როგორ ემზადება სტუდენტობა 21 მარტის აქციისთვის? ვინ ზრუნავს მათ მობილიზაციაზე და როგორი სქემა აქვთ „ნაციონალებს“?
„ალიას“ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გაგნიძე ესაუბრა:
– „ნაცებმა“ კვლავდანიშნესდიდიაქციარუსთაველზე, მაგრამამჯერადისინიუკვეხელისუფლებისდამხობისინიციატივითგამოდიან, თანსაკმაოდადრედააანონსესგამოსვლა, რაც, ჩემიაზრით, იმითააგანპირობებული, ისრაოდენობარომგამოიყვანონხალხისა, რასაცელიან, ამას კიდიდიდრო სჭირდება. ამ ანონსის რეკლამას აიტაცებენ მათი ტელევიზიები და ეტყობა, სურთ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ ხალხზე და არსებულ ხელისუფლებაზე. ეს ცრუ „ნაციონალები“ ასევე ცრუ ოპოზიციაში არიან, რადგანაც ჯიპიანი, რესტორნებში მოქეიფე, ვილებიანი, მილიონებით ჯიბეამოვსებული და ნაპატიები ოპოზიცია მსოფლიოს არ გაუგია. ესენი საბაბად იყენებენ ძირითადად ლარის კურსის დევალვაციას, რაც ისევ მათგან მოდის და იციან, რომ ეს გავლენას ახდენს უბრალო ადამიანებზე, მაგრამ ხალხი მათ არ აჰყვება, რადგანაც ძალიან კარგად ახსოვთ მათი სისხლიანი რეჟიმი და, რაც არ უნდა „ქართულ ოცნებას“ წყალი შეუდგეს, ეგენი მაინც ვერ დაბრუნდებიან სათავეში.
– რა ხდება ილიას უნივერსიტეტში?
– დიდი ამბები. მობილიზებული არიან ცალკეული ჯგუფები, რომლებსაც ხელმძღვანელობს პარლამენტის დეპუტატი სერგო რატიანი, რომელსაც მე, პირადად, ორ ბატს არ ჩავაბარებდი! ესაა კაცი, რომელიც უნივერსიტეტში დაწინაურდა „ჩაშვებებით“ და დაჭერებით, სხვის უბედურებაზეა აწყობილი. მერე პარლამენტარი გახდა დაახლაქვეყანაუნდაშეცვალოსდა „არ ახსოვს“, თვითონ რას აკეთებდა და როგორ სტანჯავდა ხალხს?
– როგორ სტანჯავდა?
– ეგ იყო „შავრაზმელი“ ინსტიტუტში, თევზაძე მას ათხოვნინებდა ხალხს, მაგისი შიშით ხალხს გული უსკდებოდა და ეგ გამოდის ახლა და თავისუფლებაზე ლაპარაკობს? და სხვას ეუბნება იმას, რაც თავად იყო? ახლა ცდილობს, რომ დარაზმოსსტუდენტობა „ოცნების“ წინააღმდეგ; რა რაოდენობაც მათ აქვთ ჩაფიქრებული, ის რაოდენობა არ გამოვა, მაგრამ ჩვენთან ხდება თანხების მობილიზება აქციაში მონაწილეებისთვის დასარიგებლად. ასევე ჩანაფიქრია, რომ ამ აქციაში ჩართონ არა მარტო სტუდენტები, არამედ პროფესორებიც. თანხები აქვთ ჯერ სტუდენტებიდან შემომავალი და მერე, სხვათა შორის, „ილიაუნი“ განათლების სამინისტროდან ყველაზე უფრო დაფინანსებული უნივერსიტეტია. არ დაგავიწყდეთ, რომ განათლების სამინისტროზე რატიანს ზეწოლა აქვს, რადგანაც ის საკმაოდ მყარი სტატუსით სარგებლობს პარლამენტის განათლების კომიტეტში. ხომ ხედავთ, რომ კიღურაძე ფაქტობრივად, გააჩერა და ნუკრი ქანთარია კი საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან და ახლა ისინი ხომ ვერაფერს მოქმედებენ? კომიტეტის თავმჯდომარე, რასაც ვუყურებთ, ფაქტობრივად, რატიანია, ისაა არაფორმალური ლიდერიც და, სხვათა შორის, მინისტრი სანიკიძეც რატიანის მითითებებით მოქმედებს. „ილიაუნის“ დაფინანსება ვახსენეთ და, რაც სხვა უმაღლესებს აქვთ ფული გამოყოფილი, რამდენჯერმე