ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან საინტერესო ინფორმაციამ გამოჟონა, ივანიშვილი თურმე იქაურობას ანგრევს; ისეთ დღეშია, მთავრობაში ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვერ ელევა, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი. დანარჩენებზე უთქვამს, ეს რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ქვეყანა, ორი კი არა, თუ გინდა ყველა მინისტრი გაყარე, ოღონდ შედეგი დაიდოსო, - ასეთი საუბარი შემდგარა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, სანამ ის ბრიუსელში გაემგზავრებოდა.
„ალია" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერს დავით ნარმანიას უსაქმურს ეძახის და არანაირი სურვილი არა აქვს მასთან კონტაქტის. ამ კაცმა საქმეს თავი და ბოლო ვერ გაუგო, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე პირები იქიდან კინწისკვრით გაყაროს, მარგიშვილს კიდევ ბოდიშებით ელაპარაკა და სხვა პოზიციაზე ნიშნავსო.
„კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ სკანდალური ინფორმაციები გააჟღერა და განაცხადა, რომ ის შოკისმომგვრელ სიას დადებდა, თუ ვინ მოიყვანა მერიამ ე.წ. კონკურსის საფუძველზე ხელმძღვანელ პირებად. შეგახსენებთ, რომ ამ ვითომკონკურსის საფუძველზე წამყვან პოზიციებზე დაინიშნენ საბურავის ქურდობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვის და თანხების მითვისებისთვის გასამართლებული პირები. დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაძალადევის რაიონში, „კარდაკარის" ხელმძღვანელი ელისო ნიკოლაიშვილი, ე.წ. კონკურსის საფუძველზე დაინიშნა თბილისის მერიაში. „ქრონიკა" წერდა, რომ ქალბატონი ელისო ნიკოლაიშვილი ტრაბახობდა, რომ მერიაში სუს-ის უფროსის დახმარებით აღმოჩნდა.
მამუკა არეშიძე „ალიასთან" ინტერვიუში დაპირებულ შოკისმომგვრელ სიას ავრცელებს და რამდენიმე აქტიურ „ნაციონალს" ასახელებს, რომლებიც მერიაში ე.წ. კონკურსის საფუძველზე პოსტებზე დაინიშნენ, თუმცა რა გასაკვირია, როგორც ჩანს, დავით ნარმანია საკუთარ დედას ოცნებებს უსრულებს, ყველას კარგად გვახსოვს ადგილობრივი არჩევნების წინ ნორა ნარმანიას სკანდალური ინტერვიუ, სადაც მან საყვარელ პოლიტიკოსთა რიგში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ჩამოთვალა - დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, გიგი წერეთელი, გიგი უგულავა... საინტერესოა, დღეს რას ფიქრობს ქალბატონი ნორა, როცა მისი საყვარელი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა მისმა შვილმა დავით ნარმანიამ ჩაანაცვლა და ვერც მილიონი ხე დაგვირგო და ვერც დედაქალაქი ააყვავა. თუმცა ტყუილად არ უთქვამთ, კვიცი გვარზე ხტისო და შესაძლოა, ნარმანიას უწყებაში „ნაციონალი" კადრების დანიშვნაც „ნაციონალების" მიმართ ფარულმა სიყვარულმა განაპირობა.
„ალიას" კითხვებს მამუკა არეშიძე პასუხობს:
- ბატონო მამუკა, რით დასრულდება მერის მიმართ აჟიოტაჟი, ბრალდებები მის გარშემო და უახლოვდება თუ არა ნარმანიას კარიერა ფინალს?
