„კარლო წესიერი კაცია და ტყუილს არ იტყოდა,"- ასე გამოეხმაურა „რეპორტიორთან" საუბარში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა კარლო კოპალიანის განცხადებას, რომლის თანახმად, 26 მაისის დარბევას ეკა ხერხეულიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი კატეგორიულად მოითხოვდნენ.
„ხერხეულიძე და თაქთაქიშვილი 26 მაისის დარბევასთან პირდაპირ კავშირში არიან, ეგენი არიან იმ ჯგუფის საკმაოდ აქტიური წევრები, რომელმაც ქართველ ხალხს ეს შეურაცხყოფა მიაყენა. ვინ ხტებოდა ფანჯრიდან, ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ის, რომ აქტიური მონაწილეები არიან ამ ბოროტმოქმედებისა, ამას ლაპარაკი რად უნდა?! პირდაპირი განმახორციელებლები არა, მაგრამ გულშემატკივრები და 26 მაისის იდეის გამმაგრებლები ნამდვილად არიან,"- განაცხადა ხაინდრავამ.
ცაგერის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი 2011 წლის 26 მაისის დარბევაზე აცხადებს, რომ აქციის დღეს ხალხის ამოხოცვას, სხვა „ნაციონალებთან" ერთად, ეკა ხერხეულიძე და ჩიორა თაქთაქიშვილიც ითხოვდნენ, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ფანჯრიდან გადახტომით იმუქრებოდნენ.