საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი სამინისტროს მიღწევებზე საუბრობს. „რეპორტიორის" პრეს-კლუბში მან ასევე ესკლუზიური ინფორმაცია გააჟღერა.
„მომხრე ვართ საქართველოში მეტი სპორტული საერთაშორისო ასპარეზობა ჩატარდეს. მე სიურპრიზად მინდოდა მეთქვა, ჯერ არსად მითქვამს, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ საერთაშირისო ძიუდოს ფედერაციასთან.
მზად ვართ მომავალ წელს ჩავატაროთ ძიუდოს გრანპრი, რომელიც 2015 წლიდან იქნება ლიცენზიის გამცემი იმის მიხედვით თუ როგორი დონის ჩემპიონატს ჩავატარებთ. ეს გრანპრი იქნება მცირე მსოფლიო ჩემპიონატი. მონაწილეობას 40 ქვეყანა მიიღებს. მძლეოსნობა ჩვენთან მაღალი კლასით არ გამოირჩევა და მეტ ყურადღებას მოითხოვს."- აღნიშნა მინისტრმა და სხვა ტურნირებზეც ისაუბრა.
„მესამე ლიგის საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელიც ასიოდე ქვეყანას მოიცავს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ამ ორგანიზებაში მივიღოთ მონაწილოება.
ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩავერთეთ ასეთ ღონისძიებებში. პირველად საქართველოში ევროპის ჩემპიოინატი ჩატარდა თავისუფალ ჭიდაობაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გვინდა, რომ 2017 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში ჩატარდეს. ვფიქრობთ ბევრ საინტერესო სპორტულ ღონისძიებას გავმართავთ. იხსნება სტუდენტური ლიგა. ჩამოდიან ვეტერანი კალათბურთელები რუსეთიდან და ვფიქრობ სტუდენტური ორგანიზაცია ლამაზ შოუს ჩაატარებს. სპორტი თავისთვად ვითარდება და ვცდილობთ სპორტსმენები პოლიტიკური ზეწოლისგან გავათავისუფლოთ."- აცხადებს ლევან ყიფიანი.