- ინტენსიურად მიდის პროცესები. არა მხოლოდ ნარმანიას ორი მოადგილის გადაყენებაზე იყო ლაპარაკი, მარგიშვილსა და ხელაიაზე, მე ვიცი, რომ რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელზეც მიდიოდა საუბარი. ასევე ლაპარაკია რამდენიმე გამგებელზე. შემიძლია დავასახელო ციფრი, საუბარია 6 გამგებელზე, მერიის სამსახურის რამდენიმე ხელმძღვანელი ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში. რაც შეეხება გამგებლებს, მათი მუშაობით არიან უკმაყოფილო. რეალურად საქმე არ კეთდება, ადამიანები მოერგნენ თანამდებობრივ სიკეთეებს, როგორიცაა პრემია, ხელფასი, მანქანები და საქმეს არ აკეთებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა მოთხოვნილება, რომ გადაიხედოს მერიის სისტემა და იმ უბედურებაზე გამახვილდეს ყურადღება, რომელიც დღეს გვაქვს. არის მერიაში უამრავი ადამიანი, რომელსაც საქმის კეთება პრინციპულად არ უნდა, ხოლო არის მეორე კატეგორია, რომელიც საბოტაჟზეა გადასული. ის, რომ პირადად ნარმანია კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილი არ არის, ეს არაფერს ნიშნავს; ნარმანიას მიმართ ქვეყნის ხელმძღვანელობა სხვა პრეტენზიებს გამოთქვამს, უკმაყოფილოები არიან იმიტომ, რომ საქმე არ კეთდება. ერთი კაცის ხატოვან გამონათქვამს მოვიყვან, ქუჩები მაინც დაიხაზოს, ჩაითვალოს, რომ ვიღაც მუშაობს და საქმეს აკეთებს.
ერთია, რომ საქმე არ კეთდება და ამ ყველაფერს დაერქვა კორუფციული სკანდალი. დავით ნარმანიას გუშინდელი განცხადება პირადად მე არ მომეწონა. ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც არაოფიციალურად ეჭვმიტანილია კორუფციულ გარიგებებში, ჯერ ძიების პროცესი არ დამთავრებულა, სურათი არ გარკვეულა, და უცებ თბილისის ვიცე-მერობიდან გადაჰყავთ „მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელად, რომელიც, ნარმანიას თქმით, მარტის დასაწყისში შეიქმნება. ვინმემ ამიხსნას, ეს რა არის? როგორც ნარმანია ამბობს, მარგიშვილი ამ ცენტრის საშუალებით დაეხმარება მეწარმეებს სამეწარმეო უნარის განვითარებაში, წაახალისებს მათ საქმიანობას და სამეწარმეო პროექტის კოორდინაციის საკითხებს განიხილავსო. მე თუ მკითხავთ, ნარმანიას მხრიდან ეს არის არაკორექტული განცხადება, ადამიანი, რომელიც კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი, მას მერი ახალ სამსახურს აბარებს. კითხვას ვუსვამ დავით ნარმანიას, - ალექსანდრე მარგიშვილი რატომ ჩამოიცილე მოადგილის პოსტიდან, რატომ ეთქვა პირველ მოადგილეობაზე უარი, თუ ყველაფერში არის მართალი და მისი გაკეთებული საქმე მოსწონს ყველას. მე შემიძლია ფრჩხილები გავხსნა და ვთქვა, რომ ბევრი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, რომ ალექსანდრე მარგიშვილი იქცეოდა არაკეთილსინდისიერად, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტზე, ასევე მერის მოადგილის პოსტზე. ადამიანი, რომელმაც ასე მოკლე პერიოდში მოახერხა უარყოფითი ბიოგრაფიის შექმნა, უცებ, კიდევ სადღაც გადაგყავს იმიტომ, რომ კარგად შეფუთო?!. მე ვთვლი, რომ ეს ნარმანიას მხრიდან არის აბსოლუტურად არაკორექტული საქციელი, ვინც არ უნდა მფარველობდეს მარგიშვილს, ამას არა აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და ხალხს ვერ მოატყუებ, რაც არ უნდა შეფუთო მარგიშვილი. მე რომ ნარმანიას ადგილას ვიყო, კინწისკვრით გავაგდებდი მარგიშვილსაც და სხვა დანარჩენსაც, ვისშიც ეჭვი შეაქვთ სამართალდამცავებს. თუნდაც იმიტომ, რომ საზოგადოების წინაშე ვიყო მართალი. ნარმანიას კი პირიქით გამოუვიდა, რას ფუთავ, სად მალავ, ხალხმა არ იცის, ვინ არის მარგიშვილი, თუ რა?!. მის ადგილზე ვიტყოდი, რომ მან მიღალატა და ამიტომ ვაგდებ სამსახურიდან...
- „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში თქვენ დააანონსეთ, რომ სულ მალე შოკისმომგვრელ სიას გამოაქვეყნებდით, სადაც ბევრია ისეთი აქტიური „ნაციონალი", ვინც ე.წ. კონკურსის საფუძველზე დააწინაურეს. ვინ არიან ისინი?
