reportiori.ge - „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“ – 1000-გვერდიანი ნაშრომი უნიკალური მასალით მწიგნობართა ასოციაციაში წარადგინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:38
"რეპორტიორის" თვალით...
„ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“ – 1000-გვერდიანი ნაშრომი უნიკალური მასალით მწიგნობართა ასოციაციაში წარადგინეს
02 მარტი, 2015. 20:44



ილია ჭავჭავაძის სახელობის მწიგნობართა ასოციაციის მწიგნობართა კლუბში მეცნიერთა საზოგადოებას ნაშრომი „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია" წარუდგინეს.



წიგნი ცოტა ხნის წინ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამოიცა და მასზე მეცნიერთა ჯგუფმა წლების განმავლობაში იმუშავა. წიგნში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის შესახებ მრავალმხრივი, მრავალფეროვანი და უნიკალური მასალაა თავმოყრილი.



„რეპორტიორს" ნაშრომის რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ასათიანი ესაუბრა:



„დასრულდა ქართველ მეცნიერთა რამდენიმეწლიანი შრომა. შეიქმნა უზარმაზარი გამოკვლევა, რომელიც მიეძღვნა პატრიარქს. ნაშრომი გახლავთ არსებითად ქართული სულიერების ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი. მასში თავმოყრილია უნიკალური მასალა. ჩატარდა რამდენიმე ექსპედიცია. ეს ყოველივე შეავსებს იმ მატიანეს, რასაც ჰქვია ქართული სულიერების ისტორია, ქართული ეკლესიის ისტორია, ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორია და ა.შ." - განუცხადა „რეპორტიორს" ვალერი ასათიანმა.



პროექტის ავტორი და მენეჯერია ალექსანდრე ასათიანი. 1000-გვერდიანი ნაშრომი  2000-იანი ტირაჟით გამოიცა.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016