პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა, „რუსთავი 2-ის" პროექტ „ნიჭიერში" მიიღო მონაწილეობა. მისთვის განკუთვნილი რიგითი ნომერი 8348 აღმოჩნდა.
„საქართველოსა და ქართველებს, ღმერთისგან ბოძებული უდიდესი მისია გვაქვს - დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტე მეორედ დიდებით გაცხადების წინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომა... მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - გაფრთხილებთ: ბოლო ჟამი თავის დასასრულს უახლოვდება!" - განაცხადა, პრეზიდენტობის კანდიდატმა სცენაზე გასვლისას.
ტექსტის დასრულების შემდეგ მან არ დააყოვნა საზოგადოება და დატოვა დარბაზი.
„დარბაზში მსხდომნი, რომლებიც, ძირითადად, გასართობად იყვნენ მოსულნი ერთგვარი, აგრესიით შეხვდნენ ამ სიტყვებს... ჟიურის ერთ-ერთ წევრს [გეგა ფალავანდიშვილს] კითხვის პასუხად განვუცხადე, რომ მათთან ჩემი წარდგომის მიზანი არა ე.წ. მეორე ტურში გასვლა, არამედ საქართველოს მისიის თაობაზე განაცხადის გაკეთება გახლდათ." - აცხადებს სალუაშვილი.