reportiori.ge - შსს-ს რომელი თანამშრომლები დატოვებენ პოსტებს უახლოეს დღეებში?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:17
პრეს-დაიჯესტი
შსს-ს რომელი თანამშრომლები დატოვებენ პოსტებს უახლოეს დღეებში?!
ავტორი:
03 მარტი, 2015. 18:08

 

 

 

რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლალი მოროშკინამ განცხადება გაავრცელა:

 

„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს! ბატონო ვახტანგ, გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას და გაფრთხილებთ, რომ პირადად თქვენს წინააღმდეგ და თქვენი ერთგული მებრძოლების წინააღმდეგ მზადდება არნახული საბოტაჟი. მე არასოდეს მითქვამს ის, რაშიც 100%-ით დარწმუნებული არ ვყოფილვარ, მაქვს ფოტო და ვიდეოფაქტები. მზად ვარ, პირადად წარმოგიდგინოთ მასალები. და კიდევ ერთი, ამ ფოტოზე, რომელსაც ვავრცელებ, ჩემი ოჯახის წევრის, გიორგი გუდაძის მანქანაა. ის 17 თებერვალს, საღამოს 20.30 საათზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს და შემთხვევით გადარჩა. არანაირი გამოძიება, არანაირი ვიდეოჩანაწერების ამოღება, მხოლოდ ჩვენი მეგობრების დაშანტაჟება, ქალაქიდან იძულებით გაყვანა და კოკაინის შეთავაზება (ნაცნობი სცენარი). და ეს ყველაფერი თქვენი სახელით! მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გენინსპექციასთან, თუ გამოძიება სწორად წარიმართება, ძალიან ბევრი ადამიანი თანამდებობას დაემშვიდობება! ღმერთი არ გაუწყრეს ამის უკუღმა წამკითხავს და მოვლენებს არ გაუსწროს!"


ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ლალი მოროშკინას შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციიდან ურეკავენ და სთხოვენ შეხვედრას. თუ რაზე იყო საუბარი გენინსპექციაში ანდა რასთან გვაქვს საქმე, ამაზე „ქრონიკას" თავად ლალი მოროშკინა ესაუბრება:


