reportiori.ge - ვალერი ხაბურძანია: ნაციონალები პიარისა და სანახაობისთვის შექმნილი ბანდაა. მათი რეჟისორი - სააკაშვილი ახლა უკრაინაში დგამს ტრაგედიას, თუ ტრაგიკომედიას არა…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:32
პრეს-დაიჯესტი
ვალერი ხაბურძანია: ნაციონალები პიარისა და სანახაობისთვის შექმნილი ბანდაა. მათი რეჟისორი - სააკაშვილი ახლა უკრაინაში დგამს ტრაგედიას, თუ ტრაგიკომედიას არა…
ავტორი:
15 თებერვალი, 2015. 11:19



„ეკას და პატრულის" სერიალი გრძელდება, ბედნიერი ფინალი ვერც ეკას ცრემლებმა გამოიწვია და მეტიც, დღეს მის წინააღმდეგ უფლემადამცველმა გიორგი ონიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამ საკითხზე სასაუბროდ ცვენ უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას დავუკავშირდით.



 -მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ვიდეოები, სადაც მოქალაქეები პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ, ყველა საინფორმაციო სააგენტომ, ტელევიზიამ თუ ბეჭდვითმა გამოცემამ რამის ნომერ პირველ თემად აქციონ ეკა და პატრული. როგორ ფიქრობთ, რა არის ეს-მცდელობა დღევანდელი მთავრობის იმიჯის დაცემის თუ უფრო მნიშვნელოვანი თემების გადაფარვა?



 -ადრე ქ-ნი ყუშიტაშვილის მსგავსად და უარესად ნაცელიტის მეუღლეები იქცეოდნენ. რა თქმა უნდა ეს არის როგორც მთავრობის იმიჯის შელახვა, ასევე სხვა თემების გადაფარვაც, ეს მთავრობის სისუსტის შედეგია.



 -დღეს ყუშიტაშვილის და ცინარიძის წინააღმდეგ გოგა ონიანმა სარჩელი შეიტანა, თქვენ როგორი განცდა გეუფლებათ ამაზე? ვგულისხმობ იმას, რომ რამდენიმე ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა თავად ონიანის ფოტო , სადაც ის 26 მაისს არის გადაღებული და საერთოდ, დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ისე საუბრობს და ისეთ მითითებებს თუ რჩევებს იძლევა, თითქოს ის 9 წელი არც ყოფილა ქვეყნის სათავეში, როდემდე გაგრძელდება ეს და ხომ არ დასრულდება იმ შედეგით, რასაც ისინი წინასწარმეტყველებენ, ანუ მათი დაბრუნებით?



 -„ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობს ხელისუფლების სისუსტით და იყენებს ამ სუსტ მხარეებს, ეკონომიკაში თითქმის კოლაფსია, მე არ მესმის როგორ ატარებს მთავრობა თავის ეკონომიკურ პოლიტიკას ნაციონალი ეროვნული ბანკის პრეზიდენტით, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკირი გუნდის უუნარობაზე და ამ ფონზე ოდნავი ყუშიტაშვილიც ნაციონალების სასარგებლოდაა, ნაციონალები პიარისა და სანახაობისთვის შექმნილი ბანდაა და მათი ყველაზე დიდი რეჟისორი, სააკაშვილი ახლა უკრაინაში დგამს ტრაგედიას, თუ ტრაგიკომედიას არა. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი ან ლეგიტიმურად არ დაბრუნდება ხელისუფლებაში ან ნულამდე არ შეამცირებს თავის გავლენას ხელისუფლებაზე. ამჟამად მმართველი პოლიტელიტა დაბნეული და არაეფექტურია, ოპოზიცია ნაციონალების სახით აჟიტირებული და ყველაფერზე წამსვლელი, გამოიკვეთა ახალი ძალის კონტურები, მაგრამ ისიც რევულუციური გზისკენ მიდის და ეს საბოლოოდ ქაოსს მოიტანს, რასაც საქართველო ამჯერზე კიდევ უფრო ძნელად, ან ღმერთმა ნუ ქნას საერთოდ ვერ გადაიტანს.



-დღეს გომელაურმა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეტა და განაცხადა:-„პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში მოქალაქის ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის" ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი"-ასე ადვილია უწყებიდან ჩანაწერის და ინფორმაციის გატანა? როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია ეს?



 -აქ მარტივადაა საქმე, პატრულის თანამშრომელი გაუშვეს და მან ხელს გაატანა მსგავსი ჩანაწერი,ასეთ დროს სააკაშვილი ჩინგისყაენის პრინციპით იქცეოდა და ის პატრულის მთელ ასეულს დასჯიდა. ეს მთავრობა ასე არ უნდა მოიქცეს და ვერ მოიქცევა, მაგრამ ეს უკვე დისციპლინის და კონტროლის სისუსტეა და არა ლოიალურობის შედეგი.




(წყარო: gnnews.ge, დოთი იაძე)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016