2001 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „ რუსთავი - 2 " - ის ჟურნალისტი გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით სანაია დილის 5 საათზე გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლეს. ადამიანი, რომელიც სანაიას მკვლელობის გამო დააპატიმრეს, დღეს თავისუფალია. რა ინფორმაციას ფლობს გიორგი სანაიას უახლოესი მეგობარი ირინა სარიშვილი და რა იცის მკვლელობის შესახებ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ :
_ ახლობლის ორმოცზე ვიმყოფებოდი, როდესაც დამირეკეს და მკითხეს, გიორგი სამსახურში არ მოსულა და ხომ არ იცით, სად არისო . გიორგი არასდროს აგვიანებდა სამსახურში და თანამშრომლები შეშფოთებულები იყვნენ. სიმართლე გითხრათ არ შევიცხადე, ვიფიქრე, რა მოხდა, საღამოს სადღაც დარჩა, ტელეფონს აკუმლატორი და ზარებს ამიტომ არ პასუხობს - მეთქი. შემდეგ ჩაირთო „ რუსთავი -2 " - ს მაუწყებლობა, ეკრანზე გამოჩნდა გიორგის სურათი წარწერით : „ გიორგი სანაია საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს".
წინა დღეს გიორგისა და რამდენიმე მეგობართან ერთად ღამის კლუბ „ 16 რაუნდში " კონცერტზე უნდა წავსულიყავით. გიორგი თავისი „ ნივით " მოდიოდა ჩემს წასაყვანად და გზიდან დამირეკა, შენს სახლს ვუახლოვდები და ჩამოდიო. მე შეუძლოთ ვიყავი და კონცერტზე წასვლაზე უარი ვუთხარი. საღამოობით კარტს ვთამაშობდით და დავპატიჟე, _ კონცერტიდან ჩემთან გამოდით-მეთქი. ეს იყო ჩემი და გიორგის ბოლო საუბარი. იმ საღამოს ჩემთან აღარ გამოუვლია.
როგორც გიორგის მეგობრებმა მითხრეს, ძალიან აფორიაქებული იყო, კონცერტის სემდეგ შენთან წამოსვლაზე უარი გვითხრა - სადღაც ეჩქარებოდაო. როგორც ჩანს, ვიღაცამ დაურეკა. ამის შემდეგ გიორგის კვალი პირადად ჩემთვის ქრება, ანუ ჩემთან აღარ მოსულან. გარდაცვალებამდე გიორგიმ ცოლ - შვილი დასასვენებლად ბაკურიანში წაიყვანა.
_ როგორც მახსოვს, გიორგის საქმის გამოძიებით უკმაყოფილო იყავით, ფიქრობდით, რომ კვალი ჟვანიას დაცვის წევრებისკენ მიდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, სანაია ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებმა სცემეს.
_ იმ ინციდენტში არა მარტო ზურაბ ჟვანიას, არამედ ედუარდ სურმანიძის დაცვის წევრებიც მონაწილეობდნენ. მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გიორგი ტაბახმელაში აიყვანეეს და ისე სცემეს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეკრანზე ვერ ჩნდებოდა. ცემის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს, ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, როცა ზურაბ ჟვანია სააკაშვილთან ერთად, გიორგის სამძიმარზე გამოჩნდა. მეზობლებმა მათი დაცვის რამდენიმე წევრი ამოიცნეს და კორპუსიდან გამოყარეს. მეზობლებმა თქვეს, რომ გიორგი ამ ადამიანებმა გაიყვანეს სახლიდან და საშინლად ცემესო. ამის შემდეგ არც სააკაშვილი და არც ჟვანია იქ აღარ გამოჩენილან .
_ იმ პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე იყო. თუ ესაუბრეთ მას გიორგის მკვლელობაზე ?
კახა თარგამაძეს ხანგძლივი კონფლიქტის შემდეგ შევხვდი. ერთადერთი თხოვნა მქონდა _ გამოეძიებინა გიორგის მკვლელობის საქმე. თუმცა, დიდად არ შეწუხებულა. ისე, „ გრიცკო " რომელიც სანაიას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, არაფერ კავშირში არ არის მკვლელობასთან.
_ სანაიას მკვლელობის ერთ - ერთი ვერსია იყო ვიდეოკასეტა, რომელზედაც თითქოს რაღაც კომპრომანტები იყო აღბეჭდილი. გახსოვთ, ელენე თევდორაძემ პანკისელი კრინმინალებიდან რაღაც ვიდეომასალა, რომ ჩამოიტანა ?
_ ვერ ვიტყვი, ელენე თევდორაძე ცრუობს თუ სიმართლეს ამბობს ვიდეოკასეტის არსებობის შესახებ, მაგრამ გიორგის, რომ ისეთი კომპრომანტები ჰქონდა, რის გამოც პანკისელ კრიმინალებს შეეძლოთ მოეკლათ, ვიდრე ელენე თევდორაძეს გააგებინებდა, მე მეტყოდა.
ერთადერთი, რაც გიორგისგან უცნაურად მომეჩვვენა იყო ის, რომ გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე საუბარში სააკაშვილი ვახსენე და უცებ ისეთი გინება ატეხა, გავოგნდი. როგორც არ უნდა გაბრაზებულიყო, გიორგი არასდროს იგინებოდა. სააკაშვილის მისამართიდ, რომ შეიგინა, მეგობრებმა გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. გიორგის ამ არაბუნებრივმა რეაქციამ ძალიან გამაკვირვა.
_ რატომ დაიბრალა გრიგოლ ხურცილავამ სანაიას მკვლელობა ?
_ „ გრიცკოს ", რომელმაც გიორგი სანაიას მკვლელობა დაიბრალა, სულ სხვა პრობლემები ჰქონდა. „ გრიცკოს " და მის მეგობარს, ბინა ჰქონდათ ბანკში ჩადებული და იმ ბანკის პრეზიდენტი გიორგი სანაიამდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს. სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ მოხდა შეთახნმება, რის საფუძველზეც „ გრიცკომ " დაიბრალა გიორგის მკვლელობა. როგორც ჩანს ნაკლებ სასჯელს შეპირდნენ. შეიძლება, ეს ადამიანი მკვლელია, მაგრამ არა გიორგი სანაიასი. მიმდინარე წლის იანვარში ხურცილავა ციხიდან გამოვიდა, როგორც ვიცი, ამინისტიით. არც ციხეში მოკლებია პატივი.
წყარო: გაზეთი „რაო - რაო"