reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: გატოკდი, ნაროდ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 01:55
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: გატოკდი, ნაროდ!
ავტორი:
03 მარტი, 2015. 14:35

 

 

 

- ხალხში ერთად დგომისა და სიმართლის თქმის მუხტი დაგროვდა, რადგან რასაც ქართულ პოლიტიკაში ვუყურებ და ვისმენ, მხოლოდ განცხადებებია. დაპირებები დაპირებებად რჩება! - აცხადებს ტელერადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი, რომელიც არასამთავრობოებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ახალ საზოგადოებრივ გაერთიანებას ქმნის სახელწოდებით „ქართული მისია". თუ რა მესიჯს უგზავნის ნაციონალებს და დღევანდელ ხელისუფლებას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:


- ჩვენი ამოცანაა ტერიტორიული მთლიანობის და სამართლიანობის აღდგენა, პოლიტიკური ველიდან ნარჩენი ნაციონალების ამოძირკვა! უკვე ორ წელიწადზე მეტია, შეცდომების გამოსწორებისა და რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მაგრამ დამნაშავეებისთვის თავისი ადგილის მიჩენის ნაცვლად, თანდათან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდა კოჰაბიტაცია. მშვენივრად გრძნობენ თავს პარლამენტსა თუ მთავრობაში. ხალხნო, დაგავიწყდათ - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, დღეს თბილ სავარძლებში ვერ ისხდებოდით?!


დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინას, არ ვარ უმადური, მაგრამ ვის მივმართო, თუ არა მას, რომელმაც ეს გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა?! - ბატონო ბიძინა, ხალხში იმედგაცრუება მატულობს. თუ არ ივაჟკაცეთ, „ოცნება" ხელიდან გამოგვეცლება! ხელისუფლებაში მოსული ადამიანების უმრავლესობა ვირთხებივით იქცევა და მიუჩინეთ თავისი ადგილი!„ ბატონო ბიძინა, აგერ ვართ ხალხი, ვისაც შეგიძლიათ, გვენდოთ! ან იძმაკაცეთ ჩვენთან ან ჩვენ თავად განახებთ, რა ბიჭები და გოგოები ვართ! ნუ უჯერებთ ვირთხების მიერ მოტანილ ჭორებს! და კიდევ: საჭიროა, „რუსთავი 2"-ის ალტერნატიული, მართალი, გემოვნებიან ტელევიზიის შექმნა. შეგვჭამა ამ ვითომ ნიჭიერმა „დერევნიამ"!

 

- თქვენმა გაერთიანებამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. საპროტესტო აქცია მოაწყო უკრაინის საელჩოს წინ...

 

- გულწრფელად მეცოდება უკრიანელი ხალხი, რომლის მთავრობაც ხელისუფლებას აბარებას საქართველოს ამაოხრებლებს. ჩვენს ძმებს, უკრაინელებს, მინდა, ხმა მივაწვდინო - გვიყვარხართ და არ გვსურს, გადაიტანოთ ის, რასაც ჩვენ 9 წლის მანძილზე გავუძელით! ნუ გგონიათ, მიშა და მისი ნაცხროვა რუსეთს ებრძვის. 2008 წლი ომი სააკაშვილმა დაიწყო. ყველა სტრატეგიული ობიექტი სწორედ მიშას მართვის პერიოდში მიეყიდა რუსეთს. ათასგზის სულში ჩაგვაფურთხეს. დღეს კი, ის ადამიანები, რომლებმაც თანამემამულეები არ დაინდეს, თქვენს ხელისუფლებაში არიან და, ღმერთმა უწყის, ვის დავალებებს ასრულებენ. აკი, უკვე ბოდიშის მოხდა მოუწია უკრაინის შიგანან საქმეთა მინისტრს მომიტინგეებისთვის სამართალდამცავების გადამეტებული ქმედებების გამო. ეს მიშას რჩევის შედეგია, ჩემო ძმებო! ნაციონალები სიმსივნეა, რომელიც ამდენწლიანი ბრძოლის მიუხედავად, ვერ ამოვძირკვეთ. ძალით ნუ დაიმართებთ ამ სიმსივნეს, თორემ, თუ ფესვები გაიდგა, მერე შესაძლოა, შედეგი სავალალო იყოს.

 

- „ამასობაში უკრაინის საელჩოსთან ანტისანიტარიას შეუტევია. საბჭოთა სკოლის ტუალეტის სუნი დადგა" - ეს ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი ქალბატონის, თამარ ჩერგოლეიშვილის სიტყვებია, რომელიც სოციალურ ქსელში თქვენი საპროტესტო აქციის საპასუხოდ გამოაქვეყნა.

 

- გამობრძანდეს თამარ ჩერგოლეიშვილი, დადგეს ჩემს გვერდით და ვის აქვს ტუალეტის სუნი, ამას საზოგადოება განსაზღვრავს. ჩერგოლეიშვილი თავად არის მოდერნიზებული ტუალეტი - ასე დაწერეთ, ჩემო კარგო! თურმე, ამერიკის ქება არის მარტო დემოკრატია. ადამიანმა სხვა აზრი თუ გამოთქვა, რუსეთუმეა. უმჯობესია, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი თავისი ტელევიზიით გამობრძანდეს და იმაზე ისაუბროს, როგორ გადასცეს ნაციონალებმა სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, როგორ წააგეს ძალით ომი და მთელი ტექნიკა მოწინააღმდეგეებს ჩააბარეს, როგორ უყრიდნენ ათასობით ადამიანს ცოცხებს... ყველანაირად ცდილობენ, მომწამლონ, წონასწორობა დავკარგო, მაგრამ ვერ მოგართმევთ, გულებიც რომ გაგისკდეთ, მაინც გავიტან გრენლანდიას! დღეს რომ ჩერგოლეიშვილები და მისთანები ხმას იღებენ, ხელისუფლების ბრალია! მიკვირს, რატომ არ ასაჯაროვებენ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ ფირებს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს საზოგადოების მცირე ნაწილს გვაყურებინეს?! მაშინ ეს ქალბატონი და მისი იდეური ძმები ამდენს არ ილაპარაკებდნენ. ამ ვიდეო და აუდიოფაილების დამალვით ადამიანების უფლებებს კი არ იცავენ, საზოგადოებას აზარალებენ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, აჩვენეთ საზოგადოებას სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი ჩანაწერები! იქნებ, მაშინ მაინც ჩაიკმინდონ ხმა!  კოჰაბიტაციისა და დემოკრატობანას თამაშში ქვეყანა გარყვნილი პოეტებით გაივსო. იმის ნაცვლად რომ ქართულ ტრადიციებს გაუწიონ პროპაგანდა, ნაციონალების იდეურ ძმებსა და დებს აძლევენ ტრიბუნას და ახალისებენ!


ხალხნო, დასანგრევი უნდა დაინგრეს! ვინც კანონი დაარღვია, უნდა გასამართლდეს! თუ ამას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, სამართლის აღსრულება საზოგადოებას მოუწევს. გატოკდი, ნაროდ!

 

 

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016