reportiori.ge - პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 11:17
საზოგადოება
პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა
11 ოქტომბერი, 2013. 13:52

სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში" მრგვალი მაგიდა  გაიმართა. ღონისძიება  საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტის პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება" ფარგლებში ჩატარდა.

სადაც მონაწილეობა  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, პარლამენტის სხვა წევრებმა, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ასევე სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  მიიღეს.

მრგვალი მაგიდის მიზანია, ხელი შეუწყოს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მონიტორინგის  უფლების აღდგენის გზით. წინა წლებში აღნიშნული უფლება არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონმდებლობით ჰქონდათ მინიჭებული, თუმცა მოგვიანებით მათ ეს უფლება ჩამოერთვათ. 2009 წლიდან თავისუფლების შეზღუდვის ადგილების მონიტორინგის ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია სახალხო დამცველის ოფისს, როგორც პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის შექმნით სახელმწიფომ შეასრულა გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით (OPCAT) ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, როგორც თავად პრევენციის ეროვნული მექანიზმის სახელმძღვანელო პრინციპებშია აღნიშნული,  პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა უნდა შეავსოს და არა ჩაანაცვლოს მონიტორინგის სხვა მექანიზმები.

პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016