reportiori.ge - გიორგი ბერიძე: ბადრის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა და ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მასზე დაიწყებოდა ნადირობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 01:56
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ბერიძე: ბადრის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა და ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მასზე დაიწყებოდა ნადირობა!
ავტორი:
04 მარტი, 2015. 14:31


საქართველოში კარატეს ერთ-ერთი ფუძემდებელი და კერძო დაცვის სამსახურების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი, ფიზიკოსი გიორგი ბერიძე აწ განსვენებული ბადრი პატარკაციშვილის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2007 წლის ავადსახსენებელ 7 ნოემბერს გიორგი ბერიძე სააკაშვილის ჩაფრებმა „ტელეიმედში" შეჭრის დროს დააპატიმრეს და უმძიმესი ბრალი წაუყენეს - „საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იარაღის შეძენა, შენახვა"... იმ საშინელი მოვლენებიდან რვა წლის შემდეგ გიორგი ბერიძე „ასავალ-დასავალს" ექსკლუზიურად უცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილის უსაფრთხოების სამსახურს ერთი თვით ადრე ჰქონდა ინფორმაცია სააკაშვილის მანქურთების „ტელეიმედში" მოსალოდნელი შეჭრის თაობაზე. ამის შესახებ, თურმე, ამერიკის ელჩისაც ეცნობა, მაგრამ...


- ბატონო გიორგი, ცნობილია, რომ ბადრი პატარკაციშვილი ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა. როცა ჟვანიას სიკვდილის შესახებ შეიტყო, როგორი იყო მისი რეაქცია?

 

- ბადრის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა და ჟვანიას მკვლელობის შემდეგ მასზე დაიწყებოდა ნადირობა. მეგობარს რომ მოგიკლავენ და მერე შენ მოგადგებიან, ამას ისეთი შორსმჭვრეტელი კაცი, როგორიც ბადრი იყო, განა ვერ მიხვდებოდა? ხშირად ისეც ხდებოდა, რომ სწორედ სააკაშვილის სამსახურში მყოფი ადამიანები გვაწვდიდნენ ინფორმაციას სააკაშვილის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, თუნდაც „ტელეიმედთან" დაკავშირებით.


- მაინც რას გეგმავდა სააკაშვილი?

 

- ვიდრე „ტელეიმედში" შევარდებოდნენ და იქაურობას დალეწავდნენ, დაახლოებით ერთი თვით ადრე ვიცოდით ამის შესახებ. ჩვენ იარაღი არ გვქონდა, მაგრამ გავასამმაგეთ „იმედისა" და სხვა ობიექტების დამცველთა რაოდენობა. პირადად გავაფრთხილე ბიძინა ბარათაშვილი, გიორგი თარგამაძე... და რაც ყველაზე მთავარია, ვიცოდი, რომ „იმედს" ამერიკის საელჩოსთან ჰქონდა კავშირი...

 

- რას გულისხმობთ, ბატონო გიორგი? თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად!

 

- დიახ, „ტელეიმედის" ხელმძღვანელობას ამერიკის საელჩოსთან ჰქონდა კავშირი და მათ შორის არსებობდა შეთანხმება, რომ ტელევიზიაში შემოჭრის შემთხვევაში, ისინი აღკვეთავდნენ ნებისმიერ არადემოკრატიულ მოქმედებას.

 

- გინდათ, თქვათ, რომ შეთანხმების თანახმად, ამერიკის საელჩოს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის უნდა ეცნობებინა, რომ სააკაშვილი „ტელეიმედში" შეიჭრა?

 

- დიახ, ამერიკის ელჩი იძლეოდა გარანტიას, რომ ამერიკის საელჩო არ დაუშვებდა სააკაშვილის მიერ „იმედის" დარბევას, მაგრამ ბოლო მომენტში ზემოთ რაღაც შეიცვალა და სააკაშვილს მისცა საშუალება, ტელევიზიაში შეჭრილიყო.


- თქვენიაზრით, რა შეიცვალა?

 

- თუ ვიღაცის მიზანი იყო საშინელი ექსპერიმენტის ბოლომდე მიყვანა, მაშინ სააკაშვილისთვის უნდა „გაემწვანებინათ" გზა, რადგან მის მიერ ატეხილი აგვისტოს პროვოკაციული ომის გარეშე წარმოუდგენელი გახლდათ რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. გამოდის, რომ სააკაშვილს დაამთავრებინეს ექსპერიმენტი და დაღუპეს საქართველო!

 

- რას იტყვით ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შესახებ? მართლა გული გაუსკდა?

 

- ბადრი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი და ლაპარაკი იმის შესახებ, რომ გული გაუსკდა, იგივეა, ვაღიაროთ, რომ გამოვიდა კაცი ქუჩაში, თავში დაეცა მეტეორიტი და დაიღუპა. სააკაშვილს შეეძლო, საქართველოში ვიღაც ეწამებინა, გაეუპატიურებინა და დაეხვრიტა, მაგრამ ბადრი არ იყო სააკაშვილისა და ერეკლე კოდუას დონე. მოკლედ გეტყვით - ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე გადაწყდა!

