13 ოქტომბერს, ვარდების მოედანზე მუსიკოსები აქციას გამართავენ სახელწოდებით - არა ოკუპაციას! ისინი რუსეთის მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ.
აქცია-კონცერტში, Green Room, ნიაზ დიასამიძე, კონტრაბანდა, ქეთათო, Loudspeakers, ჯგუფი "არა", ლადო ბურდული, Electric Appeal მიიღებენ მონაწილეობას. ასევე პირველად სცენაზე გამოცნდება ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობაც"
„გაიმართება აქცია - არა ოკუპაციას! ჩვენი აქცია მიმართულია მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ. ორგანიზატორები ვართ მე, ნუცა კუხიანიძე, გუკა რჩეულიშვილი და ჩვენი მეგობრები. მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც აქტუალურია დღეს ეს თემა და ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი ქვეყნის მცოცავი ოკუპაცია. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა აქციაში." - განაცხადა, „რეპორტიორთან" საუბარში, ქეთათო ჩარკვიანმა.