reportiori.ge - ამოიღეთ სამართალი კუბოდან! - სადღესასწაულო ფიქრები კოტე კუბლაშვილისგან სასამართლოს გათავისუფლების შესახებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:35
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ამოიღეთ სამართალი კუბოდან! - სადღესასწაულო ფიქრები კოტე კუბლაშვილისგან სასამართლოს გათავისუფლების შესახებ
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 17:01

 

 

23 თებერვალს იწურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის კუბლაშვილის 10-წლიანი პარპაში! პრინციპში, ძალიანაც არ გავაზვიადებ, თუ ვიტყვი: საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა გაგებით მოეკიდება, თუ 24 თაებერვალს კოტე კუბლაშვილს ხელბორკილს დაადებენ!


დიახ, 23 თებერვალს, ჩვენ კარგა ხანია, აღარ ვზეიმობთ საბჭოთა არმიისა და ფლოტის დაარსების დღეს!


სამაგიეროდ, 2015 წლის 23 თებერვლიდან, ჩვენ, როგორც იტყვიან, შეგვიძლია, სუფთა სინდისით ვიდღესასწაულოთ კუბლაშვილის სასამართლოს დამხობის დღეს!


დიახ, ამ უცნაური კოჰაბიტაციის გადამკიდე, ქართველი ხალხი ისევე სულმოუთქმელად ოცნებობს კუბლაშვილის სასამართლოს დამხობაზე, როგორც ძველი რომაელები - კართაგენის აღგვაზე პირისაგან მიწისა!


შეიძლება, ვინმე შემომედავოს, რატომ არღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და რის საფუძველზე აცხადებ, კოტე კუბლაშვილის 24 თაებერვალსვე უნდა დაადონ ხელბორკილებიო?!


მოდით, ჯერ ლოგიკას მოვუხმოთ:


თუ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის ცერბერი ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად დაასამართლა და საერთაშორისო ძებნილადაც გამოაცხადა, განა კოტე კუბლაშვილი იმ ავბედით დროს კეთილშობილ ქალწულთა პანსიონის მნე იყო?!


ანუ, თუ ადეიშვილი დამნაშავეა, მისი დანაშაულებრივი დაკვეთის გამპრავებელი სასამართლოს უსტაბაში კუბლაშვილი როგორ შეიძლება „ფრთიანი ანგელოზი" მყავდეს?!


და ამ ლოგიკას რომ თავი დავანებოთ, კუბლაშვილის „საქმენი საგმირონი" მთლად თავზე საყარია:


საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის მიწურულს 200 ადამიანი რომ პოლიტპატიმრად გამოაცხადა, ხომ ვერ მეტყვიან „ურწმუნო თომები", ვინ გაამწესა ისინი პოლიტიკური მოტივით ციხეში, თუ არა კუბლაშვილის სასამართლომ?!


დიახ, სწორედ კოტე კუბლაშვილია დამნაშავე იმაში, რომ მისმა სასამართლომ, სულ მცირე, 200 ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია!


დიახ, სწორედ კოტე კუბლაშვილია დამნაშავე იმაში, რომ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული, დანაშაულებრივი „ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის აღსრულების გამო, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე გავიდა პატიმრების რაოდენობით!


დიახ, სწორედ კოტე კუბლაშვილის დანაშაულია, რომ სააკაშვილის საქართველომ ყველა დროის მსოფლიო რეკორდი მოხსნა სასამართლოების მიერ გამამართლებელი განაჩენის კატასტროფულად დაბალი (0,01%!!!) მაჩვენებლით!


პროკურატურაში ათასობით საჩივარი რომ არის შესული უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების მითხოვნით, ესეც კოტე კუბლაშვილის კისერზეა, რადგან სწორედ კუბლაშვილის სასამართლოს ჰქონდა „კონვეიერზე შეყენებული" ე.წ. საპროცესო გარიგების სისტემა, რომლითაც ადამიანებს ტერორის ქვეშ აიძულებდნენ, უარი ეთქვათ, საერთო ჯამში, მრავალასეულ მილიონიან საკუთრებაზე!


და აღარაფერს ვამბობთ თბილისის ცენტრში, ბუკიას ბაღთან მდებარე კუბლაშვილის ავადსახსენებელ სასახლეზე, რომლის დაუფლებასაც წინა მფლობელის ერთობ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალება უკავშირდება!


მოკლედ, კოტე კუბლაშვილი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დამნაშავეა, რომელიც პირდაპირ იხვეწება, ვირის აბანოში მიმაბრძანეთო!


და რამდენადაც არ უნდა იკივლონ სააკაშვილის ნაცებმა და ნაცმიდრეკილმა ლიბერასტებმა და მათმა „მონათესავე" ასო-ებმა, კოტე კუბლაშვილმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ქართული მართლმსაჯულების წინაშე!


ჯერ ერთი, კუბლაშვილის პასუხისგებაში მიცემით, ქართველი საზოგადოება კარგა ღონიერ ნაბიჯს გადადგამს დაპირებული სამართლიანობის აღდგენის ეკლიან გზაზე.


მეორეც, ამით ჩვენ ძალიან დავეხმარებით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ უკრაინელ ხალხს, რადგან თითქმის, 100-პროცენტიანი გარანტიით, თუ კოტე კუბლაშვილს 24 თებერვალსვე არ დაადებენ ხელბორკილს, ის თავის ფიურერთან - სააკაშვილთან გაიქცევა უკრაინაში, სადაც, ასევე, 100-პროცენტიანი გარანტიით, მას უკრაინელი მართლმსაჯულების ერთ-ერთ „უკანონო მამად" გაამწესებენ!


აი, სწორედ ამიტომაც ვამბობ:


ამოიღეთ სამართალი კუბოდან!


23 თებერვალს უფლებაამოწურული კოტე კუბლაშვილი 24 თებერვალს უკვე გლდანის მე-8 საპყრობილეში უნდა იჯდეს!

 

 

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016