„ქრონიკას" კვირის მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი.
- რაც ხდება ახლა, ესაა ამერიკული პროექტი და დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ახლა სანამ რამეს ვიტყოდე, მანამდე მინდა, კითხვა დავუსვა მთელ ქართველ ხალხსა და, პირველ რიგში, ხელისუფლებას (ხმას უწევს) ამ სახელმწიფოს თავმოყვარეობა აქვს? ამ ერს, ჩვენს თავს ქართველებს რომ ვუწოდებთ, თავმოყვარეობა აქვს საერთოდ? თუ ჩვენ ვართ ბიოლოგიური მასალა, „ბიო-ბრბო", თუ ვინ ვართ? ამას სერიოზულად და პირდაპირ ვკითხულობ, ყოველგვარი სარკაზმისა და პოეტური მაღალფარდოვნების გარეშე!
- რატომ სვამთ ამ კითხვას?
- იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიქცევით, როგორც ერს ეკადრება და, როგორც სახელმწიფოს ეკადრება, და ამას რომ ვამბობ, ვისაც როგორ უნდა, ისე იანგარიშოს. ის ქალბატონი ნულანდი რომაა, რომლის გვარზეც სულ მაქვს განცდა, რომ „დაგვიყვანა ნულამდე", მაგრამ ახლა არ არის რითმებისა და პოლიტიკური პარჭყვის დრო, რადგანაც არ ვარ მამუკა კაციტაძე და არც ზოგიერთი, აქ რომ გამოდის და თვალებს ნაბავს. მაგ ნულანდზე მინდა ვილაპარაკო, მაგრამ მანამდე კიდევ ვსვამ კითხვას და კიდევ ვიმეორებ: გვაქვს ჩვენ თავმოყვარეობა საერთოდ?
- არ დაგავიწყდეთ, ეს ის ქალბატონი ვიქტორია ნულანდია, „პერაშკებით" ხელში გახარებული რომ დარბოდა „მაიდანზე"!
- სწორედ მაქეთკენ მივდივარ: ეს ქალბატონი რომ ჩამოეთრა და პირდაპირ ასე დაწერეთ, რასაც გეტყვით, რადგანაც მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც მთავრობის წევრი, მე ვარ თავისუფალი მოქალაქე და რეზო ვარ ამაშუკელი: (დამარცვლით) რომ ჩამოეთრა აქა, ჯერ სახეზე შეხედეთ, ვინ არის ეგ? სად ჩამოვიდა? ოთხი ათასი წლის ცივილიზაციის ქვეყანაში ჩამობრძანდა, თუ თავის საკუთარი კურდღლების ლაბორატორიაში? რა ვერ გამიგია, იცით, რატომ ვეძახით ამ ამერიკელებს ჩვენს მეგობრებსა და ყველაზე ახლო პარტნიორებს, თუ მათი უმაღლესი სახელმწიფო პირი ჩამოდის და გეგმავს გადატრიალებას, სისხლისღვრასა და ათას უბედურებას? ამ ამბების შემდეგ როგორ უნდა ვიწამო ამერიკა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? ამ თემას ისევ დავუბრუნდები, მაგრამ აქვე უნდა ვიკითხო, ვინ გდია პოროშენკო? კი, ბატონო, ყოველთვის ვამბობ რომ ნებისმიერი ხალხი იმსახურებს პატივისცემას და ნებისმიერი ერის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი, მაგრამ ახლა უნდა ვკითხო უკრაინელებს, როგორც ერს, თავმოყვარეობის ნატამალი გაგაჩნიათ, საერთოდ? ვინა ხართ? გაგვეცით პასუხი! იცით, ვის იხუტებთ გულში? ამერიკელების შანტაჟით ხომ ხედავთ, რა მოგიწყვეს? აღარა გაქვთ სამშობლო და, ეს გამომიქვეყნეთ აუცილებლად, რადგანაც კეთილგანწყობით ვეუბნები უკრაინელებს, რადგანაც მე უკვე გამოვიარე ეს ყველაფერი და მე ვდგევარ ბიოლოგიური განადგურების ზღვარზე. კიდევ ვიმეორებ, ვის იხუტებთ გულში? ლაწირაკებს, გვარგამოცვლილ ნაბიჭვრებს, რომლებსაც არც ეროვნება აქვთ, არც სისხლი, არც განათლება და, რაც მთავარია, არც თავმოყვარეობა? მაგათ იციან მხოლოდ შანტაჟი, ტყუილი, სისხლი, ცილისწამება, ფულის შოვნა და მაკკეინების მონური სამსახური. ისე, ეტყობა, მაგ მაკკეინისგან სააკაშვილი მაკედ არის, იმხელა მუცელი ედო, ინტერვიუს დროს რომ გვაჩვენეს და შეხედეთ ამ გარყვნილებს და თქვენ გინდათ, რომ მსოფლიო მოატყუოთ, ეს ნაბიჭვრები რომ ჩაიყვანეთ და ვითომ რეფორმები უნდა ჩაატაროთ?