 

- დღეს ცოცხალი რომ იყოს, მოიწონებდა თუ არა ბადრი პატარკაციშვილი „იმედის" პოლიტიკას?

 

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედი" არის „რუსთავი 3"! ბადრი საქართველოს დიდი პატრიოტი იყო, მე მომსწრე ვარ, რომ ის არ ერეოდა „იმედის" საქმიანობაში, მაგრამ დღევანდელი „იმედი" რომ ენახა, ნამდვილად თავს მოიკლავდა! ეს არის ყოვლად უღირსი, ნაციონალების გვერდით მდგომი და სააკაშვილის პოლიტიკის გამტარებელი ტელევიზია!

 

- რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის მეუღლეს, ქალბატონ ინა გუდავაძეს, რას იტყვით მის შესახებ?

 

- ბადრი იყო ღირსეული და დიდი დიაპაზონის კაცი, ძალიან გულუხვი და უსაზღვროდ ხელგაშლილი... კაცი, ფაქტობრივად, შეეწირა „ტელეიმედს" და დღეს ეს ტელეარხი ისევ სააკაშვილის რეჟიმში უნდა მუშაობდეს?! შეხედეთ სახეებზე „იმედის" თოქ-შოუების წამყვანებს - ეკრანიდან გაქანებული მიშისტები გვმოძღვრავენ, რომლებსაც ეზიზებათ, როგორც ეს ხელისუფლება, ისე ქართველი ხალხი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ - დღეს ტელეკომპანია „იმედი" ბადრის მკვლელების წისქვილზე ასხამს წყალს! ეს არის პირდაპირი გარიგება ნაცმოძრაობასან! თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო ბადრის მეუღლესა და სააკაშვილის რეჟიმს შორის, იმდენად კაბალურია, შეკითხვების ადგილს არ ტოვებს. საგანგებოდ მინდა ვისაუბრო ქართველი ვიშინსკის - ნიკა გვარამიას შესახებ. მე რომ დამიჭირეს, ეს ნაძირალა ჩემს კადრებს მთელი თვე-ნახევრის განმავლობაში „რუსთავი 2"-ის ეთერში და ქუჩის ტელემონიტორებზე ატრიალებდა და ხალხს უმტკიცებდა, თუ როგორ ვგეგმავდით ბადრისთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას. ეს მატყუარა ადამიანი ნაცმოძრაობის ყველა სისტემური დანაშაულის თანამონაწილე და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფარსის განუყოფელი ნაწილია.


- ბატონო გიორგი, თქვენ როდის გაგათავისუფლეს?

 

- დამაპატიმრეს 2007 წლის 7 ნოემბერს „ტელეიმედის„ შენობაში და გამომიშვეს 8 თვის შემდეგ. მოგეხსენებათ, ბადრი 25 მილიონ დოლარს უყოყმანოდ იხდიდა ჩვენს გათავისუფლებაში, მაგრამ არ დასცალდა, მოკლეს. მთავარი მოწინააღმდეგე რომ ჩამოიშორეს, ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი გენერალი და პირდაპირ გამომიცხადა - აღარ არსებობს მიზეზი, რის გამოც ციხეში უნდა იჯდეთ და საპროცესო შეთანხმებით გაგიშვებთო! ჩვენება არც კი მიმიცია, 5 ათასი ლარი გადამახდევინეს, „თიბისი ბანკში" და გამომიშვეს - სხვათაშორის, ამ 5 ათას ლართან დაკავშირებით გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ საინტერესო რამ მოხდა - მომადგა სასამართლო აღმასრულებელი და მითხრა - შენ საპროცესო გარიგების თანხა - 5 ათასი ლარი არ დაგიფარავს და სასწრაფოდ გადაიხადე, თორემ ციხეში შეგაბრუნებთო! აღმასრულებელს ვანახე გადახდის ქვითარი, რომელმაც „დამაკვალიანა" - მობრძანდით ჩვენთან, დაწერეთ განცხადება და ამ ქვითრის ასლიც თან იქონიეთო! ამ ყველაფერმა მომცა საფუძველი, ვამტკიცო - სააკაშვილის რეჟიმის ხელდასხმით, პრობაციონერების ფულს ბანკები წლების განმავლობაში ატრიალებდნენ და შემდეგ კონკრეტულ ანგარიშებზე რიცხავდნენ! იმ დროს „საქართველოში 350 ათასი პრობაციონერი ცხოვრობდა და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ოდენობის თანხების უკანონო ბრუნვას ახორციელებდა სააკაშვილის რეჟიმი თავის მოკავშირე ბანკებთან ერთად?! ყველაფერთან ერთად, ეს თემაც შესასწავლი და გამოსაკვლევია!

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016