ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ციხეში გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის შესახებ საუბრობს.
„16 წლის მოზარდის გარდაცვალება ოჯახისთვის ისეთი ტრაგედიაა, რომ ამ თემით ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური სპეკულირება, უბრალოდ, უწესობაა. მათ, ვისაც ყველაზე მეტი დანაშაული და ბრალი მიუძღვით წლების განმავლობაში ციხეებში გამეფებული უსამართლობის გამო, ამ თემაზე საერთოდ არ უნდა ისაუბრონ."- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, გარდაცვლილს 2 ესპერტიზა ჩაუტარდა, რომლის პასუხების შემდეგ დეტალები უკეთ გაირკვევა.
„ის ინფორმაცია, რომ საკანში იყო ვიდეოთვალი, არ დასტურდება, თუმცა დერეფანში არსებული ვიდეოთვალით აღბეჭდილი მასალა გამოძიებას გადაეცემა. როგორც სოციალურმა მუშაკმა მითხრა, იმ დღის განმავლობაში, გოგა ძველაიას რამდენჯერმე ჰქონდა ოჯახში დარეკვის მცდელობა. ის ელოდებოდა გირაოს თანხის გადახდას და გათავისუფლებას. ახლა ჩვენ უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს. "- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.