- ბატონო რეზო, თქვენ ერთხელ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ მალე მაგათ კინწისკვრით გამოყრიან უკრაინიდან, მათ ქმედებას რომ შეხედავენო და აგერ, უკრაინაში უკვე დაიწყო ტელედაჭერები: უკრაინელი ონკოლოგი ოპერაციის დროს დააკავეს, რაზეც იქაურ ჯანდაცვის მინისტრ სანდრო ვიტაშვილს პასუხი არ აქვს.
- მე ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ, როგორც რუსები იტყოდნენ, „ეტა იშო ცვიტოჩკი!" ჯერ სად არიან, კინო ხომ არ დაწყებულა? რუსეთს ამ ბებერმა ევროპამ, სადაც ღმერთი მოკლეს და სადაც უკვე აღარ იციან, ცოლი შეირთონ, დედა, თუ მამას გაჰყვნენ ცოლად, დაუწესა სანქციები. ახლა ვიღაცა დამიწყებს ნიცშეზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემთვის ნიცშეც და ფროიდიც ორივენი კრეტინები არიან. თუმცა ერთი ფილოსოფოსი ხომ ჩვენც გვყავს, ცომი „მთავარსარდელი", „კარალევა მარგო", ფარისეველი და მატყუარა, რომ გამოდის და ისეთებს ლაპარაკობს, გული მერევა. მაგრამ თემას ცოტა გადავუხვიე: გაგახსენებთ, რომ, როცა რუსი გამწარდება, მაშინ უფრო ძლიერდება და ეს ჩემზე კარგად იცის ისტორიამ და კიდევ: რუსები ომს არ იწყებენ, რუსები ომს ამთავრებენ, ეს სიტყვები პუტინმა თქვა, მაგრამ მასზე ადრე უფრო ჭკვიანმა კაცმა წარმოთქვა. ჰოდა, ერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ რუსს ორი კოლოფი „გრეჩიხა", სამი „სილიოდკა", ერთი ბოთლი არაყი და მჟავე კიტრი ეყოფა ერთი თვე და ესენი კიდევ, რომ გვეტყლარჭებიან ეკრანიდან, სანამ დილით კრუასანს არ შეჭამენ, მერე სანამ ცხელ შოკოლადს არ დააყოლებენ და, ბოდიში და, უკანალზე პამადას არ წაისვამენ, მანამდე არაფერი ეშველებათ და ვის ეომებით, თქვე იდიოტებო, ვეშაპს? არ იცით, ვისთან გაქვთ საქმე? გინდათ, რომ ეს პატარა ქვეყანა ჩაითრიოთ ომში? მიმოიხედეთ, ისედაც ცეცხლის ალშია გახვეული მთელი მსოფლიო: სირია, ერაყი, ქურთების ამბავი ნახეთ და, ხალიფატის საზღვრები რომ გამოაცხადეს და იმ ხალიფატში ჩვენც რომ შევდივართ თურმე, მაქეთ რომ გვკრავენ ხელს ბოკერიები და ჩერგოლეიშვილები, ტვინი არა გაქვთ, თქვე უბედურებო? რას ერჩით ამ ხალხს? თქვენ კი გაიქცევით თქვენი მილიარდებით და გადაიხვეწებით ბებიათქვენის ბაბუასთან, მაგრამ ამ გაუბედურებულმა ხალხმა რა უნდა ქნას? კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, რადგანაც მანამდე შეიძლება, ვერც კი ვიცოცხლო: ვერასოდეს შეხვალთ ნატოში! ესაა მირაჟი და თან ეგ ნატო არასოდეს მოგვცემს გარანტიას, რომ ამ თეთრი დათვისგან დაგვიცავს. ვის უყოფ ენას ყურიდან, ჭკუა ხომ უნდა დაამატო? ამიტომ, ვამბობ, ურთულესი პერიოდი გვაქვს! შემძულდა ეს ე.