- დიახ, მაქვს ეს სია, მე კიდევ რამდენიმე ადამიანი აღმოვაჩინე, ხალხმა ძალიან კარგად იცის, მინიმუმ, ვინ იყო მათი ნერვების მომშლელი და მაქსიმუმ, ჯალათი... ამ ადამიანებს რომ ხედავენ ამ სიაში, ნერვები ეშლებათ: მაგალითად, ერთ-ერთ მათგანზე მითხრეს, ამან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ამიტომ ვიღებთ სამსახურშიო... არადა, ეს კონკრეტული ადამიანი არც საქმის პროფესიონალია და არც კეთილსინდისიერი. ადამიანი, როცა ერთხელ გაყიდის თავის პატრონს, მეორედაც გაყიდის. ახლა, თქვენ მეკითხებით, ვინ არის ამ სიაში. მე გეტყვით, რომ ამ სიაში გახლავთ თქვენ მიერ ნახსენები ადამიანები ჩემთან ინტერვიუში, ნაძალადევის რაიონის „კარდაკარის" ხელმძღვანელი, ელისო ნიკოლაიშვილი, რომელიც ამ კონკურსის საფუძველზე მერიაში დაინიშნა.
- ამ ქალბატონს ხომ არ გულისხმობდით,როცა ახსენეთ, რომ გამოძიებასთანითანამშრომლა და ამის ნაცვლადდანიშნეს მერიაშიო. ჩემთვის ცნობილიგახდა, რომ ამ ქალბატონმა გიგიუგულავას წინააღმდეგ სასამართლოპროცესზე ჩვენება მისცა და სწორედმან თქვა, უგულავასთან ფული მიმქონდაო.
- დიახ, ასეა,
- ბატონო მამუკა,როგორც გავიგე, ამ შოკისმომგვრელსიაში არიან „ნაციონალური მოძრაობის"გულმხურვალე აქტივისტები ნაძალადევის რაიონიდან - მამუკაბერიძე და მიშა კაკაურიძე.
- დიახ, ორივე მათგანი დღესმერიის სამსახურშია ამ ე.წ. კონკურსისსაფუძველზე. ესენი არიან ადამიანები,რომლებიც ყველა სიტუაციასმოერგებიან. ამ ყველაფერზეიცით, რეაგირებას რატომ არ აკეთებენ?კუდი-კუდზე აქვთ გადაბმული...ახლა მერიაში სრული პანიკაა,დაშინებულები არიან იმის გამო, რომშეუტიეს. ხელ-ფეხი აქვთ შეკრულიდა ამის გამო, ვისაც რა უნდა, იმასაკეთებს. პრაქტიკულად სისტემაარის მთლიანად მოშლილი, ესარის მთავარი უბედურება და ამას პატრონიც კი არ ჰყავს. 3000 კაციამერიაში და ვიღაცა იტყვის, რა მოხდა,თუ 5-6 „ნაციონალი" გაიპარაო. ესრომ ვიცოდე, რომ გაეპარათ, ხმასარ ამოვიღებდი, მაგრამ ხომ ვიცი,არსებობს ორგანიზებული ჯგუფისაქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მეთაურობით „ნაციონალურიმოძრაობიდან", რომელიცამ ჯგუფს მართავს და ისინიორიენტირებულნი არიან ქალაქისადმინისტრაციულ სისტემაში თავისიანებისჩანერგვით. იმდენად აქვსგული აყრილი ნარმანიას მუშაობაზეირაკლი ღარიბაშვილს და ყოფილპრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, რომმასთან დისტანცირება მოახდინეს. მემოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, შეხვდესდავით ნარმანიას და ჰკითხოს,რას აპირებს, ახლა გაბუტვის დროარ არის, ქალაქს სჭირდება ძლიერიხელი. დისტანციაზე ყოფნით საქმეარ გამოვა, სახელმწიფოს წამყვანიზოგიერთი ლიდერი, ერთმანეთსსაერთოდ არ ელაპარაკება. მერეგაზეთში იწერება, კახა კალაძემ დაირაკლი ღარიბაშვილმა ერთმანეთთანგაზის ტარიფის გამო იჩხუბესო...პერმანენტულად ჟონავს ინფორმაცია,რომ პრემიერი პრეზიდენტს არელაპარაკება... მოკლედ, ძალიან ბევრიგაბუტული ადამიანია საქართველოსხელმძღვანელობაში. ასე კისაქმე ნამდვილად არ გაკეთდება.
- ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში,ეკონომიკური გუნდის მინისტრებიდა ბიზნესმენები ერთმანეთს შეხვდნენდა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალზეიმსჯელეს, თუმცა ამბობენ,რომ ბიზნესმენები მთლად კმაყოფილიარ არიან ამ შეხვედრით. თქვენ რა ინფორმაციასფლობთ?
- იქ იყო საუბარი, რას აპირებსმთავრობა და თითქოს, ბიზნესმენებსხელისუფლების შეთავაზება მოეწონათ.მე კიდევ გეტყვით, რომ ბიზნესმენებისსერიოზულ ნაწილს არმოსწონებია. იმიტომ კი არა, რომგეგმა ცუდია, ეს არის არაკრიზისულსიტუაციაში განსახორციელებელიგეგმა. ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ,ეს გეგმა ძალიან კარგია, მაგრამკრიზისულ სიტუაციას სჭირდებასხვა ტიპის ენერგიული დაძალიან აქტიური ქმედებები. მე მაგალითად,ხელისუფლების ადგილზერომ ვიყო, შემოვიღებდი თავისუფალივიცე-პრემიერის პოსტს და ამპიროვნებას ჩავაბარებდი ფინანსურთემებს და უხელმძღვანელებდაეროვნულ ბანკს, ფინანსთა დაეკონომიკის სამინისტროებს. ამ სამუწყებაში კონტროლს დავაწესებდი.ერთ-ერთი ეკონომისტის გამონათქვამსდავესესხები და გავიმეორებ,როცა კერძო ბანკი თავის ვალდებულებებსთავს ვერ ართმევს, იქსამართავად ეროვნული ბანკი შედისდა როცა ეროვნული ბანკი ვერ ართმევსთავს დასახულ ამოცანებს, იქშედის მთავრობა. საჭიროა ამღონისძიების გატარება. როგორცჩანს, მაღალი დონის ბანკირია ქადაგიძედა როგორც ჩანს, მაღალი დონისბანკირს მაღალი დონის ეშმაკობაშეუძლია. მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟსაქვს ადგილი, მიუხედავადიმისა, რომ ლარის ვარდნის ობიექტურიმიზეზები არსებობს, მაგრამარსებობს სუბიექტური მიზეზებიც,რომლის შემქმნელიც, ჩემი აზრით,ეროვნული ბანკია. ამიტომაცსაჭიროა, ხელისუფლება შევიდეს სამართავადეროვნულ ბანკში, რადგანირაკლი ქადაგიძის გადაყენება არშეიძლება როგორც არჩეული პრეზიდენტის,მას 2016 წლის თებერვალში ეწურება ვადა, მანამდე ჩვენ დავინგრევით,ამიტომ მთავრობა უნდაშევიდეს ეროვნულ ბანკში სამართავად,რომ ეს კრიზისული სიტუაციაგამოასწოროს და მე თუ მკითხავთ,ამიტომ არის საჭირო თავისუფალივიცე-პრემიერის პოსტი, სადაც უნდაიყოს ფართო დიაპაზონის აზროვნებისუაღრესად კვალიფიციური დაგამოცდილი სპეციალისტი. როცაირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,რომ სანთლით ეძებს კვალიფიციურკადრებს, მინდა შევთავაზო დავუთხრა, რომ დავეხმარებით, ჩვენმოვაძებნინებთ კვალიფიციურ კადრებს.მე ვთვლი, რომ უნდა შეიქმნასსაზოგადოებრივი ანტიკრიზისულისაბჭო, საქართველოს ჰყავს მაღალი რანგის ეკონომისტები. ამხალხის დატოვება არ შეიძლება. რატომუნდა ვკითხულობდე მეგაზეთებიდან გიორხელიძის, ჯგერენაიას,გოცირიძის, ჯიბუტისა და სხვებისანალიზს. როცა საქართველოსეკონომიკურად უჭირდა, მიშა სააკაშვილიდა ზურაბ ჟვანია თავისი ფეხითგარბოდნენ ოთარ ჭითანავასთანეკონომიკის ინსტიტუტში. ეს ჩემითვალით მაქვს ნანახი.
- რას ფიქრობთ ალასანიას მუქარაზე,მის რუსულ კავშირებსა დაგანცხადებაზე, სააკაშვილი, ივანიშვილიდა ახლა უკვე ხაბურძანია, „ფსბ"-თანერთად უტევენ „თავისუფალდემოკრატებს".
