reportiori.ge - როგორ აპირებს „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:58
პრეს-დაიჯესტი
როგორ აპირებს „ნაცმოძრაობა“ სიტუაციის არევას?
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 12:35

 

 

 

„დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძე „ფეისბუკზე" განცხადებას ავრცელებს: „ყოფილი პრეზიდენტი და მისი თანაგუნდელები არ მალავენ, რომ მალე ისინი ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. ჩვენდა საუბედუროდ, სააკაშვილს ძლიერი ლობი ჰყავს ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს ძალა იმდენად ძლიერია, რომ უკრაინის სახელმწიფო თანამდებობები  საქართველოში კრიმინალებად გამოცხადებულ ჯგუფს ჩააბარა... 7 მარტს კანცელარიასთან „ნაცმოძრაობის" მიერ კონტროლირებადი არასამთავრობოების აქცია იმართება. რამდენიმე დღეა, „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურად დაკარგა ბათუმი და ოზურგეთი და ეს პროცესი დიდი შანსია, გაგრძელდეს. შესაძლებელია, ხელოვნურად შეიქმნას ისეთი საკითხი (შემთხვევა), რაც სახალხო მღელვარებას გამოიწვევს".

 

რა აქციას გეგმავენ ნაციონალები" 7 მარტს? როგორ აპირებს ნაცმოძრაობა" სიტუაციის არევას?


„ალიას" ზვიად ტომარაძე ესაუბრა:


- რა პროცესები იწყება, რა ინფორმაცია გაქვთ?

 

- „რესპუბლიკური პარტია" და „თავისუფალი დემოკრატები" არ მალავენ  საკუთარ უკმაყოფილებას „ქართული ოცნების" მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციათა დიდი ნაწილი სწორედ იმ ძალების მიერ ფინანსდება, ვინც სააკაშვილს თავის სამეგობროსთან ერთად უკრაინის ხელისუფლება ჩააბარა. ტელეკომპანიები, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს დღემდე „ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს, უფრო გააქტიურდებიან. ასევე გააქტიურდებიან სხვადასხვა სამინისტროებში (მათ შორის ძალოვან უწყებებში) დღემდე მომუშავე „ნაციონალების" ერთგული კადრები. შეეცდებიან „ქართული ოცნების" მოღვაწეობის შედეგად იმედგაცრუებული და უმძიმეს სოციალურ სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობის აყოლიებას. ამიტომ პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის, მიერ ჩადენილი დანაშაულები და აიკრძალოს, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.


- რა იგეგმება 7 მარტს?

 

- 7 მარტს, 15 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან იგეგმება აქცია: „დავიცვათ საქართველოს მომავალი". აქციის ორგანიზატორია მუხრან ბურჭულაძე. მისი განცხადებით, მასთან ერთად აქციის ორგანიზატორია ბევრი სხვა არასამთავრობო, მათი მოთხოვნა აბაშიძეკარასინის ფორმატის გაუქმებაა.

 

- ამბობთ, საყოველთაო მღელვარება დაიწყებაო, ეს თქვენი მოსაზრებაა თუ კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?


- საყოველთაო მღელვარებაში იგულისხმება ისეთი ტიპის მოვლენა, როგორიც იყო, მაგალითად, იური ვაზაგაშვილის არაადამიანური მკვლელობა. ქვეყანაში სიტუაციის ასარევად ასეთი ფაქტების დაგეგმვა და განხორციელება, ისეთი კრიმინალური დაჯგუფებისთვის, ვისზეც ვსაუბრობთ, არანაირ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ამ კუთხით ძალიან ბევრი სხვადასხვა ნიუანსის გამოყენება შეიძლება, ჩვენ გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება" მოვიდა, ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, შენობებში ბომბის არსებობის შესახებ. „რუსთავი 2" კი ინტენსიურად აჩვენებდა კრიმინალურ სიუჟეტებს. გარკვეულ ძალებს ამით სურდათ კრიმინოგენური სიტუაციის დახატვა. მსგავსი და უარესი ტიპის ქმედებებია მოსალოდნელი.


„ნაცმოძრაობის" „მფარველები" კარგად აცნობიერებენ, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ დიდი სიძულვილია. აქედან გამომდინარე, თუ უკრაინის მსგავსი პროცესების განხორციელება გადაწყვიტეს, არაა გამორიცხული, პროცესების ლოკომოტივის როლი სხვა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ან საზოგადოებრივმა ჯგუფმა იკისროს. მთავარია,დასახული მიზანი სისრულეში მოვიდეს და მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქვეყნის სათავეში ერთპიროვნულად „ნაციონალური მოძრაობა" იქნება, თუ მასთან ერთად მსგავსი ღირებულებების მქონე სხვა ორგანიზაციაც. ამის განსახორციელებლად, „ნაცმოძრაობას"განუსაზღვრელი რაოდენობის ფინანსური რესურსი აქვს. მათი მმართველობის პერიოდში ნაშოვნ ფულს რომ თავი დავანებოთ, ისინი დღემდე აკონტროლებენ ქვეყანაში მსხვილ ბიზნესებს. გარდა ამისა, მათი „მფარველების" ფულადი შესაძლებლობები ამოუწურავია. რაც შეეხება ახალ რევოლუციას, ჩემი ინფორმაციით, ეგ თემა დამუშავების პროცესშია და იმოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად.

 

ჟანა ასანიძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016