წ. პოლიტიკური მოღვაწეები, რას წარმოადგენენ? ყველა თავის სკამზე და მუცელზე რომ ფიქრობს და არავის უნდა, სიმართლე ხმამაღლა თქვას, რადგანაც მაინც ყოფნა უნდა ხელისუფლებაში და თავი ნორლანდი-როლანდისა და ნულანდმაკკეინების, ამ მაიმუნების მხარდაჭერის გარეშე ვერ წარმოუდგენია, მაგრამ პოლიტიკური შრეების მიღმა ჯერჯერობით კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, რომელიც უკვე დგას უფსკრულის პირას და აქ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რატომ ვარ გადაფარებული ირაკლი ღარიბაშვილზე და ირაკლის რომ ვამბობ, მანდ ბიძინაც იგულისხმება, რადგანაც ირაკლის ერთგულება არის ივანიშვილის ერთგულებაც: მე ტყუილად არავის მოვეფერები, მაგრამ კაცმა რომ გაწირა საკუთარი ოჯახი, დაუმადლეს ქართველებმა? არა! იმიტომ, რომ უმადურები არიან, რადგანაც მხოლოდ მუცელზე ფიქრობენ და სახლში სხედან გაბრაზებულები, ბიძინამ მილიონები რატომ არ დაგვირიგაო. ღარიბაშვილზე კი გადაფარებული ვიქნები, სანამ ისე იქცევა, როგორც დღეს იქცევა, თორემ ისევ მე ვთქვი პირველმა, რომ, თუ ღარიბაშვილი, ქართველს რომ ეკადრება, ისე არ მოიქცევა, მაშინ დაინახავთ, პირველი ამას მე ვიტყვი ხმამაღლა. ხელისუფლებას კი მივმართავ: რამდენჯერ უნდა გითხრათ კიდევ, რადგანაც არ გესმით, რომ ქვეყანაში ორი კურატორი არსებობს, ბოკერია და თარგამაძე!
- თქვენ ამ ორ გვარს მუდამ ახსენებთ, ყველა ინტერვიუში...
- იმიტომ, რომ ყველა მოსაშორებელია, მაგრამ აქედან უნდა დაიწყო, ამ ორისგან, რადგანაც ერთის კურაციაში შედის საზღვარგარეთის მხარდაჭერა, ის ქალბატონი რომ ჩამოეთრა და მისნაირები და რასაც ბოკერია კურირებს და, ეს გივია თარგამაძე კი იმას, რომ შიგნით დატრიალდეს უბედურება. ის გიჟი-გადარეული კი უკრაინიდან ყველაფერი ამის დირექტივებს იძლევა! და სანამ ქვეყანაში ეს ხდება, ნუ დავიმშვიდებთ თავს, თორემ ლარიცა და დოლარიც გვერდზე დაგვრჩება.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2" თურმე გადადის უკრაინაში და კიევიდან წაიყვანენ გადაცემებს (მაწყვეტინებს)... ჩვენ ვნახეთ, რომ მართლაც ასე მოხდა 20 თებერვალს და თავი უკრაინაში მეგონა.
- და რა? „იმედი" „რუსთავი 3" არ არის, თუ რა? დიდ პატივს ვცემდი ბადრი პატარკაციშვილს, გახსოვს, ამერიკაში ტოპალერთან რომ იჯდა?
- მახსოვს, ვიქტორ ტოპალერიც და მისი ნიუ-იორკული გადაცემაც და ბადრის გამოსვლაც მახსოვს, წამყვანმა რომ ჰკითხა, რა ლექსს იტყოდით ბოლოსთვისო...
- და რა თქვა, გახსოვს? მანამდე სტუდიაში რუსულად ლაპარაკობდნენ და უცებ ბადრიმ ქართულად წარმოთქვა: „ცა - ფირუზ, ხმელეთ - ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო" და მე ტირილით მოვკვდი და დღეს ბადრის დაარსებულ ტელევიზიაში რა ხდება? აღარ მინდა, გავაგრძელო, ყოველდღე რომ დუნდულების გამაგრებაზე ლაპარაკობენ ეთერში და სამშობლო რომ ფეხებზე ჰკიდია ყველას! რა გჭირთ, თქვე უბედურებო, სტუდიაში ჩამწკრივებულ წითელ ვალენტინებს რომ მიმჭკნარ ქალებს დაჭყეტილებს აყურებინებთ, ესაა თქვენი პოლიტიკა? მალე მივადგები „რუსთავი 2"-ის სათბურში გამოყვანილ თაიგულსაც და სულ სათითაოდ ჩამოვყვები, ვინ ვინ არის, მაცადონ ცოტა.
