reportiori.ge - რა ფაქტების გამო დაიჭერენ კობა ნაყოფიას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 02:11
პრეს-დაიჯესტი
რა ფაქტების გამო დაიჭერენ კობა ნაყოფიას?
ავტორი:
04 მარტი, 2015. 17:07


კულუარული საუბრების თანახმად, მალე მილიონერ კობა ნაყოფიას ცოდვებს ამოუქექავენ და არ არის გამორიცხული, სადეპუტატო მანდატიც შეუჩერონ. პრესაში დიდი ხანია ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანის გამილიონერება 2004 წლიდან იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააქციო საზოგადოება „მადნეულში" სახელმწიფო ფლობდა 98% წილს, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ხელდასხმით გენერალურ დირექტორად დანიშნულ იქნა სახელისუფლებო წრეებთან და ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კობა ნაყოფია. სწორედ აღნიშნულ პერიოდში კახა ბენდუქიძისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მიერ შემუშავებულ იქნა გეგმა, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო „მადნეულის" პრივატიზაცია, რომელსაც იმ დროისთვის არსებული აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ჰქონდა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების უკვე მოპოვებული და დასაწყობებული კვარციტული მადნის მარაგი (საიდანაც ხდება ოქროს მიღება). ამ გეგმის მიხედვით, პრივატიზაციის შედეგად საწარმოში უნდა შემოსულიყო უცხოელი ინვესტორი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის თვალის ასახვევად, თითქოს საბაზრო ფასად შეიძენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოს 98%-ს თავისი უკვე მოპოვებული მარაგებით, რომლის არსებობაც უცნობი იყო მოსახლეობისთვის. რეალურად კი საწარმოს პრივატიზაცია მოხდებოდა მიზერულ ფასად, რის სანაცვლოდაც ინვესტორს „წილში ჩაუჯდებოდა" სახელისუფლებო შტოებთან დაახლოებული პირი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველი გუნდის შავი ფულით მომარაგებას, რომელიც მოხმარდებოდა მათი გეგმებისა და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამ კრიტერიუმით იქნა შერჩეული ზემოხსენებული კობა ნაყოფია, რომელმაც კახა ბენდუქიძესთან შეთანხმებით აწარმოა მოლაპარაკებები რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებთან, სერგეი გენერალოვთან და სიმონ პოვარენკინთან, რომელიც წარმატებით დასრულდა.



მათ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შემდგომაც საწარმოს პრივატიზაცია მოხდა სახელმწიფოსთვის წამგებიანი პირობით - 36 მილიონ ლარად, ხოლო კობა ნაყოფიამ „მადნეულში" მიიღო 25% წილი და მმართველობის უფლება. წამგებიან პირობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საწარმოს გასხვისების შემდგომ, უმოკლეს პერიოდში მოხდა „დოიჩე ბანკიდან" კრედიტის - 300 მილიონი დოლარის აღება, რის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებული იქნა შპს „კვარციტისა" და „მადნეულის" ქონება. მმართველობითი უფლების მოპოვების შემდეგ კობა ნაყოფიამ ბოროტად ისარგებლა ინვესტორების ნდობით და „მადნეულისა" და „კვარციტის" ხელმძღვანელთანამდებობებზედაანიშნინამისთვისსასურველიპირები, რომლებიც წარმოადგენდნენ მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს და მათ მიერვე შექმნილ „ფილტრ" ფირმებში მოახდენდნენ შავი ფულის აკუმულირებას. როგორც ამბობენ, სწორედ ამ მიზნით, კობა ნაყოფიას დავალებით და მითითებით დაიწყო საწარმოების არაეფექტური მართვა - მისი უშუალო მითითებით „მადნეულსა" და „კვარციტში" ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ დაფუძნდა რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული საწარმო, ე.წ. „ფილტრი" ფირმები, მათ შორის შპს „ტექნიკა სერვისი" და შპს „ნავიტას გრუპი", რომლებიც შუალედურ რგოლს წარმოადგენდნენ „მადნეულისა" და „კვარციტისთვის" რეალურად მომსახურების გამწევ ფირმებს შორის, სწორედ აღნიშნული „ფილტრ" ფირმებში ხდებოდა დანაშაულებრივად, ზედმეტად გადახდილი თანხების დალექვა, რომელიც შემდგომ ხმარდებოდა პირადად კობა ნაყოფიას და პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებას. სწორედ ზემოხსენებული სქემის მიხედვით მხოლოდ შპს „ტექნიკა სერვისისთვის" და შპს „ნავიტას გრუპისთვის" ზედმეტად გადაქაჩული თანხის ოდენობამ შეადგინა დაახლოებით 35 მილიონი ლარი.


