კულტურა
25 თებერვალს კირა ანდრონიკაშვილის გარდაცვალების დღეა
ავტორი: ნათია ცუხიშვილი
25 თებერვალი, 2015. 11:30
კინომსახიობი კირა გიორგის ასული ანდრონიკაშვილი 1908წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
1935 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
მისი პირველი მნიშვნელოვანი როლია ელისო (ფილმში „ელისო", 1928). მონაწილეობდა ფილმებში „სამი სიცოცხლე" (1924), „ტარიელ მკლავაძის საქმე" (1925), „მიწას სწყურია" (ჯამალა, 1930), „უდაბნო" (აქტივისტი ქალი, 1933), „შავ მთებში" (სტეფანეს ცოლი, 1941), „ის კიდევ დაბრუნდება" (1943), „ჭირვეული მეზობლები" (1944), „ზვიგენის კბილი" (ალის დედა, 1960).
1950 წლიდან მუშობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში" სადუბლიაჟო ფილმების რეჟისორად.
1959 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
მსახიობი 1960 წლის 25 თებერვალს თბილისში გარდაიცვალა.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50