reportiori.ge - საპატრიარქო სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:38
საზოგადოება
საპატრიარქო სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებას ეხმაურება
ავტორი:
21 ივლისი, 2013. 16:27

საპატრიარქო ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და მრევლს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 
საპატრიარქოს განცხადება მედიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო. 
როგორც მეუფე თეოდორემ განაცხადა, არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება.
"პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას",-  აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან.
მათ მეუფე ვახტანგ ახვლედიანის რეზიდენციის კარი აჭედეს და მეუფის ეკლესიიდან განკვეთა მოითხოვეს. 
მრევლი მეუფე ვახტანგს საკუთარ მრევლთან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაში,ასევე ეპარქიის ქონების - დაახლოებით მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016