ასევე, გავრცელებული ხმებით, მას შემდეგ, რაცკობანაყოფიაარჩეულიქნა საქართველოსპარლამენტის წევრად და ფიქციურად, ჩამოშორდა მმართველობით ფუნქციებს, შპს „ტექნიკა სერვისისგან" 2010-2012 წლებში, ე.წ. „ატკატის" სახით მიიღო 6 მილიონ ლარზე მეტი თანხა, რომლიდანაც დაახლოებით 4 მილიონი ლარი უშუალოდ ჩარიცხულ იქნა მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო 2 მილიონი ლარი ჩაირიცხა მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის „გოლდ ინვესტის" ანგარიშზე, საიდანაც მოხდა მხატვრული ფილმის - „აგვისტოს 5 დღის" დაფინანსება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობა ნაყოფიამ დააფინანსა სტინგისა და სხვა ცნობილი მომღერლების მიერ „ნაციონალური მოძრაობის" პიარკამპანიისთვის გამართული ღონისძიებები. მანვე შეიძინა მომღერალ სოფო ნიჟარაძისთვის ძვირადღირებული ბრენდის „დოლჩე-გაბანას" კაბა, რომლითაც ის წარდგა ანდრია ბოჩელის კონცერტზე. ამ თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად შპს „ტექნიკა სერვისსა" და კობა ნაყოფიას შორის გაფორმდა ყალბი სესხის ხელშეკრულებები. მეტიც, კობა ნაყოფიამ თავისი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია დანიშნა „კვარციტში" გენერალური დირექტორის მრჩევლად საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, რომელმაც 2009-2011 წლების განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო დაახლოებით 7 მილიონი ლარი. აჰა, ხალხო, ხელფასიც ამას ჰქვია!


აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კვარციტული მადნის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა საბადოს გეოლოგიური კვლევა, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან და ხანგრძლივ პერიოდთან, პროცესი შეიძლება გაგრძელდეს 5-10 წელი. კობა ნაყოფიასა და მისი გუნდის არასწორი მენეჯმენტის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ მათი მმართველობის პერიოდში საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება საწარმოს განვითარების პერსპექტივებს, არ ხდებოდა საბადოს უბნების გეოლოგიური შესწავლა, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მსგავსი პროფილის საწარმოს გამართული ფუნქციონირებისთვის, მათ მიერ ხდებოდა მხოლოდ არსებულ გამოკვლეულ უბნებზე კვარციტული მადნის მაქსიმალური მოპოვება და გადამუშავება. შედეგად მივიღეთ ის, რომ სრულად ამოიწურა საბადოს უბნებზე კვარციტული მადნისა და სხვადასხვა ფერადი ლითონის მადნის მარაგი და ამის შემდეგ საწარმო გაიყიდა სხვა ინვესტორზე, ეს მოხდა 2012 წლის ივნისში. არასწორი მენეჯმენტის გამო ახალი ინვესტორი აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში - ვინაიდან მადნის მარაგი სრულად იყო ამოწურული და ერთადერთ გამოკვლეულ უბანს წარმოადგენდა საყდრის-ყაჩაღიანის მონაკვეთი, რომელზეც გეოლოგიური კვლევები ჩატარებული იყო წინა პერიოდში და ამ უბნიდან მადნის არამოღება გამოიწვევდა საწარმოების სრულ პარალიზებას, ათასობით სამუშაო ადგილის გაუქმებას, რაც მძიმედ აისახებოდა უშუალოდ ბოლნისის რაიონისა და მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე.


ვნახოთ, რა გაგრძელება ექნება ამ ისტორიას, რას იზამს გამოძიება. როგორც ამბობენ, საქართველოში ნაყოფიას იმპერია მალე დაემხობა. ჩვენ გადავამოწმეთ, დადის თუ არა პარლამენტში კობა ნაყოფია და ესწრება თუ არა სხდომებს? როგორც გავარკვიეთ, ის კარგა ხანია მოსკოვშია და პარლამენტში საერთოდ არ დადის. როგორც ჩანს, უკვე ის დროა, თავად პარლამენტის შესაბამისმა სამსახურმა გამოიკვლიოს, რასთან გვაქვს საქმე და ჩვენი ჯიბიდან გადახდილი ხელფასიც უკან მოატანინოს. ისე, ცოტა უცნაურია, ხომ არ არის კობა ნაყოფია ქვეყნიდან გაქცეული და ხომ არ მოუწევთ ჩვენს სამართალდამცავებს მისი ჩასმაც წითელ ცირკულარში? არც ის არის გამორიცხული, ცოტა ხანში უკრაინის მთელი ოქროულობა ჩააბარონ და კიევიდან გვიჩვენოს სამი თითის კომბინაცია. ჩვენში ასეც ხდება ხოლმე!

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016