- „ალიას" საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ, როგორც ვიქტორია ნულანდი დაჰპირებია „ნაცმოძრაობას", თურმე მალე გარეთ ვიხილავთ ციხეში მყოფ უგულავას, მერაბიშვილსა და ახალაიას და არც ის დაუმალავს, რომ სანამ რუსეთი უკრაინის პრობლემებითაა დაკავებული, პროდასავლურმა ძალებმა უნდა იაქტიურონ, თორემ თუ რუსეთმა დააღწია თავი უკრაინის „ჭაობს", მერე მასთან პაექრობა საქართველოს გამო ძალიან გაჭირდებაო.
- ამიტომ ისევ ვიმეორებ, ქართველებო, თავმოყვარეობის ნატამალი გაგაჩნიათ? რამდენი ხანი უნდა ვუყუროთ ამათ? ახლა არავინ დამიწყოს ჭკუის დარიგება და სკაბრეზულობასა და არაკორექტულობაზე ლაპარაკი! სამშობლო მეღუპება მე, რადგანაც აქ უნდათ მეორე „მაიდანის" მოწყობა და ამიტომ ხმამაღლა ვიტყვი: ეგენი ნაბოზრების ქმრები არიან, ნაბოზრების! და ზოგიერთი კი ბოზის შვილია და ზუსტად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ! კაცს რომ ეტყვი, შე ბოზიშვილოო, ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის? და აი, მაგ ბოზიშვილს ვეუბნები საქართველოდან, თურმე იმაზე რომ ნერვიულობს, რომ ვენახი მონატრებია და ვენახის გაფურჩქნა! ისე გაგფურჩქნით, შე უბედურო, პატრონმა ვერ გიცნოს! ტყუილად ნუ ჰგონიათ ამერიკელებს, რომ იოლად მოახერხებენ ჩანაფიქრის შესრულებას, ეს უკრაინა არაა, მე ათას კაცს მაინც ვიპოვი საქართველოში, რომელიც ქვეყნისთვის თავს გაწირავს, რადგანაც არავისზე ნაკლებები არ ვართ და თუ სხვისთვის ალახი და მუჰამედია, ჩვენ ქართველები ვართ და სამშობლო ისევე გვიყვარს, როგორც ღმერთი. ამიტომ თქვენი გაზეთის საშუალებით მოვუწოდებ მთელ საქართველოს, ამისი მორალური უფლებაც მაქვს, რადგანაც შეწირული ვარ მაგათ დამარხვას: გამოვფხიზლდეთ, დამთავრდა რევერანსებისა და ტელევიზიებით ჭყლოპინისა და ფილოსოფიური ტლიკინის დრო, ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი დემოკრატიულობანას თამაშს, ჯერ სამშობლოზე ვიფიქროთ, რადგანაც ბიოლოგიურადაა ეს ქვეყანა გადასარჩენი და უნდა გადარჩეს საქართველო! თორემ აგერ არის პირდაღებული მინიხალიფატის სახელმწიფო და აქეთ კი - ასევე, პირდაღებული დათვი, რომელიც მისხალს არ გითმობს და სულ გეუბნება, ნუ გადახვალ ხაზს, თორემ თავში ჩაგარტყამო. ესენი კიდევ, ზოგს რომ ცხვირი აქვს მოღრეცილი და ზოგს - ტვინი, ტანზე იხევენ ყველაფერს, რადგანაც იციან, რომ მათი ადგილი აღარ იქნება, თუ საქართველო დალაგდა, რომ გამოვიდნენ და აყაყანდნენ! რა, ახლა დაინახეს ივანიშვილის ყველა ნაკლოვანება, ფეხზე და ხელზე რომ კოცნიდნენ, ეგ მათხოვრები?
დაბოლოს, ერთსაც ვიტყვი: „ოცნების" წარმოდგენლები რომ გაიძახიან, ნატოსკენ სვლა ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებააო, ვინ ჰკითხა ქართველებს ნებაზე? ალასანია-დალასანიას, ბუკაკაკას და იმ მაია ფანჯიკიძეს ვეკითხები, ანაშამოწეულივით რომ ბლირწავს თვალებს: შნო გაქვთ? გამოჰკითხეთ ხალხს და ნახავთ, პედერასტები უნდათ საქართველოში, თუ კაცები? ალასანიას ხალხს მივმართავ: ნატო თქვენთვის საფარველია, რადგანაც „ცეერუს" აგენტები ხართ, ვარსკვლავიანი „აპლაჩივაიმიე აგენტი", მაგრამ ვერ ეღირსებით და, რაც გალსტუკიან ხვლიკს დავმართე, მიწაში რომ ჩაძვრა და დაიმალა, იმაზე მეტს გპირდებით, მთელ საქართველოში რომ დაძრწიხართ და რაღაცას აპირებთ, მარტო მე გეყოფით ერთი რეზო ამაშუკელი და ეს კარგად დაიმახსოვრეთ!
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"