reportiori.ge - ნინი ონიანი - კომედი არხის ახალი, სკანდალური სახე (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:53
პრეს-დაიჯესტი
ნინი ონიანი - კომედი არხის ახალი, სკანდალური სახე (ფოტორეპორტაჟი)
ავტორი:
25 თებერვალი, 2015. 10:34



ნინი ონიანი, კომედი არხის ახალი სახე. ძალიან არასტანდარტული გარეგნობის, მომხიბვლელი ღიმილით. კომედიური როლები მის ავაზა ხასიათს ფარავს. თუმცა ეშმაკური თვალები მაინც ნაპერწკლებს ისვრის, დროდადრო...

 


ნინის პირველი როლია მაცდური კრიმინალი ქალი სერიალ „დეტექტივებში". ძალიან მოუხდა. მაშინ 21 წლის იყო, პირველივე სინჯების შემდეგვე აიყვანეს და ისე ბუნებრივად თამაშობს, არც ეტყობა, თუ დებიუტია.
„დეტექტივებშივე" ჰქონდა ე.წ. „გულახდილი" სცენაც, მაცდური ქალის ხასიათის შესაქმნელად (როგორ გამოეპარებოდა რეჟისორს და ოპერატორს მისი უზადო მონაცემები), თუმცაღა, სამართლიანი უნდა ვიყო - სცენარში ეს მომენტები ძალიან ორგანულად ჯდება.

 


- თუ გეტყვი, რომ ჩემთვის იოლი იყო ის სცენები, მოგატყუებ, მაგრამ არც ძალიან გამჭირვებია, ვინაიდან იმდენად მეხმარებოდა რეჟისორი და ყველა, რომ უფრო გამიადვილეს თამაში.

 


განათლებით ფარმაცევტია, მაგრამ სპეციალობით არასდროს უმუშავია.

 


- რომ მოგბეზრდეს მსახიობობა, ფარმაცევტად იმუშავებ?

 


- არა, არასოდეს... ეს არ არის ჩემი. არ ვარ ფარმაცევტი. მომწონს, სადაც ვარ და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. შეიძლება, ცოტა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ კომედიური ჟანრიც დიდად არ მხიბლავს, მაგრამ არც სენტიმენტალური ვარ...დრამა უფრო მომწონს.
ბავშვობაში პროტესტის გრძნობა სულ ჰქონდა:

 


- ძალიან თავისუფალი ნატურის ვარ და ბავშვობაში საზოგადოებასთან ერთგვარი პროტესტი მქონდა. ძალიან მოუსვენარი ვიყავი. ამიტომ გავიკეთე მაშინ პირსინგი.

 


ამ პროტესტის მიუხედავად, ძალიან კარგად სწავლობდა.
უყვარს ცეკვა:

 


- ყველგან ვცეკვავ, სადაც არის ამის შესაძლებლობა.

 


ნინის დედა მხატვარია, თუმცა:

 


- მთელი ბავშვობა ფუნჯებს და საღებავებს ვუყურებდი და ვცდილობდი ხატვას, მაგრამ აბსოლუტურად უნიჭო ვარ ხატვის მხრივ.

 


დედა ნინის ძალიან გულშემატკივრობს:

 


- დედაჩემი ჩემთვის ყუველაფერია. ის იმდენად შორს არის პოპულარობასთან და ამ ყველაფერთან, რომ ძალიან ნერვიულობს, მაგრამ ხედავს, როგორ მიხარია მსახიობობა და იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემზე ბედნიერია.
ნინი მღერის კიდეც. ბავშვობაში ტანვარჯიშზეც დადიოდა, თხილემურებზეც... უყვარს ცხოველები და ჰყავს თეთრი ლაბრადორი. მრავალმხრივი ინტერესები აქვს, ძალიან უნდა სამყაროს გაცნობა და შეცნობა:

 


- აუცილებლად მოვა დღე, რომ ჩავალაგებ პატარა ჩემოდანს და ჩავალ ყველგან, სადაც შევძლებ და სადაც ვერ შევძლებ, იქაც ჩავაღწევ - რადგან ეს ჩემი დიდი სურვილია! - ამბობს ღიმილით.

 


ნინის Victoria's Secret-ის „ანგელოზის" მონაცემებს, რა თქმა უნდა, მამაკაცების ყურადღება ვერ ასცდებოდა...ჰყავს თაყვანისმცემლები და ნინისაც არ აღიზიანებს პოპულარობა.

 


თვითონ მოსწონს სიმპათიური მამაკაცები და ასე აფასებს მათ:

 


- პირველ ადგილზე ჩემთვის გარეგნობაა. შეიძლება არ იყოს ძალიან სიმპათიური. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს რეალიზებული. უსაქმური მამაკაცი ვერ იქნება ჩემთვის სექსუალური. შემდეგ ადგილზეა ხასიათი და სხვა დანარჩენი. ბრედ პიტი რომ იყოს უსაქმური, ჩემთვის არც ის იქნება სექსუალური.

 


მოსწონს გემოვნებიანი მამაკაცები, რომლებსაც მოსწონთ ნამდვილი ქალები. ნამდვილი ქალი კი, ნინის აზრით: ასეთად იბადება, ქალურობა, სექსუალურობა ემოცია, შინაგანი ქარიზმა თანდაყოლილია.

 


მოსწონს საკუთარი სამსახური, კმაყოფილია ყველაფრით, მაგრამ გრძნობს საკუთარ პოტენციალს, რომელიც გვერდიდანაც შესამჩნევია. ერთი შეხედვით - ძალიან თავდაჯერებულია, თუმცა მუშაობის დროს საოცრად მობილიზებული, კონცენტრირებული და მომთხოვნია საკუთარი თავის მიმართ. ვინაიდან მოყვარული მსახიობია, სულ სწავლობს, აკვირდება საკუთარ თავს და მუშაობს განვითარებაზე. მომთხოვნია მეგობრების მიმართაც:

 


- რაც დრო გადის, უფრო მცირდება სამეგობრო წრე. ალბათ, ადამიანი განვითარებაზე ფიქრობს ყოველდღე. ალბათ, ის ადამიანები, რომლებიც ადრე იყვნენ მეგობრები, სადღაც გაიჭედნენ, ჩვენი აზრები და ინტერესები გაიყო და ჩამოვშორდით ერთმანეთს. მაგრამ მყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც ბავშვობიდან შემომრჩნენ.

 


ნინის სურვილია, საკუთარი მოღვაწეობის სფეროში ყველაფერი სცადოს, იმუშაოს ტელევიზიაზეც - თუ მიეცემა ამის საშუალება, ძალიან უნდა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მონაწილეობა და თამაში.

 


ნინი შემოქმედების და ხელოვნების მოყვარულია, ალბათ, ამიტომაც აირჩია საგრიმიორო და სცენა ჩვენი ფოტოსესიის გადაღებებისთვის. სამზადისია მომავალი როლებისთვის.

 


იმედი მაქვს, თვითრეალიზების შესაძლებლობა მიეცემა და მშვიდი ავაზა მხატვრული ფილმების საინტერესო როლებით გაგვაოცებს.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

(წყარო: amboben.ge)

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016