reportiori.ge - ვაზისუბნელმა გლეხებმა ყიზილბაშებზე გაიმარჯვეს და საძოვრები დაიბრუნეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვაზისუბნელმა გლეხებმა ყიზილბაშებზე გაიმარჯვეს და საძოვრები დაიბრუნეს!
ავტორი:
24 თებერვალი, 2015. 20:08

 

 

 

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მცხოვრებთა ბრძოლა წარმატებით დასრულდა! სოფელმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 13 მაისის № 843 განკარგულებით 50 ჰექტარი საძოვარი გაუყიდეს და მიწა მამუკა ხაზარაძეს 57 ათას ლარად უფეშქაშეს, ქართველ ყიზილბაშებზე გაიმარჯვა და კახეთის გუბერნატორისგან მტკიცე პირობა მიიღო, რომ ალტერნატიულ მიწის ფართობს უახლოეს დღეებში დაუკანონებენ!


მოგეხსენებათ, სოფელი გეგმავდა, 18 თებერვალს თბილისში ნახირი ჩამოერეკა და აბღავლებული ძროხები კანცელარიისა და მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკის" ცენტრალური შენობის წინ მიერეკა. ვაზისუბნელთა ამ ჩანაფიქრმა ადგილობრივ ხელისუფალთ თავზარი დასცა, რადგან გაირკვა, რომ, თურმე, 18 თებერვალი ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღე ყოფილა! ცხადია, სოფლელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და როცა შეიტყვეს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს ძროხების ვიზიტს შეიძლება პროვოკაციული შეფასებები მოჰყოლოდა, ივანიშვილის პატივისცემის ნიშნად, აქცია გააუქმეს და გადადეს.


ასე იყო ისე, ხელისუფლებამ აღიარა, რომ სოფლის საძოვრების გაყიდვით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და უკან დახია!


მამუკა ხაზარაძეც  იძულებული გახდა, სოფლის წინაშე თითი მოეკაკვა, თუმცა, მანამდე მისი მოურავი მალხაზ ჩუგოშვილი, რომელსაც თქვენში მონა-მორჩილმა „მალხაზ სელიმ-ხანი" უწოდა ვაზისუბნელებს ენას უყოფდა და „აკვალიანებდა" - 57 ათასი ლარი შეგვიგროვეთ და მამუკა ხაზარაძე სულ მიატოვებს აქაურობასო!


მალხაზ სელიმ-ხანს იმდენი მამა უცხონდა, რამდენი 57 ათასიც ვაზისუბნელებმა მამუკა ხაზარაძეს არ მისცენ!


ხაზარაძეზე გამახსენდა: მოგეხსენებათ, 20 თებერვალს, 15 საათზე, „ასავალ-დასავალსა" და „თიბისი ბანკს" შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა. ნისლიან-ჯანღიანი დღე იყო, სხდომის დაწყებამდე მეორე სართულის კორიდორში, ფანჯარაში ვიხედებოდი და სასამართლოს შენობაში შემომსვლელებსა და გამსვლელებს ვათვალიერებდი, რომ მოულოდნელად პირკატა მეცა - სასამართლოს ეზოში დავინახე ჩქარი ნაბიჯით მომავალი მამუკა ხაზარაძე, რომელსაც თავზე ზუსტად ისეთივე ქუდი ეხურა, როგორიც 1989 წლის 18 თებერვალს, იმ ავადსახსენებელ დღეს, როცა „გეპეის" პირველი კორპუსის წინ ზონდერკომკავშირლებმა და, მათ შორის, ჩვენი რესპონდენტების მტკიცებით, მამუკა ხაზარაძემ, მერაბ კოსტავას მიტინგი დაარბია და თვით მერაბ კოსტავაზეც გაიწია!..


მსგავსება ვიდეოფირებზე აღბეჭდილ ქუდიანსა და 20 თებერვალს სასამართლოსკენ ჩქარი ნაბიჯით მომავალ ქუდოსან მამუკა ხაზარაძეს შორის იმდენად დიდი იყო, რომ გაკვირვებისაგან ენა მუცელში ჩამივარდა!


