reportiori.ge - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო და თევზის სარეალიზაციო ობიექტი დახურა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 10:41
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო და თევზის სარეალიზაციო ობიექტი დახურა
ავტორი: ანა შანიძე
10 ოქტომბერი, 2013. 13:16

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა მორიგი არაგეგმური ინსპექტირებისას თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე თევზის სარეალიზაციო  ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.

თევზისა და თევზპროდუქტების რეალიზაცია ხდებოდა ღია ცის ქვეშ, მაცივრების გარეშე; არ იყო დაცული სურსათის შენახვის სათანადო პირობები და სანიტარიული ნორმები, რის გამოც, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და  კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე  საწარმო დაიხურა.

ასევე, მონიტორინგის შედეგად   სააგენტოს წარმომადგენლებმა ლილოს დასახლებაში  მდებარე მარკეტში  ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.სხვადასხვა დასახელების იოგურტი, მდნარი ყველი, კარაქი, ჩიფსი დაილუქა და უახლოეს დღეებში განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგსა და ინსპექტირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016