reportiori.ge - გიორგი ქადაგიძე: ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:22
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს
ავტორი:
25 თებერვალი, 2015. 15:00




ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ქადაგიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ლარის დევალვაციის გამომწვევ ფაქტორებზე და აღნიშნა, რომ ბევრჯერ ითქვა იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, თუ რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა და ეს სავალუტო შემოდინების შემცირებას უკავშირდება.



„დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ მივიღეთ ლარის 30%-იანი გაუფასურება. ეს ჯერ ბოლომდე არ ასახულა იმპორტზე. იმპორტზე ასახვა მოხდება და დაწყებულია, რაც ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდება. იმპორტის შემცირება თავისთავად ნიშნავს ნაკლებ მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზე. შესაბამისად, ლარი არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს", - განაცხადა ქადაგიძემ.



მისივე თქმით, მოკლევადიან მერყეობაზე მოლოდინები ყოველთვის ახდენს გავლენას და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როცა ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა იზრდება.


 

„როგორც წესი, ყოველთვის ეს არის რამდენიმედღიანი შუალედი. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო", - აღნიშნა ქადაგიძემ.



ქადაგიძის განმარტებით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.



„ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი არის ეროვნული ბანკი და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. მეორე მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა - 30 %-იანი გაფასურება არის სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუფასურება, რომელიც ახლა იმპორტზე აისახება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება", - განაცხადა ქადაგიძემ.



ქადაგიძის თქმით, იმისთვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმარულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ძალიან თანმიმდევრულები არიან და აცხადებს, რომ ამ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს.



„ეს არის საშუალო და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი ამ თემებიდან. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის მიმართული და ამის მთავარი არსია, შევარბილოთ ნეგატიური გავლენა იმ პროცესების, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესებს ვუდგებით ძალიან დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავუშვათ შეცდომა, იმიტომ რომ ჩვენს ჩარევას აქვს კონკრეტული ფასი. არის სხვადასხვა ტიპის კომენტარი დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ გვიან დავიწყეთ მოქმედება. ეს ასე არ არის და არ არის პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს ჩარევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ფასი, გამოხატული ეკონომიკურ ზრდაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებასა და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთი მიმართულებით სიტუაცია დავასტაბილუროთ და მეორე მიმართულებით უარესი შედეგი მივიღოთ. ჩვენ ვართ ძალიან თანმიმდევრულები და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ", - აღნიშნა ქადაგიძემ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016