პატივცემულო მკითხელო, მე არ შევუდგები სასამართლო პროცესზე განვითარებული ბატალიების დეტალურ კვლევას, მაგრამ ყურადღებას აუცილებლად გავამახვილებ იმ ფრაზაზე, რომმელიც მამუკა ხაზარაძემ ჩვენი მისამართით წამოისროლა და „გვიწინასწარმეტყველა", რომ „ასავალ-დასავალი" აუცილებლად გაკოტრდებოდა!


მამუკა ხაზარაძემ ასევე ცილისწამების ნიაღვარი დააყენა ჩვენი ე.წ. „დამკვეთების", „რუსული კვალის" და „გამომძალველი ჟურნალისტების" შესახებ; რაც მთავარია, განსაკუთრებით გაისარჯა გაზეთის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ლაშა ნადარეიშვილის უადგილო მოხსენებით.


რატომღაც მეგონა, რომ ედუარდ შევარდნაძე კადრებს საგანგებოდ არჩევდა... აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძის არჩევანში აწ განსვენებული ედუარდი მწარედ მოტყუებულა, რადგან 20 თებერვალს სასამართლოს წინაშე წარსდგა არა რაფინირებული ინტელიგენტი, რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, არამედ ბოღმისგან გონებადაბინდული ბანკირი, რომელიც აშკარად კუთხეშია მიმწყვდეული და არ იცის, რომელ კედელს მიაწყდეს!


ჯერ ერთი, საიდან უწყის მამუკა ხაზარაძემ, „ასავალ-დასავალი როდის გაკოტრდება?! იქნება და, „თიბისი ბანკი" ან სულაც მისი ავტორიტეტი კოტრდება და ხაზარაძემ ავი წინათგრძნობა და ნერვული კონვულსია უტევს?! მეორე - ვიდრე ჩვენს „დამკვეთებზე" ილაპარაკებდე, ხაზარაძევ, იქნებ გვითხრა, ვინ დაგიკვეთათ მამათმავლობაში მხილებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, ავადსახსენებელი მამუკა ხვედელიანისათვის ბორჯომის პოლიციის შენობის გარემონტება და მისი ავეჯით და საჭირო ტექნიკით აღჭურვა? ასევე, ვინ შეგიკვეთათ იმ „უბორნიის პოეტებისა" და „ტუალეტის მჯღაბნელების" დაფინანსება, რომლებმაც გარყვნეს და წაბილწეს ქართული სიტყვა, ლახვარი ჩასცეს დედა-ეკლესიას?


პატივცემულო მკითხველო, ამ შეკითხვებით მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, მამუკა ხაზარაძეს სასამართლო სხდომაზე მივმართე, მაგრამ ვერც მისგან და ვერც მისი ადვოკატებისგან პასუხი ვერ მივიღე.


მამუკა ხაზარაძეს და მის ვექილებს არც მაშინ დაუძრავთ კრინტი, როცა ჩემმა კოლეგამ ჯაბა ხუბუამ ხაზარაძეს პირდაპირ უთხრა - „ასავალ-დასავალის" გაკოტრება მიხეილ სააკაშვილს აბოდებდა და ვაგლახ, თქვენც მიხეილ სააკაშვილის ენით გველაპარაკებითო!


დასასრულ, მოსამართლესაც მიმართა ჩემმა კოლეგამ. - ემანდ, მიხეილ სააკაშვილის წისქვილზე არ დაასხათ წყალი და მის ფინანსურ ჟანდარმს - მამუკა ხაზარაძეს უნებლიეთ ნაცების სანუკვარი სურვილის - „ასავალ-დასავალის" განადგურებაში არ შეუწყოთ ხელიო.


და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოზე გამოსვლისას, როცა „ასავალ-დასავალთან" კონფლიქტის მიზეზს განმარტავდა, მამუკა ხაზარაძემ კარგა ხანს ისაუბრა სტატიაზე, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, სულ სხვა გაზეთში, პირობითად, „ზარია ვოსტოკაში" იყო დაბეჭდილი... ასე რომ, კაცს, რომელსაც ერთმანეთისაგან „ზარია ვოსტოკა" და „ასავალ-დასავალი ვერ გაურჩევია, რაღაში უნდა ენდო? თუმცა, წინ 11 მარტია - დღე, როდესაც კუბლაშვილის დიქტატისაგან გათავისუფლებულმა სასამართლომ საბოლოო სიტყვა უნდა თქვას.

 

დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016