„პელეს საქართველოში ჩამოყვანის დაფინანსებასთან დაკავშირებით მერიას ჰქონდა გაცემული დაპირებები. ალბათ არ ეგონათ რომ ეს შედგებოდა."- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა „რეპორტიორის" პრეს-კუბში საუბრისას.
მისი თქმით, ცნობილი ფეხბურთელის- პელეს ჩამოყვანის დეტალები ცნობილია. თუმცა ეს პროცესი დახვეწას და დაგეგმვას საჭიროებს.
„წერილის შინაარსი ვიცი, თითქოს ტურნირის ჩატარებაა დაგეგმილი. ამ პერიოდშია დაგეგმილი პელეს ჩამოსვლაც. უცბათ ასეთი დონის შიუს მოწყობა რათქმაუნდა დამოკიდებულია გათვლებზე. პირველ რიგში ბიუჯეტირებაა საჭირო. ასე უცბათ მივიღებთ იმას, რაც მარადონას შემთხვევაში მოხდა. მარადონა შემდეგ განაწყენებული დადიოდა და აკრიტიკებდა საქართველოს."- აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე ისაუბრა. სადაც აღნიშნულია, რომ პელეს წარმომადგენელი პედრო კაბრალი და სილვა ჟუნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დახმარებას სთხოვს.
„წერილი ერთია მაგრამ წერილს უნდა მოყვეს თანხმობა. რა რესურსით უნდა მოხდეს მისი ჩამოყვანა, ვინ გაუწევს ორგანიზებას. უნდა ჩამოყალიბდეს ჯგუფები. ეს მთელი პროცესია რაც უნდა დაიგეგმოს. სხვა შემთხვევაში მოხდება იგივე რაც მარადონას ჩამოყვანის დროს მოხდა. ამიტომ რომ არ დარჩეს არავინ მოტყუებული სხვაგავარად უნდა მივუდგეთ საქმეს. კანცელარიაში წერილის გაგზავნა და იმ ჩეკის აღება არ ნიშნავს ორგანიზებას."- განაცხადა ლევან ყიფიანმა.