reportiori.ge - ეუთოს შეფასება: აზერბაიჯანში არჩევნები ამომრჩევლებზე ზეწოლით,თავისუფლების შეზღუდვით და არათანაბარ საარჩევნო გარემოში მიმდინარეობდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:44
მსოფლიო
ეუთოს შეფასება: აზერბაიჯანში არჩევნები ამომრჩევლებზე ზეწოლით,თავისუფლების შეზღუდვით და არათანაბარ საარჩევნო გარემოში მიმდინარეობდა
ავტორი: ანა შანიძე
10 ოქტომბერი, 2013. 16:49

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანში პირველი პრესკონფერენცია გამართეს.ეუთოს ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მწვავე და კრიტიკულია.ზეწოლა ამომრჩევლებზე,თავისუფლების შეზღუდვა,არათანასწორი საარჩევნო გარემო.-ასე შეაფასა არჩევნები ეუთოს მისიამ. ორგანიზაცია კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს,რომ დარღვევა იყო ყველა ეტაპზე.

 „ცხრა ოქტომბრის არჩევნების იმიჯი აზერბაიჯანში შეკრების თავისუფლების შეზღუდვით მიმნდინარეობდა,ასევე არიქნა გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის. საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლების დაშინებამ და საინფორმაციო საშუალებების შეზღუდვამ. მნიშვნელოვანი პრობლემები პროცესის ყველა ეტაპზე დაფიქსირდა"-განაცხადა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა მიხაილ ვოისინიმა

ანგარიშის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ალიევის მომხრეებმა დასკვნა გააპროტესტეს და ჯრნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს.

ამ დროისთვის ,ცესკო-მ ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვალა,მონაცემების მიხედვით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გაიმარჯვა.

არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს ზერბაიჯანის ოპოზიციაც .პრეზიდენტ, ალიევის მიმართვის გავრცელების შემდეგ სპეციალური ბრიფინგი გამართა ოპოზიციის ლიდერმა. ჯამინ ჰასალნი აცხადებს,რომ გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულია და ოპოზიციას სათანადო მტკიცებულებები გააჩნია.

„გუშინდელი არჩევნები გაყალბდა.მე მაქვს ბიულეტენები,რომლებზეც წინასწარ იყო შემოხაზული ალიევის გვარი.ჩვენმა მხარდამჭერებმა ე.წ. „კარუსელის"შემთხვევებიც გამოავლინეს.ჩვენ არ ვაპირებთ არსებულ ვითარებასთან შეგუებას. ველოდებით მერიის პასუხს,რომ 12 ოქტომბერს საპროტესტო აქცია ჩავატაროთ"-განაცხადა ჰასალნიმ

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016