reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან კორკოტაშვილზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 13:37
სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი: ლევან კორკოტაშვილზე პოლიციის მხრიდან ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა
10 ოქტომბერი, 2013. 22:01

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა,  რომლის თანახმად, მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის დაკავების დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.


 "ფაქტია, რომ ძალიან ხშირად ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდობაში შეყვანა და სწორედ, მსგავსი დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები ულახავს იმიჯს არა პოლიციას, არამედ თავად ამ ორგანიზაციას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ანალოგიური სახის გადაუმოწმებელ განცხადებებს აკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა და ეს პიროვნება არის ექვსჯერ ნასამართლევი. 30 სექტემბერს ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია და როგორც გავერკვიე, მას შეეძლო ხელოვნურად სახის ნაწილის ამოვარდნა. ეს ინფორმაცია ჩვენ ექიმებისგან მოვისმინეთ. შესაბამისად, არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან. მე მინდა, ყველას ვთხოვო, მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ, ჩვენ გვყავს პრეს-სამსახური, რომელიც ოპერატიულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016