ძველი არქივიდან!
პოლიტიკური დევნილი გ ო ჩ ა კ ე ლ ე ნ ჯ ე რ ი ძ ე ქვეყანაში ნაცრევანშის მიმდინარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, თუ სასწრაფო ზომებს არ მიიღებენ, პროცესები მალე სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზრდება.
- დიახ, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით -- ნაცრევანში ახლოვდება და სულ მალე სისხლიან ფაზაში გადავა! ამაზე კი პასუხისმგებელი იქნებით თითოეული ქართველი!
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ინსცენირება გიგა ბოკერიას კლანის მოწყობილია. ეს რომ რომელიმე ნაწამები ადამიანის ნამოქმედარი იყოს აუცილებლად სხვა შედეგებით დამთავრდებოდა. თუმცა, ჯალათი ბოკერია მალე რომელიმე ნაცდეპუტატს გააგორებს, როგორც სჩვევიათ და ამით შეეცდება ნაცრევანშის გადამწყვეტ ფაზაში შეყვანას. ეს აუცილებლად მოხდება, თუ ეს ტერორისტი დროზე არ იქნა შეჩერებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
_ ბატონო გოჩა, ეს საკმაოდ მძიმე განცხადებაა....
- ეს არის ნაცების მოქმედების სტილი, რომელიც ნისკარტჩასისხლიანებულ ვინმე ჩიორათი და ჯამბაზ-ჯალათი კანდელაკის მოღრეცილი ღრანჭებიდან იღებს სათავეს. წიკლაურის „ცემის" ფაქტიც ამ ჯაჭვური პროცესის ნაწილად უნდა განვიხილოთ. რაღა შორს მივდივართ, მიშისტური კლანი თანაგუნდელის მოკვლაზე რომ არ დაიხევს უკან, ამას მათ მიერვე ზურაბ ჟვანიას ლიკვიდირება ამტკიცებს. ვითარება საგანგაშოა, რადგან დიდია საფრთხე უმართავი პროცესების და სწორედ ეს აწყობს და უნდა ნაციონალურ მოძრაობას. ის აუცილებლად დაარღვევინებს ხელისუფლებას სისხლს ან თავად დაღვრის და მას დააბრალებს, ისევე, როგორც ეს მოახერხეს გივი თარგამაძის სნაიპერებმა კიეველი მაიდნელების ზურგიდან ხოცვით. ამ ყველაფერს კი ერთი მიზანი აქვს __ ღარიბაშვილის მთავრობის გასისხლიანება და დადანაშაულება, რაც თბილისური ევრომაიდნის შემზადებისთვის აუცილებელი პირობაა.
ზემოხსენებულ ადამიანების მისამართით ჩემს მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ და მეტი თვალსაჩინოებისთვის გავიხსენებ ერთ შემთხვევას -- თავის დროზე ბოკერია-გაბაშვილის მიერ ჩემი გადაბირების მცდელობას. მათი საუბრის შინაარსი ასეთი იყო - „მხედრიონს" არც ჩვენ ვუჭერთ მხარს, გვჭირდება და ამ საზარბაზნე ხორცსაც, რომელსაც ახლა ვიყენებთ თქვენს გასანადგურებლად მალე გაანადგურაბს ჩვენი უშუალო მოკავშირე და წინამძღვარი ედუარდ შევარდნაძე. ზვიადს რომ გავანადგურებთ მერე...."
მეუბნებით, რომ მძიმე განცხადებებს ვაკეთებ. თუ პროკურატურა და სასამართლო ნაციონალებისგან გათავისუფლდება, იმის გამოძიებასაც შევძლებთ, როგორ უსწორდებოდა რევანშის წყურვილით გაშმაგებული ნაცბანდა საკუთარ თანაგუნდელებს და იმის გამოძიებასაც, ისროდნენ თუ არა კიევში, ევრომაიდანზე თარგამაძის სნაიპერები.
_ დღეს რომ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ, არის თუ არა გარკვეულწილად იმის შედეგი, რომ მკვლელები და ჯალათები ჯერ კიდევ არ დასჯილან, ხოლო სამართლიანობა არ აღდგენილა?
_ დაუსჯელობის სინდრომი, ნაცრევანშის გარდა, კიდევ ერთი საფრთხის წინაშე გვაყენებს. თუ სამართლიანობის აღდგენა ამ დინამიკით გაგრძელდა, გარდაუვალია დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლება, რაც ქართული სახელმწოფოებრიობის განადგურება იქნება და ამაზე პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებას დაეკისრება. ნაწამები და გაუპატიურებული ქართველი ხალხისთვის ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება ის, თურმე, სააკაშვილის გასამართლებას არ მოგვიწონებენ ევროპა და ამერიკა. თუ ევროპელობა ასე გვინდა, მაშინ სხვა რამეშიც მივბაძოთ.
_ მაგალითად?
_ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
_ მაინც რას, ბატონო გოჩა?
_ მაგალითად, დეისაძის, ბურჭულაძის, ქარუმიძისნაირი ინდივიდები -- ასეთი მარგინალები და მარაზმატიკები მრავლად არიან ევროპაში, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ასეთ მარგინალებს მწერლებს უწოდებენ, ევროპაში მათ შესაბამისი სახელი აქვთ. ევროპაში დეისაძის, ბურჭულაძის, ბუღაძის თუ ქარუმიძის მსგავსი ინდივიდები ოფიციალურად სატანიზმის მიმდევრების სახელით არიან ცნობილი. მათ აქვთ ცალკე, ჩაშავებული პატარა მაღაზიები მოჯურღმულო ადგილებში. საქართველოში კი ასეთებს მოაზროვნეებად აცხადებენ და სატელევიზიო ეთერებს და გაზეთის ფურცლებს უთმობენ.
ისინი ანტიადამიანური ელემენტები არიან, საზოგადოების მტრები და, შესაბამისად, ყველა მათი ხელშემწყობი, საზოგადოების მასობრივი დაავადების მცდელობის ბრალდებით პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული!
ესაუბრა ნონა ბენდელიანი
„ასავალ დასავალი" . 2014