მეტი აქვს ამ უნივერსიტეტს, ოღონდ ამას არ აცხადებენ, მაგრამ ამას წინათ რატიანმა გაილაშქრა სანიკიძის წინააღმდეგ, როცა პედაგოგების სქემაზე იყო საუბარი და არ დაუფასა ამაგი მინისტრს და არც დაუფასებს, რადგანაც ბევრი ეგეთი გამოუყვანია მწყობრიდან და აღარც მიუხედია იმათთვის. „ილიაუნს“ ასევე აფინანსებსსხვადასხვასაერთაშორისოორგანიზაცია. როგორც ითქვა, არც სააკაშვილი დააკლებს ხელს და უკრაინის რესურსებს გამოიყენებს აქ არეულობის მოწყობისთვის, მაგათგან ყველაფერია მოსალოდნელი. რაც შეეხება პროფესურას, მათ დიდ უმრავლესობას უმთავრდება ვადა და ხომ უნდათ გახანგრძლივება დროის? ხოდა, ეს ხელშეკრულებები არის შესანიშნავი ამ პროფესორ-მასწავლებლების გასაკონტროლებლად და ზეწოლისთვის. ახლა ერთწლიანი ხელშეკრულებებიც შემოიღეს და მათ ხელში ვართ, სხვას მოიყვანენ ჩვენს ადგილას! ამით დატერორებულები ჰყავთ ეს ადამიანები.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რეფორმების საერთაშორისო ცენტრის წამყვან სპეციალისტად დაინიშნა გია ბარამიძეო.
– მაგას უკვე დაპატიმრება ემუქრებოდა აქ და გაასწრო. ეგ ბარამიძე არის პირველი ანტირეფორმისტი, რომელმაც ადამიანები და ეკლესიები არ დაინდო და იმათ რას უზამს? გიგი თევზაძე ბარამიძესთან კარგად იყო, გიგი პირველად რომ მოვიდა უნივერსიტეტში, სულ ბარამიძეს იწვევდა ხოლმე და, ინფორმაცია მაქვს, რომ დიდი შანსია, უკრაინაში თევზაძეს განათლების სისტემა ჩააბარონ. რაც შეეხება აქაურ ინფორმაციებს, აქციის სქემა უკვე ცნობილია: აქცია რამდენიმე ნაკადად გაიყოფა, რატიანის მეთაურობით ერთი ნაწილი კანცელარიასთან ავა და მოითხოვს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადადგომას დაუყოვნებლივ. მერე გაშლიან კარვებს, დასხდებიან საშიმშილოდ,ვითომ დიდი მოშიმშილეები მყვანან. ერთი ნაწილი პარლამენტთან დადგება, შეიძლება რკალი შემოარტყან შენობას და სულ არ არის გამორიცხული, ქუთაისშიც მოხდეს გამოსვლა. თბილისში იგეგმება შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროსთან მისვლა. ესენი პერმანენტულ აქციებს აპირებენ. ასევე, იგეგმება, რომ თავად მოაწყონ დიდი პროვოკაციაც, ესეც გენერალურ გეგმაში შედის. მაგრამ შესაძლოა, ჩვენს დეპუტატებზეც განხორციელდეს ტერორისტული თავდასხმა, რაც მათი აზრით, წყობიდან გამოიყვანს ხალხს. ჩემი ინფორმაციით, დაგეგმილია თავდასხმა... დავასახელო პიროვნებები?
– რა თქმა უნდა!
– სოსო ჯაჭვლიანზეც, რომელმაც არ დაინდო „ნაციონალები“ პარლამენტში, ასევე კურტანიძის დეპუტატობასაც ვერ იტანენ და სხვა დეპუტატებსაც. ანუ, ეს არაა მარტო მიტინგი მიტინგისთვის, ან დემონსტრაცია დემონსტრაციისთვის, ვიმეორებ, ამათ დიდი გეგმები აქვთ, რადგანაც ესენი ხელისუფლების შეცვლას ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს, და თუკი გადატრიალება მოახდინეს, რატიანს განაღდებული აქვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პორტფელი, თუ უფრო დიდი თანამდებობა არა. ასევე, დაწინაურდებიან სხვა პიროვნებებიც.
