reportiori.ge - დიანა ღურწკაია: როგორც მეჩირაღდნე, ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:13
კულტურა
დიანა ღურწკაია: როგორც მეჩირაღდნე, ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები...
ავტორი: ანა შანიძე
10 ოქტომბერი, 2013. 13:59

სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე მომღერალი დიანა ღურწკაია იქნება. როგორც მომღერალი აცხადებს, ძალიან ბედნიერია, რომ სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობს, როგორც ელჩი, დამსახურებული არტისტი და მომღერალი.  მისი თქმით, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და იმედოვნებს, რომ თავს კარგად გაართმევს. 


ჟურნალისტის კითხვას, იცის თუ არა იმ აგრესიის შესახებ, რომელიც სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირის" ივან ნეჩაევის დასახელებას საქართველოში მოჰყვა, ღურწკაია პასუხობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია. 
"ნეჩაევზე ამ წუთამდე არაფერი მსმენია... იცით რას გეტყვით? - მე ვარ მეჩირაღდნე. როგორც მეჩირაღდნე, ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმას, რაც მე მეხება და აბსოლუტურად აზრზე არ ვარ, ვინ არიან სხვა მეჩირაღდნეები... ისევ ვიმეორებ, რომ ნეჩაევზე პირველად თქვენგან მესმის... სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყოველთვის ვაკეთებ ისე, როგორც მე შემეფერება. ამ შემთხვევაში რაც შემეფერება, პირველ რიგში, ჩემი ქვეყნის სიყვარულია. საქართველოს სიყვარულია ჩემთვის მთავარი, რასაც არ უნდა ვაკეთებდე და ეს უნდა იცოდეს ყველა ქართველმა... რაც შეეხება სხვა მეჩირაღდნეებს, ეს უკვე მე აღარ მეხება! მინდა მკაფიოდ დაწეროთ - ვამაყობ, რომ მე ვარ სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე, ელჩი ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის! სხვა მეჩირაღდნეები რაში მაინტერესებს, მე მაქვს ჩემი საქმე, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მიყვარს ქართველი ხალხი და ქვეყანა და მსურს ქართული სული, ქართული საქმე ვაჩვენო, სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე", - აცხადებს ღურწკაია. 
მომღერალთან ვრცელი ინტერვიუ "კვირის პალიტრის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016