აზერბაიჯანელ მომღერალს, „ბულბულს" მისი მეგობრები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პიროვნებად ახასიათებენ და „ბულბულის" ღვაწლზე საუბრობენ.
ქართველი მსახიობი და პედაგოგი, ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სახალხო არტისტი აკაკი ხორავა „ბულბულს" ვოკალის ხელოვნებაში უდიდეს მოვლენას უწოდებს:
„ბიულ-ბიული ვოკალის ხელოვნებაში მოვლენაა. მისი არტისტული ცხოვრება ოქროს ასოებით არის ჩაწერილი საბჭოთა კულტურის ისტორიაში. ხალხური შემოქმედების სიღრმეებიდან ბიულ-ბიულმა მსოფლიო ხელოვნების მწვერვალებს მიაღწია; იგი ერთნაირად ბრწყინვალეა როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რეპერტუარისა და ხალხური სიმღერების შესრულებისას. მსმენელს მთლიანად იპყრობს მისი გულწრფელი აღმაფრენა, ტალანტი და უდიდეს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ბიულ-ბიულის ხელოვნება იმის ნათელი მაგალითია, ნაღდი ხალხური შემოქმედება როგორ უნდა ვაქციოთ ინტერნაციონალურად."
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)