- მე თუ არ მაქვს დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაცია, ისე არაფერს ვლაპარაკობ. მაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ გომელაურზე მზადდება დარტყმები სხვადასხვა კუთხიდან.  უკვე ცნობილია, რომ სააკაშვილმა საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკრიბა თანამოაზრეები, დაურიგა მესიჯ-ბოქსები და მზადდებოდა შემდეგი გეგმა: ლარის გაუფასურებას უნდა მოჰყოლოდა პანიკა, შეტევა სოციალურ ქსელებში და რაც მთავარია, თავდასხმა უნდა დაწყებულიყო იმ ყოფილ პატიმრებზე, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მძევლები, ლოიალურად არიან განწყობილნი ამ ხელისუფლების მიმართ და პატივს სცემენ ბიძინა ივანიშვილს. ეს ადამიანები იმდენად უფრთხილდებიან ივანიშვილის სახელს, რომ იმ უბნებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ აჭაჭანებენ სააკაშვილის სისხლისმსმელ „ზონდერებს". მაგალითად, რა მოხდა გიორგი გუდაძესთან დაკავშირებით? ეს ადამიანი „ნაციონალების" დროს სასჯელს იხდიდა იმ დაწესებულებაში, სადაც დირექტორი იყო ლაშა ბრეგვაძე და რომელიც გამოირჩეოდა სადიზმით პატიმრების მიმართ. საქართველო პატარაა, გუდაძის მეგობრები და ლაშა ბრეგვაძე სუფრასთან მოხვდნენ ერთად, არაფერი არ უთხრეს, ოჯახს სცეს პატივი, სანამ ამ უკანასკნელმა არ დაიწყო „ბლატაობა", საკანში რომ შევდიოდი, პატიმრები შიშისგან იფსამდნენო. „ნაციონალებს" დღეს ამ ბიჭების, ანუ ყოფილი პატიმრების არსებობა არ აწყობთ, რადგან დისკომფორტს განიცდიან ბარებში, რესტორნებში, უბნებში და ასე შემდეგ. პოლიციაში ჩატარდა თათბირი იმ თანამშრომლების მონაწილეობით, რომლებიც არიან იური ვაზაგაშვილის სიაში და ითქვა ასეთი რამ: გამოვიყენოთ ის რესურსი, ის ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც არიან ჩვენი მომხრეები. აქ საუბარია „ნაციონალების" „ზონდერებზე". შემდეგ ჩატარდა ფარული შეკრებაც, ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი „ზონდერებს". მე ძალიან დიდი მასალა მაქვს ამის შესახებ, მაქვს ვიდეო, სადაც წვრთნებია გადაღებული. ასევე, მაქვს ფოტომასალა. მათი მიზანი იყო, ყოფილი პატიმრებიდან ერთ-ერთი უნდა მომკვდარიყო, ამის შემდეგ დაიწყებოდა დაპირისპირება და ყველას ჩახოცვა, ან დაპატიმრება იმ პოლიციელების მიერ, რომლებიც ჯერ კიდევ არიან „ნაციონალების" გავლენის ქვეშ და ასრულებენ სააკაშვილის დავალებებს... ამჯერად გიორგი გადარჩა, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, ინფორმაცია დავმალო და შესაბამის უწყებებს არ გადავცე. მივიდნენ, ადამიანი ჩაცხრილეს და ამ დროს შეტევა მიდის მის მეგობრებზე და იწყება მათი აყვანა გომელაურის სახელით. თან ყველას უცხადებენ, 24 საათში დატოვეთ საქართველო, ეს მინისტრმა დაგვავალაო. ესენი ეუბნებიან, არ არსებობს, მინისტრი ამას არ დაგავალებდათო. მაგას ციხეში გაარკვევთ, დაგვავალა თუ არაო.

 

- ახლა გომელაურმა ყველაფერი იცის?

 

- კი, იცის, მე გენინსპექციაში გამომიძახეს და ყველა მასალა გადავეცი. ჩვენ მივედით საინტერესო შეთანხმებამდე, სხვა მასალებსაც მივაწვდი და გამოაშკარავდება ის ბანდა, რომელიც დღეს თბილისში მოქმედებს.

 

- რა ბანდაზე საუბრობ?

 

- ეგ პოლიციაში ჩაბუდებული ბანდაა, რომლის გაწმენდაც ამ კვირიდან დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ამის პირობა მომცეს. გარდა ამისა, არსებობს შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც მზადაა, შეასრულოს პოლიციელების ნებისმიერი დავალება. უკვე დაწყებულია მოკვლევა, ყველა პოლიციელი და „ზონდერი" დაისჯება. მე ისეთ ადამიანებს შევხვდი, რომ ნამდვილად მჯერა მათი, ერთ კვირაში ყველაფერი დასრულდება.

 

- დაახლოებით რამდენკაციანი ჯგუფი მოქმედებს თბილისში?


- დაახლოებით 50-კაციანი ჯგუფია, მისი წევრები შეიარაღებულები არიან და დადიან თბილისში ძვირადღირებული მანქანებით. მათ მწვანე აქვთ ანთებული იმ პოლიციელების მხრიდან,რომლებიც ვაზაგაშვილის სიაში არიან. ამ შემთხვევის დროს არ დაიჭირეს ის ადამიანი, რომელიც მაყუჩიანი იარაღით დარბოდა. სამაგიეროდ ყველა გაჩხრიკეს, ვისაც კი დაზარალებულთან ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც, არ გამოიძახეს და არ დაკითხეს ლაშა ბრეგვაძე. ამჯერად იყო დავალება, რომ სჭირდებოდათ ერთი გვამი, დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იქნებოდა. დაველოდოთ, მოვლენები ამ კვირაში სწრაფად განვითარდება და ყველა მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს.

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016