ჯერ კიდევ 2008 წელს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი სვამდა კითხვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. წერილი,  რომელიც სახელმწიფო მდივანმა ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს კიევში, სოფიაში, ამერიკის ცენტრალურ დაზვერვას ვაშინგტონში, „ეფ-ბი-აი"-ს შიდა მოხმარებისთვის გაუგზავნა,  „ვიკილიკსის" საშუალებით გავრცელდა. ასევე, გავრცელდა აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის გაგზავნილი წერილი, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ქართული მხარე  ჭვმიტანილია იარაღით ვაჭრობაში.


არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ბიზნესში კეზერაშვილის საქმიანობა და როლი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა გაშიფრეს. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან, ძალიან მალე, საქართველოში ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ჩამოდიან. მათი ჩამოსვლისა და საუბრის მთავარი თემა იარაღით უკანონო ვაჭრობაში საქართველოს მონაწილეობა იყო. საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვეს, ყურადღება მიექცია ამ საკითხისთვის.


თავის წერილში სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სწორედ კომპანია „ბელთრეიდინგზე" საუბრობდა და ეჭვს გამოთქვამდა, რომ ეს კომპანია იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ჩართული. „კეზერაშვილის როლი არ იყო ძალიან მაღალი. ის საკმაოდ დაბალი დონის შემსრულებელი რგოლი გახლდათ. მის ზემოთ იდგა ტრანსნაციონალური მაფია, რომელსაც სათავეში ედგა რუსეთის „გრუ"-ს მაღალჩინოსანი. რუსეთის „ეფესბეს" გენერალ-პოლკოვნიკი თემურ ალასანია და გუდისი. ეს არის ტრანსნაციონალური მაფია. ამაში ჩართული არიან ევროპის, ამერიკისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც... ამ მაფიაში თემურ ალასანიას როლი უმნიშვნელოვანესია. ის გახლავთ რუსეთის მოქალაქე, რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედი გენერალი. 80-იანი წლებიდან გაერო-ში განიარაღების კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი იყო. კეზერაშვილი არავინ არაა თემურ ალასანიასთან და გუდისთან შედარებით კეზერაშვილი, როგორც თავდაცვის მინისტრი, ასრულებდა მათ ბრძანებებს. მან იცოდა, რას აკეთებდა ალასანიასა და გუდისის მაფია", - აცხადებდა ერთერთ თავის ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძე. ცხადია, ირაკლი კაკაბაძე არ არის ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს, თემურ ალასანიასა და დავით კეზერაშვილს იარაღით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც ჰქონდათ მათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის ექსმინისტრი დავით კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის საერთაშორისო სქემებში იყო ჩართული. „მაშინდელმა ოპოზიციამ უკვე ვიცოდით, რომ დავით კეზერაშვილი იარაღით ვაჭრობის სქემებში იყო ჩართული. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაგვიკეთებია. აქ საუბარია ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებზე, რომლებიც 800-მილიონიან ბრუნვას აკეთებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და საფუძვლიანი ეჭვია, რომ ასეთი ტიპის საქმიანობით ფინანსდებოდა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი სისტემა. კეზერაშვილი არ იყო ერთი პერსონა, რომელიც თავისი შეხედულებით აკეთებდა რამეს. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი საიმისოდ, რომ კეზერაშვილის საქმიანობა - ეს იყო სააკაშვილის საქმიანობა, ეს იყო სააკაშვილის დანაშაული, სისტემის დაფინანსების ერთ-ერთი გზა",  ამბობდა ზვიად ძიძიგური.


„ქრონიკას" კიდევ არაერთი პოლიტიკოსის, სამხედრო მაღალჩინოსნისა და საზოგადოების საჩინო წარმომადგენლის განცხადების მოყვანა შეუძლია იმის დასტურად, რომ მიხეილ სააკაშვილი, თემურ ალასანია, დავით კეზერაშვილი და სხვები იარაღით უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. თუმცა, ვფიქრობ, საკმარისია. ეს და სხვა განცხადებები ამყარებს „ქრონიკის" წყაროს ინფორმაციას, რომ თემურ ალასანია და მისი საყვარელი დისშვილი, უკვე მეორე წრეზე მიდიან იარაღით ვაჭრობის საქმეში და ამჯერად, პოროშენკოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვა, ცხადია, არ გაუჭირდებოდათ, რადგან მიხეილ სააკაშვილი, მონიტორის სტატუსით, ოფიციალურად არის ჩართული უკრაინაში იარაღით ვაჭრობაში.


ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016