reportiori.ge - ირაკლი ალასანიას ბრძანებით ჩამორთმეული ბინა სასამართლომ პატიმარს დაუბრუნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 03:22
პრეს-დაიჯესტი
ირაკლი ალასანიას ბრძანებით ჩამორთმეული ბინა სასამართლომ პატიმარს დაუბრუნა
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 14:56

 


თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, კობა თოდუამ, რომელიც ამჟამად, გლდანის №8 ციხის მსჯავრდებულია, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ წესით სასამართლო პროცესი მოუგო. ყოფილი თანამშრომელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ შექმნილი კომისის აქტის ბათილობას ითხოვდა. საქმე ეხება, 2007 წელს კობა თოდუასა და თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებულ 5 წლიანი კონტრაქტს. რის საფუძველზეც თუ იგი არ დაარღვევდა კონტრაქტის პირობებს, სამინისტრო მას გადასცემდა, თბილისში 40 კვ.მ. ფართის ბინას.


„აიპრესთან" საუბრისას კობა თოდუას ადვოკატი ირაკლი ნარმანია აცხადებს, რომ "2013 წლის ბოლოს, ნოემბერში, აეროპორტის გზაზე არსებული სამხედრო კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ, დაიწყო ბინების დარიგება იმ პირებზე, ვისაც „სამხედრო მოსამსახურის" კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.


თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას ბრძანებით შეიქმნა კომისია, რომლის რეკომენდაციითაც მთავრობა იღებდა დადგენილებას.


კობა თოდუას რეკომენდაცია გაუწია კომისიამ, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო დადგენილება და გადასცეს ბინა. სანამ მინდობილობა გავაკეთეთ, ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რამდენიმე დღეში გააუქმა რეკომენდაცია.


მინისტრმა ალასანიამ მეორედ გაიტანა ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე და მთავრობის დადგენილებიდან ამოიღეს პუნქტი, რის საფუძველზეც კობა თოდუას გადასცეს ბინა. თუმცა, არ არსებობს რეგულაცია რის საფუძველზეც კომისიას შეეძლო გაეუქმებინა რეკომენდაცია, რადგან კობა თოდუას არ დაურღვევია თავდაცვის სამინისტროსთან დადებული კონტრაქტი. თვითნებურად გადაწყვიტეს. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ თოდუას მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რაც კომისიისთვის აქტის მიღების შემდეგ გახდა ცნობილი."- ამბობს ნარმანია.


როგორც აქტიდან ირკვევა, თავდაცვის სამინისტროში არსებული კომისიისთვის პირველი აქტის მიღების დროს არ იყო ცნობილი, რომ სამინისტროს თანამშრომლის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობდა გამოძიება და მას შეფარდებული ჰქონდა 2 თვიანი პატიმრობა. ამ ფაქტის შესახებ 7 თვის დაგვიანებით გახდა ცნობილი ვიცე-პოლკოვნიკ გ.ჯაჭვაძისგან და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის წერილიდან, რომელიც 2013 წლის 9 დეკემბერს მიიღეს.


„აიპრესმა" მსჯავრდებულ კობა თოდუას კუთვნილი ბინის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან ჩაწერა კომენტარი, რომელმაც მთავრობის სხდომაზე 27 დღის ინტერვალით 2-ჯერ დააყენა კობა თოდუასთვის ფართის გადაცემა-წართმევის განკარგულება.


_ თქვენ მთავრობის სხდომაზე 2-ჯერ გაიტანეთ კობა თოდუას ბინის საკითხი. პირველ ჯერზე მთავრობამ თოდუას გადასცა ბინა, 27 დღის შემდეგ თქვენ ხელმეორედ გაიტანეთ იგივე საკითხი მთავრობის სხდომაზე, რის შემდეგ იგი საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩა.