- ვიტალი ჩურკინის დამოკიდებულებაალასანიას მიმართ რომ განსაკუთრებულიიყო, ეს ვიცოდი,როცა ირაკლი ალასანია გაეროშიმუშაობდა. როცა შევარდნაძე საგარეოსაქმეთა სამინისტროში მუშაობდა,ვიტალი ჩურკინს შევარდნაძეკარიერულ წინსვლაში ძალიან დაეხმარა,ამით იმას კი არ ვამბობ, რომჩურკინი ქართველებზე გიჟდება, მაგრამ,როცა ალასანია გაეროში იყო,მისდამი ჩურკინის დამოკიდებულებაძალიან დადებითი იყო. ამაში ცუდსვერაფერს ვხედავ. მიუხედავად იმისა,რომ 2008 წლის აგვისტოს ომისგამო ვიტალი ჩურკინს ალასანიამთავზე დაახურა, ეს იყო აბსოლუტურადსწორი დიპლომატიური აზრთა გაცვლა, მაგრამ ამას გავლენა არმოუხდენია, რომ ჩურკინს ალასანიასმიმართ სიმპათიები შეცვლოდა.მაგრამ მე არ ვიცი ჩურკინმალავროვთან რამდენად დაულაგაალასანიას ურთიერთობები. უბრალოდ,გაგონილი მაქვს, რომ მიუნხენისცნობილ კონფერენციაზე მოხდაალასანიასა და ლავროვის შეხვედრა,მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არ შეიძლება შენს მტერთან და მოწინააღმდეგესთანრაიმე ტიპის კონტაქტი არგქონდეს, სტალინსა და ჰიტლერსშორის არსებობდა კონტაქტი,ამერიკისა და ჰიტლერის ადმინისტრაციაკონტაქტობდა ერთმანეთთან.ასე რომ, რაღაცა ტიპის კონტაქტებიუნდა იყოს. სააკაშვილისდარეკილზე კრემლში ყურმილსარავინ იღებდა და ასეთი ზარებისხვათა შორის, ძალიან ხშირი იყო...როცა სააკაშვილი პუტინთან ძალიანმჭიდროდ კონტაქტობდა, რა, მან არიცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე?.. ქვეყნისთვისაუცილებელია საქმიანიურთიერთობები და ამ მხრივ, რაღაცარხები უნდა არსებობდეს.
- ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუშიგამოთქვა ვარაუდი, რომირაკლი ალასანია და მარგველაშვილიერთ ფლანგზე დადგებოდნენ. გუშინგაიმართა ალასანიას გუნდისა და პრეზიდენტისშეხვედრა, სადაც, ოფიციალურიინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარეპრობლემებსა და საგარეოკურსზე იმსჯელეს. შეიძლება ვივარაუდოთ,რომ ე.წ. მესამე პოლიტიკურიცენტრი ამუშავდა, რაზეც ირაკლიალასანია სულ ცოტა ხნის წინ საუბრობდა,რომ მესამე პოლიტიკური ცენტრისლიდერი გახდებოდა...
- შეიძლება ის რაღაც პოლიტიკურიცენტრის ლიდერი იყოს, მაგრამეს ცენტრი მესამე იქნება, თუარა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.ეჭვი მეპარება, რომ ის მესამეპოლიტიკური ცენტრის ლიდერიგახდეს. შეიძლება დასავლეთისგანმას ძალიან სერიოზული მხარდაჭერაჰქონდეს, მაგრამ ის ვერ ჩამოყალიბდესიმ პოლიტიკურ ცენტრად,რომელიც ქართველ საზოგადოებასსჭირდება. როცა შენ მთლიანადმიეკერები ქვეყნის გარე ძალას დამოწყდები ქართულ საზოგადოებასადა ფესვებს, დაკარგავ ელექტორატს.რაც შეეხება ირაკლი ალასანიასადა „რესპუბლიკელების" დაწყვილებას,მე არ ვვარაუდობ, რომ „რესპუბლიკელები" შეიცვლიანთავის პოზიციებს. მოკლედ, თურაღაც ექსტრემალური არ მოხდაქვეყანაში, ვერ ვხედავ, რომ ასეთიტიპის კონტაქტი მათ შორის მოხდება.ექსტრემალური კიდევ არის ის,თუ ქვეყანაში მოხდა ეკონომიკურისტაგნაცია, ფინანსური კოლაფსი,თუ აბსოლუტურად უუნარო გახდახელისუფლება.
ნინო სამხარაძე
გაზეთი „ალია"