reportiori.ge - შინაგან საქმეთა სამინისტრო: კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 13:47
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო: კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი
10 ოქტომბერი, 2013. 20:01

შსს  ლევან კორკოტაშვილის  დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის"  გამოეხმაურა.  შსს აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციების გავრცელების შედეგად ხდება პოლიციის იმიჯის შელახვა.

მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა, სიმართლეს არ შეესაბამება. მოქალაქე ლევან კორკოტაშვილი, რომელიც წარსულში 6-ჯერ არის ნასამართლევი, დაკავებულია ნარკოდანაშაულისათვის. დაკავების დროს მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება იმ მიზეზით, რომ მან ყბის ტრავმა მიიღო. მოთხოვნის შესაბამისად, მოქალაქე კორკოტაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბადრაგის თანხლებით გადაიყვანეს, სადაც მედიკოსებმა დაადგინეს (რაც დოკუმენტურად დაფიქსირებულია კლინიკის მიერ გაცემულ „ფორმა N100"-ში), რომ კორკოტაშვილს 30 სექტემბერს აქვს გაკეთებული ოპერაცია ქვედა ყბის მოტეხილობის გამო და ჩაყენებული აქვს ყბის სამაგრი. ექიმების განცხადებით, მას შეუძლია ყბის სამაგრის თვითნებურად ამოგდება, ამჟამად ის ჯანმრთელია და მკურნალობას არ საჭიროებს." - ნათქვამია შსს  განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, ლევან  კორკოტაშვილი,  დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016