120 წლის წინ ქუთაისში გამოჩენილი ქართველი მწერალი კოლაუ ნადირაძე დაიბადა. 26 თებერვალს, მწერალთა სახლში კოლაუ ნადირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით „რეპორტიორი" საღამოს ერთ-ერთ ორგანიზატორ ნინო ჩხიკვიშვილს დაუკავშირდა.
„ფონდი „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის" მოღვაწეობის დაწყებას სწორედ ამ საღამოთი გეგმავს. ცხინვალის თეატრის რეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი თამარ ხიზანიშვილი, თავი სტუდენტებთან ერთად საღამოს თეატრალიზირებულ სახეს შესძენს. კოლაუ ნადირაძეს მოიგონებენ როგორც პოეტსა და პიროვნებას.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩუღურეთის რაიონის დეპუტატის, რიმა ბერაძის დახმარება, რომელმაც ჩვენი ფონდის სახელით შეტანილი თხოვნა დააკმაყოფილა და წინამძღვრიშვილის 17 ნომერში, სადაც კოლაუ ნადირაძე ცხოვრობდა, უახლოეს დღეებში მემორიალური დაფა გაიკვრება. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ქუთაისშიც გაიკვრება მემორიალური დაფა ლერმონტოვის ქუჩაზე მდგარ იმ სახლზე, სადაც კოლაუ ნადირაძე დაიბადა და გაიზარდა.
ეს არის ჩვენი ფონდის საქმიანობის დასაწყისი და ყოველი ცისფერყანწელის საიუბილეო საღამოს გამართვას ვგეგმავთ", - განაცხადა ფონდ „ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის" გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ნინო ჩხიკვიშვილმა.
კოლაუ ნადირაძისადმი მიძღვნილი საღამო 26 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია.