reportiori.ge - თეატრისა და კინოს მუზეუმში იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი გაიხსნა (ფოტორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:06
კულტურა
თეატრისა და კინოს მუზეუმში იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი გაიხსნა (ფოტორეპორტაჟი)
07 მარტი, 2015. 16:43


იაკობ ტრიპოლსკი - რამდენ სიკეთეს და სითბოს იტევს ეს სახელი და გვარი, რამდენი სიხარული მოუტანია მის ნათელ ნიჭს, კაცურ კაცობას. თითოეულ ჩვენგანს,  ვინც ერთხელ მაინც შესწრებია მისი ნიჭიერების გამობრწყინებას ქართულ სცენაზე, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მისი ხავერდოვანი ხმა, ანდა, წუთით მაინც შეხვედრია ცხოვრებაში ამ საოცრად მართალ კაცს, არ შეიძლება ტკივილად არ დარჩენოდა მისი გარდაცვალება.


იაკობ ტრიპოლსკის არქივში რეცენზიებთან, ფოტო და სხვა მასალებთან ერთად ინახება სცენაზე შესრულებული როლების სია, მისივე ხელით ჩამოწერილი. საერთო რიცხვი ოთხმოცდათექვსმეტია. 96 ადამიანის სიცოცხლით იცხოვრა მარჯანიშვილის სცენაზე ერთმა ადამიანმა -იაკობ ტრიპოლსკიმ. 96 ადამიანის განცდა, სიხარული, სევდა თუ გასაჭირი ჰქონდა გამოცდილი, გამოვლილი და სხვებისთვის გაზიარებული


იაკობ ტრიპოლსკის მოღვაწეობის ასპარეზი მარტო სცენაზე შესრულებული როლებით არ შემოფარგლულა. წლების განმავლობაში იგი კინემატოგრაფიაში გახმოვანების ურთულეს საქმეს ეწეოდა. იყო კარგი მთარგმნელი. მის მიერ თარგმნილი პიესები „შორს" „პიგმალიონი" და „ანტონიუსი და კლეოპატრა" მრავალი წლის მანძილზე ამშვენებდა მარჯანიშვილის თეატრის სცენას. საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში მის მიერ ჩაწერილია პოეზიისა და პროზის არაერთი საუკეთესო ნიმუში, რომელიც დღეს, ეგრეთ წოდებულ „ოქროს ფონდში" ინახება.


გადაღებულია ათობით ფილმში - „ჭრიჭინა", „ქალის ტვირთი", „მანანა", „შეხვედრა წარსულთან", „ქეთო და კოტე" და სხვა.  „მიზნის არჩევა", „თავისუფლების ჯარისკაცები", „ფიქრები კოვპაკზე", სადაც განსაკუთრებით ეამაყებოდა, რომ  სტალინის როლს ასრულებდა.


აღარ არის ჩვენს შორის მართალი, თავის ერსა და მამულზე შეყვარებული კაცი, ნამდვილი ხელოვანი. მისი ცხოვრება და შემოქმედება ის განძია, რომელსაც ყოველთვის პატივს მიაგებს ქართველი ხალხი, მას, როგორც თვითონ უყვარდა ხოლმე, ხუმრობით თქმა, „ტომით უცხოს - გულით ქართველს".


2014 წლის 31 დეკემბერს იაკობ ტრიპოლსკის 95 წელი შეუსრულდებოდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დღეს, თეატრისა და კინოს მუზეუმში გაიხსნა იაკობ ტრიპოლსკის ბარელიეფი. ქართველმა საზოგადოებამ, მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა და კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეს ღირსეული პიროვნება და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016