– რაც შეეხება ამჟამად უკრაინაში მყოფებს?
– ეგენი ყველანი ჩამოვლენ: სააკაშვილიც ჩამოვა, ბარამიძეც, ადეიშვილიც და დანარჩენებიც და უკრაინაში ჩანაცვლება მოხდება: იქ სხვა, მეორე-მესამე ხარისხოვნებს გაუშვებენ. ანუ, ბარამიძის ნაცვლად ჩიტირიკაშვილი დაინიშნება და ასე.
– მერე აწყობს ეს ამერიკას?
– ეტყვიან, ჩვენ სამშობლო გვაქვს დასალაგებელიო, მაგრამ იქაურ ადგილებს ესენი არ დათმობენ. გამოდის, რომ, როგორც საქართველოს ოკუპაცია მოახდინეს ერთ დროს ცრუ ნაცებმა, ახლა უკვე ასევე უკრაინა აქვთ ოკუპირებული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ღმერთი მაღლიდან იყურება, და აქ ეგენი ვეღარ შეძლებენ ვერაფრის ჩადენას, მაგრამ გამორიცხული არაფერი არაა.
– წეღან რომ მეუბნებოდით, აქ უნდა მივიდნენ, იქ უნდა ჩაატარონ აქციებიო, ხალხისრესურსისაამისოდაქვთ?
– ეგაა საკამათო და საინტერესო, რისი იმედი აქვთ? რატომ სჯერათ თვითონ და რატომ აჯერებენ მიშას, რომ ამას შეძლებენ? ალბათ, რომ სხედან, მაგაზე ფიქრით იღლიან თავებს და, ვიმეორებ, რისი იმედი აქვთ? თუმცა, ეტყობა, რატიანისა და ახალგაზრდების გამოყვანის დიდი იმედი აქვთ.
– როგორც ბენდუქიძის დროს ხდებოდა, ხომ?
– კი! ზუსტად ისე და უკრაინიდან რომ შეიძლებოდეს ხალხის ჩამოყვანა, არც მაგაზე დაიხევდნენ უკან. ეტყოდნენ, თუ გინდათ თქვენი ქვეყნის დაცვა, ჯერ საქართველო დაიცავითო და გააბრუებდნენ იმ ხალხს. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი: ვაზაგაშვილის მკვლელობით ხომ გამოვლინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც სულ მაგათი ხალხია? ის ბევრს რომ კაკანებს, წულუკიანი, მაგასაც არ აქვს ყველაფერი რიგზე, მაგასაც „ნაცებთან“ აქვს კუდი გადაფსკვნილი.
– მაგას რას ერჩით?
– საქმიანი ხალხი ბევრს არ ლაპარაკობს. მით უმეტესს, როცა „პოსტი“ გაქვს, ხოდა დაველოდოთ, ხელისუფლება მომზადებული უნდა დახვდეს ამ ყველაფერს და დაველოდოთ, როგორ განვითარდება ყველაფერი, თავადსიტუაციარომძალიან დაძაბულია, ეს ფაქტია.
„ალია“ ეცადა, კომენტარისთვის სერგო რატიანს დაკავშირებოდა, რათა ზურაბ გაგნიძის ბრალდებებზე პასუხი მიგვეღო, მაგრამ მან არც ჩვენს ზარებს უპასუხა და არც მესიჯებს, ამ დროს, სიმართლეს ვერ დავუკარგავთ, სულ გვპასუხობს ხოლმე. მასალა გამზადებული იყო, რომ რატიანისგან მესიჯი მივიღეთ: „თამარ, გაგნიძის კომენტარებზე ხომ შეთანხმებულები ვართ, რომ უკომენტაროდ ვტოვებ?“
ვერ მოხერხდა დაკავშირება სოსო ჯაჭვლიანთან და ლუკა კურტანიძესთან, გვაინტერესებდა, რა იციან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. თუ სურვილი ექნებათ, მათ პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ.
თამარ ოქრუაშვილი
გაზეთი „ალია“