_ ასეთ დეტალებს ვერ ვიხსენებ. თუმცა, შეგიძლიათ, დაინტერესდეთ ჩემს მაშინდელ მოადგილესთან, ალბათ გენშტაბის ხელმძღვანელობასთან, ეს მათი წარდგენით მოხდებოდა. იქ არის საბინაო კომისია... ანუ, გენშტაბის საბინაო კომისიასთან დაინტერესდით. ეს მათი გადაწყვეტილება იქნებოდა ალბათ...


_ კომისია თქვენი ბრძანებით იყო შექმნილი და თქვენვე დააყენეთ საკითხი მთავრობის სხდომაზე. პატიმარმა, რომელსაც თქვენს მიერ შექმნილმა კომისიამ ბინა ჩამოართვა, პროცესი მოიგო.


_ გაუმარჯოს სამართლიან სასამართლოს. თუ სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა სასამრთლოს უნდა დამორჩილდეს ყველა.


„აიპრესის" ინფორმაციით კობა თოდუა 2013 წლის 19 ივნისს ე.წ. „კასრების საქმეზე" დააკავეს. იგი დაკავებამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსი იყო. საქმეში არსებული დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, რომელიც 2013 წლის 16 სექტემბრით არის დათარიღებული, წერია, რომ მას „ბრალად ედება სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილის მეგის ქარდავას, შსს თანამშრომლების კოხტა კოდუას, დავით ჩაგინავასთან ერთან დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა.


საქეში არსებული დადგენილებიდან ბრალის შესახებ, ირკვევა: "გამოძიების ამ ეტაპზე, დაუდგენელი სხვა პირებისგან შეიქნა სტრუქტურული ფორმის მქონე, მყარად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო კანონიერი მართლმსაჯულების გვერდის ავლით, პირადი მოსაზრებებით დანაშაულში ეჭვმიტანილ პირთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების გზით დაშინება და სასურველი ჩვენების მიღება. ჯგუფს ხელმძღვანელობდა უშუალოდ მეგის ქარდავა, რომელიც ორგანიზებას უწევდა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობს და წევრებს შორის ანაწილებდა როლებს."


მაშინ, როდესაც სამინისტროს კომისიამ მიიღო აქტი, თოდუა სასამართლოს მიერ დამნაშავედ არ იყო ცნობილი. რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა.


სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსის ადვოკატი ირაკლი ნარმანია „აიპრესთან" ამბობს რომ სანამ სასამართლოში შეიტანდნენ სარჩელს, მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას, თუმცა ალასანიამ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა.


„კომისიას არ ჰქონდა უფლება დღის წესრიგიდან მოეხსნათ ბინის გადაცემის საკითხი. თავდაცვის სამინისტროდან გამოვითხოვეთ დოკუმენტები, გაგვეგო რის საფუძველზე გაუქმდა აქტი, რომლითაც თოდუას გადასცეს ბინა. მოგვცეს კომისიის ოქმის ამონაწერი. რომელიც ჯერ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ალასანიასთან გავასაჩივრეთ. მან ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, 2014 წლის აპრილში მივმართეთ სასამართლოს. სანამ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროს კონკრეტული ბინა სხვა პირისთვის გადაუცია, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო კონტრაქტი არ აქვს გაფორმებული. აქედან გამომდინარე, რადგან კონკრეტული ბინა არ არსებობდა, მოგვიწია მოთხოვნის დაზუსტება. სამინისტროს კონტრაქტის შესაბამისად უნდა დავალებოდა ბინის გადაცემა."- ამბობს ნარმანია.


სასმართლომ, 2007 წლის 3 მაისს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს დაავალა 40 კვ.მ. ფართის ბინა გადასცეს კობა თოდუას.


„აიპრესი" კითხვაზე, როდის აღასრულებს თავდაცვის სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას და სად გადასცემს კობა თოდუას ხელშეკრულების საფუძველზე კუთვნილ 40 კვ.მ ბინის ფართს? - სამინისტროში გვითხრეს:


„ვინაიდან, ამ ეტაპზე მითითებული გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში მოკლებული ვართ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ მისი აღსრულების საკითხზე".

 

 

 

 

(წყარო: ipress.ge, ირმა მესხია)


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016